ახალი დასკვნა იმ მშობლებს გაახარებს, რომლებიც წუხან თავიანთი შვილების სასკოლო წარმატებებზე ალბათ ხშირდა გაგიგონიათ ან წაგიკითხავთ, რომ ბევრი ცნობილი, წარმატებული, ნიჭიერი ადამიანი სკოლაში არა მხოლოდ არაფრით არ გამოირჩეოდა, პირიქით – პრობლემებიც კი ჰქონდა, დასცინოდნენ, რიყავდნენ და ა.შ. ასეთებს მერე თითქოს შემდეგ მეტი მოტივაციაც კი უჩნდებათ, რომ რაღაცას მიაღწიონ და ყველას დაუმტკიცონ, რომ სინამდვილეში მაგრები არიან. ალბათ ამ "მოვლენის" ერთგვარი გამოძახილია კიდევ ერთი ახალი აღმოჩენა. მეცნიერების ახალი დასკვნა იმ მშობლებს გაახარებს, რომლებიც წუხან თავიანთი შვილების სასკოლო წარმატებებზე და თანატოლებს შორის პოპულარობაზე.
ამერიკელი ფსიქოლოგები იმ მოზარდების ცხოვრებისეულ გზას მიჰყვნენ, რომლებიც თანატოლებს შორის პოპულარობით სარგებლობდნენ. მეცნიერთა აზრით, ასეთი ბავშვები თავიანთ განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს ტოვებენ. სანამ მათი თანატოლები ერთმანეთთან ურთიერთობების აწყობით და ასაკისთვის შესაფერისი სხვა საქმიანობით ერთობიან, სკოლის "ვარსკვლავები" გამუდმებით საკუთარ თავსა და იმიჯზე ფიქრობენ და ხშირად თავშიც უვარდებათ ეს ყველაფერი.
თურმე, როცა ბავშვები მეტისმეტად მალე "იზრდებიან", თანატოლებს შორის გარეგნული თუ სხვა მონაცემებით არიან გამორჩეულნი და პოპულარულნი, ისინი კარგავენ ბავშვური ცხოვრების რაღაც ეტაპებს, მათი პოპულარობის გამო ადრე იწყებენ რომანტიკულ ურთიერთობებსაც, რაც არც ისე იშვიათად ოჯახის შექმნითაც კი მთავრდება, ან უარეს შემთხვევაში – მწარე ცხოვრებისეული გამოცდილებით. არც ერთი ვარიანტი სამომავლოდ მათ სასიკეთოდ არ მოქმედებს. შემდგომში მათ პირადი ცხოვრების აწყობაც უჭირთ და წარმატების მიღწევაც. სკოლაში პოპულარობას მიჩვეულნი, ყველგან ელიან ასეთ "თბილ" გარემოს და როცა ეს არ ხვდებათ, ითრგუნებიან. მცირე ასაკის "ვარსკვლავური დაავადება" ბევრს უბიძგებს ასევე ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გატაცებისკენაც კი.