ფსიქოლოგის ყველაზე მოკლე კონსულტაცია – ყველა მშობლისთვის საკითხავი
Prev
2 / 2

- მოვდივარ სახლში სამუშაოს მერე. ფეხსაცმელი შუა ოთახში უყრია. ვუყვირი: "ამ ცხოვრებაში რამის გაკეთება მაინც იცი? ფეხსაცმელი მაინც დადე ადგილზე". ასჯერ მითქვამს, მაგრამ მაინც ასე მხვდება, დებილია აბა რა? ყველაფერი იოლად ხვდება ცხოვრებაში და ვერ აცნობიერებს. ტელეფონი დაამტვრია. არ აფასებს. დედას ეუხეშება. სახლში არაფერს აკეთებს. რომ
ელაპარაკები, არ გისმენს. არც სირცხვილი აქვს, არც სინდისი. აი, როგორ მოვიქცე, მითხარით. როგორ გამოვნახო მასთან საერთო ენა? არსებობს რაიმე რეცეპტი?
- არსებობს, - ვპასუხობ.
- აბა, მითხარით.
- მაშ ასე, თქვენ ამბობთ, რომ ვერ პოულობთ საერთო ენას შვილთან?
- დიახ, ხომ გითხარით!
- არსებობს ერთი პატარა გამოსავალი. ოღონდ არ ვიცი, როგორ გაართმევთ თავს.
- მითხარით!
- ეს უნდა გააკეთოთ, კი არ უნდა გითხრათ.
- რა უნდა გავაკეთო?
- რა ჰქვია თქვენს ვაჟს?
- დავითი.
ავიღე ქაღალდის ფურცელი, მარკერით დავწერე ზედ "შვილი დავითი, 14 წლის", კაბინეტის კუთხეში დავდე და კაცს ვთხოვე წარმოედგინა, თითქოს მისი შვილი იდგა იმ ფურცელზე.
- გამოგივიდათ? – ვკითხე.
- დიახ.
- ახლა კი ნელა მიდით ამ ფურცელთან, მასზე დადექით, და წარმოიდგინეთ, რომ თავად ხართ 14 წლის დავითი.
კაცი აშკარად დაეჭვებული მივიდა ქაღალდთან, დადგა და თვალები დახუჭა.
- აბა, რას გრძნობთYახლა?
- საშინელ მარტოობას... ცრემლები მებჯინება ყელში. ტირილი მინდა.
- რატომ?
- წყენისგან. ყველა მეჩხუბება, შენიშვნას მაძლევენ, დამცინიან. ეს ისეო, ეს ასეო. სიცოცხლე აღარ მინდა. თითქოს მახინჯი უცხო სხეული ვარ ყველასთვის.
- ვისთვის ყველასთვის?
- ყველასთვის, რა!
- მაინც ვისთვის?
- მამისთვის...
- აბა, რა გინდა, რომ მამისგან მიიღო?
- ერთხელ მაინც რომ შევექე. ეკითხა, როგორ არის ჩემი საქმეები... მეც ხომ კაცი ვარ, მინდა იამაყოს ჩემით.
- ჩაისუნთქეთ და რომ ამოისუნთქავთ, ფურცლიდან გადმოდით.
კაცი ჩუმად მივიდა თავის სკამთან, დაჯდა. მდუმარება ჩამოწვა. ცოლმა ცრემლები შეიმშრალა.
- ყველაფერს მივხვდი, - უცებ წყნარად თქვა კაცმა, - ყველაფერს მივხვდი. ზუსტად ასე ვგრძნობდი თავს პატარაობისას. მამა კი მხოლოდ მაკრიტიკებდა და მეჩხუბებოდა. ახლა მეც ისევე ვიქცევი. ყველაფერს მივხვდი. მადლობა...
თვალები ცრემლიანი ჰქონდა ორივეს, მაგრამ გაცისკროვნებული. რაღაცნაირი კეთილები და აღელვებულები გავიდნენ ოთახიდან... სულ რაღაც 18 წუთი გაგრძელდა ეს კონსულტაცია – ყველაზე მოკლე იყო ჩემს გამოცდილებაში".

შექება, საუბარი, გულისხმიერება – ბავშვს ბევრი არაფერი უნდა, მას მარტივი ურთიერთგაგება და მარტივი საქებარი სიტყვები სჭირდება. მოზარდის სული მგრძმობიარეა, მუდმივი კრიტიკა და შენიშვნება თვითშეფასებას უქვეითებს და წლებთან ერთად სულ უფრო რთულდება. გიყვარდეთ და ხშირად შეაქეთ თქვენი ყველაზე მთავარი საგანძური ცხოვრებაში, ემეგობრეთ თქვენს შვილებს და ნუ დაშორდებით მათ.

როგორ ამახინჯებენ მშობლები ბავშვების სულებს - 5 ისტორია ფსიქოლოგის პრაქტიკიდან

მთვრალი "ვაჟკაცი" მამა და ჩუმი ძალადობა, რომელიც ოჯახის კედლებიდან არ გამოდის

Prev
2 / 2
132269
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
Tika
0
გამარჯობა, მყავს 6 წლის გოგონა და დისშვილი 2 წლამდე(გოგონა) მე და ჩემს დას გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიართობა და დიდი ამაგი აქვს ჩემს შვილზეც. ჩემი დისშვილი საკმაოდ რთული ბავშია. , არმინდა სუბიექტრუი ვიყო მაგრამ არც ის მინდა ჩემი შვილი დაიჩაგროს და ფსიქიკა დავუზიანო. პატარა მივა უჩქმეტს თმქბს მოაგლიჯავს, რათქმაუნდა ყველა ეუბნება შენ მოუთმინეო.მისი სკოლის ნივთები უნდა არაფერს ანებებს, ისტერიკაში ვარდება თუ არ მისცემენ . როგორ მოვიქცე რომ ობიექტური ვიყო და არც ჩემი შვილი დავაზარალო, ზოგაგად ჩემი შვილი დზ ლმობიერია სკოლაშიც... მადლობა, ველი რჩევას ...
05:13 / 12-02-2017
aravin
0
Ecadet yoveltvis sheaqot tqveni shvili.yoveldge utxarit rom yvelaze lamazia da rom tqven misit amayobt.nu dauqveitebt tvitshepasebas.sheayvaret sakutari tavi.miuxedavad imisa rom sasiamovno shesaxedi var skolashic da universitetshi tavi yvelaze maxinji megona chemi mshoblebis wyalobit
02:03 / 20-11-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?