გარდატეხის ასაკის 5 საყურადღებო ნიშანი, რაც მშობელს არ უნდა გამორჩეს
გარდატეხის ასაკის 5 საყურადღებო ნიშანი, რაც მშობელს არ უნდა გამორჩეს
12-13 წლის ასაკში ბავშვები მშობლებს დიდ თავსატეხს უჩენენ: „ისეთი წყნარი, მშვიდი, ნორმალური ბავშვი იყო, ახლა რა დაემართა? ვეღარ ვცნობთ“... ამ ასაკში ბავშვის ორგანიზმში მთელი რიგი ცვლილებები მიმდინარეობს. ჰორმონალური ფონის ცვლილებებთან ერთად ირღვევა შინაგანი წონასწორობა. ყველაფერი აისახება ბავშვის ხასიათზე, ეს კი მშობლებს აშინებს. ამ პერიოდს ჰქვია გარდატეხის კრიზისული პერიოდი. მოზარდი იწყებს საკუთარი თავის ძიებას და ეძებს კითხვაზე პასუხს - „ვინ ვარ მე? და რატომ ვარ ამ ქვეყანაზე“. მიღებულმა პასუხებმა შეიძლება იმოქმედოს
მის მთელ შემდგომ ცხოვრებაზე. რა უნდა იცოდნენ მშობლებმა გარდატეხის ასაკის შესახებ, რათა გაგებით მოეკიდონ მოზარდის პრობლემებს და აუცილებლობის შემთხვევაში დროულად დაეხმარონ მათ.

1. აგრესიულობა, გაღიზიანებულობა, ყვირილის მტკივნეულად აღქმა.
12-13 წლის ასაკში მოზარდი შეიძლება გააღიზიანოს ნებისმიერმა წვრილმანმა: დედამ მისცა სხვა კაბა, სხვანაირად შეხედა, არ შეაფასა მისი ჩაცმულობა, მამამ დაუყვირა და ა.შ. ნეგატიურ ემოციებს იწვევს ნებისმიერი კრიტიკა. რჩევა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი: მშობლები უნდა აღიჭურვონ მოთმინებით, ერთად და მშვიდად გადაჭრან პრობლემა.

2. საკუთ
არ თავში ჩაკეტვა, დეპრესია.

მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვი ხშირად განმარტოვდება, მას მარტო ყოფნა სურს. ესეც გარდატეხის პერიოდის ერთ-ერთი ნიშანია. ეცადეთ გაესაუბროთ, როგორც თქვენს ტოლს. იყავით ტაქტიანი და დელიკატური. თუ მისი ნდობა მოიპოვეთ, ეცადეთ არ დაკარგოთ. არ დაარღვიოთ მთავარი პრინციპი: ის, რაც გაგანდეს თქვენ, არ უნდა იქცეს სხვა ადამიანებთან განხილვის თემად. თუკი ბავშვმა საიდუმლო გაგანდოთ, ეს საიდუმლოდ უნდა დარჩეს.

3. გაურბის მშობლებთან ერთად დროის გატარებას.
ამისთვისაც მზად უნდა იყოთ. გარდატეხის ასაკში მშობლის ავტორიტეტი შეიძლება კიდეც დაეცეს მის თვალში. მათ უჩნდებათ კერპები თანატოლებს შორის, უჩნდებათ ინტერესი საპირისპირო სქესთან. მეტად იზიდავთ ისეთი შეკრებები, სადაც არ არიან უფროსები. თანატოლებთან დროის გატარებას ვერ აუკრძალავთ. უნდა ეცადოთ, ასეთ დროს ბავშვის თავისუფალი დრო რაციონალურად და მიზანმიმართულად იყოს განაწილებული. შესთავაზეთ სხვადასხვა წრეზე სიარული, რა თქმა უნდა, მისი ინტერესის შესაბამისად. ასეთი აქტივობები უფრო დისციპლინირებულს გახდის, ნაკლებად ექნება თავისუფალი დრო, გაუჩნდება ახალი მეგობრები - რაც დადებითად იმოქმედებს მასზე.

4. ჩამორჩენა სწავლაში, ინტერესის დაკარგვა სწავლის პროცესის მიმართ.
თავიდან საჭიროა გაერკვეთ, რა არის სწავლაში ჩამორჩენის მიზეზი. იგი სხვადასხვა შეიძლება იყოს: გაკვეთილების გაცდენა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, დეპრესია, სიზარმაცე და სხვ. შეიძლება გადაწყვიტა, რომ გეოგრაფია არ სჭირდება იმიტომ, რომ გეოგრაფი არ უნდა გამოვიდეს. ფიზიკა კი აინტერესებს. საკუთარი თავის, მეგობრების მაგალითზე უთხარით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლას. ნუ შეგეშინდებათ, გაუზიაროთ შვილს თქვენი პრობლემების შესახებ, რაც მის ასაკში გქონდათ. მისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ მშობლები არ იყვნენ იდეალურები, რომ ისინიც უშვებდნენ შეცდომებს, მაგრამ შეძლეს ამ პრობლემებთან გამკლავება.

5. უხეშობა
ქცევის ეს გამოხატულება არის თავდაცვითი გარსის შექმნა საკუთარი „მე“-ს ფორმირებისთვის. უფროსებს ამ დროს დიდი მოთმინება მართებთ. ხშირად უნდა დააყენოთ თქვენი თავი მის ადგილას, რაც დაგეხმარებათ ემოციების მართვაში. ბოლოს და ბოლოს, გაიხსენეთ თქვენი გარდატეხის ასაკი. არ გაამკაცროთ მოთხოვნები - შედეგები შეიძლება იყოს აბსოლუტურად საპირისპირო და ნეგატიური.

მეტი ურთიერთობა გქონდეთ მასთან, ესაუბრეთ მეგობრულად - როგორც თანატოლს, პატივი ეცით მის აზრს, გახდით მისი მოკავშირე და არა მოწინააღმდეგე. როგორი რთულიც არ უნდა იყოს გარდატეხის ასაკი, გახსოვდეთ, რომ ეს დროებითია. თუ მშობელი არ დაიწყებს „ბრძოლას“ შვილის უარყოფითი ქცევის გამოსასწორებლად, გვერდში ამოუდგება, დაეხმარება, ყურადღებას გაამახვილებს იმ დადებითსა და კონსტრუქციულზე, რაც მას აქვს, მაშინ გარდატეხის ასაკი შედარებით მშვიდად ჩაივლის. იყავით მომთმენნი და გამოიჩინეთ სიბრძნე, გაგებით მოეკიდეთ და დაეხმარეთ თქვენს საყვარელ ბავშვს ამ რთული პერიოდის გადალახვაში, რათა თქვენი მაგალითით მანაც უამბოს თავის შვილს - თუ როგორი იყო მისი კრიზისული პერიოდი და როგორ უგებდნენ მშობლები.
78727
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ჯეკო
0
20 წლის ვარ და ზოგჯერ ვფიქრობ თითქოს ცუდათ უნდა გავხდე ფიქრებში მივდივარ და ვიზმენდები და ცუდათ ვხდები ეს შეიძლება გარდატეხის ბრალი იყოს ? რაიმე რჩევა მიტხარით
16:32 / 14-05-2019
Aravin
0
Mec mqonia es periodii....exla var 25wlis magram mshoblebtan arasdros mikamatiaa me stresuli mdgomareoba mqonda erti shexedvit xalisiani vikavi....aravin daijerebda me ras vpikrobdii...mashin daviwke chemi azrebis wera bloknotshi bevrjerr damijeret dzalian bevrjer tvitmkvelobazec ki mipikriaa.....ai vigac titqos melaparakeboda git am temaze da dilit r vigvidzebdii ukve vpikrobdi es nabiji gadamedga tu araa...es imitom xdeboda rom me aravistan ar vkontaqtobdi am temaze...magram es nawerebi kvelaperi chemtan iko romelic shemtxvevit agmochnda sxvis xelahii...romelmac me gadamarchina rom ara is adamianie dges sheidzleba cocxali arc vkopilikavi da chebi verasdros ver gaigebdnen mizezi ra iko radgan me iseti xalisiani da mousvenari vikavi..marto roca vrchebodi iq ukve titqos sul sxva vxdebodi....ase rom am dros schirdebit shvilebs mshoblebooo ....da sheecadet shvili amoicnot. Am dros
23:42 / 09-03-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```