როდესაც გიჭირთ მოზარდის დაინტერესება და ის ყველაფრის მიმართ ინერტული ხდება - გამოსავალი მშობლებისთვის
როდესაც გიჭირთ მოზარდის დაინტერესება და ის ყველაფრის მიმართ ინერტული ხდება - გამოსავალი მშობლებისთვის
გარდატეხის ასაკი, მოზარდები 13-14 წლის ზემოთ - ყველა მშობლისთვის ეს დიდი თავის ტკივილია. ჩვენი შვილები თანდათან იცვლებიან, უინტერესოები ხდებიან, უხეშები, სულ გარეთ უნდათ ყოფნა, სახლის ამბები ნაკლებად აინტერესებთ. ხშირად უჩნდებათ სხვა, არც ისე იშვიათად - საშიში გასართობებიც. ამ დროს ყველაზე ადვილია მათი გატაცება აზარტული თამაშებით თუ საშიში დაჯგუფებებით. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სწორედ ამ დროს მართებს მშობელს ყველაზე დიდი მოთმინება და ყურადღება, მან არ უნდა დაკარგოს კავშირი შვილთან, მაქსიმალურად ემეგობროს და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, ჯანსაღი ინტერესები ჰქონდეს და არ დარჩეს დრო
ცუდი რამეებისთვის.
ამ დროს ყველაზე კარგია, მოზარდს ისეთი გატაცებები, წიგნები, გართობა შეურჩიოთ და არა ძალდატანებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი დაინტერესებით. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ ასაკის მოზარდთან ურთიერთობა სინამდვილეში ყველაზე საინტერესოა, უბრალოდ, თქვენც უნდა გახდეთ მისი ასაკის, გაიხსენოთ, რა გაინტერესებდათ მის ასაკში და ხანდახან აჰყვეთ და აიყოლიოთ მხიარულებაში.
გიჭირთ მოფიქრება, რა შეიძლება გააკეთოთ ამ დროს? მაგალითად, იმოგზაურეთ მასთან ერთად, მოიარეთ საქართველოს კუთხეები - ასე მოგზაურობასაც შეაყვარებთ, თავის ქვეყანასაც და თქვენს საუკეთესო მეგობრადაც აქცევთ.
დააინტერესეთ კოლექციონერობით - გახსოვთ, როგორი აზარტით აგროვებდით ამ ასაკში მარკებს, ძველ ღია ბარათებს, ჰერბარიუმს, მონეტებს? გგონიათ, ახლა ვერ დააინტერესებთ ამით?
სულ ტყუილად! მით უმეტეს, რომ ის წიგნი, რომელზეც ახლა გიამბობთ, იმდენად მაღალ დონეზეა შესრულებული და ისეა მორგებული ახალ სტანდარტებს, არც ერთი მოზარდი არ იტყვის უარს ამგვარ საჩუქარზე.
mshoblebi
გამომცემლობა "პალიტრა L" წიგნის მოყვარულებს სთავაზობს უნიკალურ წიგნ-ალბომს - "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია", რომლის მსგავსიც ქართულ სინამდვილეს არ ახსოვს. ის გამორჩეულია როგორც შინაარსით, ისე ვიზუალურადაც. ალბომის ტიპის წიგნი ეტაპობრივად შეივსება ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში არსებული მონეტების ზუსტი ასლებით. უნიკალური წიგნი-ალბომის შეძენის შემთხვევაში კოლექციონერი-ნუმიზმატი ხდებით და ასევე ნამდვილ კოლექციონერად აქცევთ თქვენს შვილს. ის თან თქვენთან ერთად გაეცნობა ქართული ნუმიზმატიკის განვითარების სხვადასხვა ეტაპს, ეროვნულ მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალისა და ხელოვნების ნიმუშების თანდართული ფოტომასალით, თან დიდი აზარტით დაიწყებს ახალ-ახალი მონეტის შეგროვებას.

მაია პატარიძე, ქართული მონეტების ოქროს კოლექციის თანაავტორი:
- ჩვენს ქვეყანას 27-საუკუნოვანი ფულის ისტორია აქვს. ეროვნულ მუზეუმში 10 000-მდე ქართული მონეტაა დაცული, მაგრამ პროექტზე მუშაობისას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მონეტები შევარჩიეთ. საქართველო სამონეტო ცივილიზაციის კერაა, რაზეც ძვ.წ. VI საუკუნეში მოჭრილი კოლხური თეთრი მეტყველებს. ამიტომაც წიგნში ფულის ისტორიის თხრობას სწორედ ამ მონეტით ვიწყებთ. შევარჩიეთ რამდენიმე უნიკუმიც - ერთადერთი მონეტა მთელ მსოფლიოში. ასეთია, მაგალითად, ლაშა-გიორგის მონეტა, რომელსაც ამ გამოცემაში შევხვდებით. ამ მხრივ საინტერესოა დავით კურაპალატის მონეტაც. მსოფლიოში აღმოჩენილია მისი ოთხი ორიგინალი - გერმანიაში, ესტონეთში, შვედეთსა და რუსეთში, და ამ ქვეყნების მუზეუმებში ინახება. ეს იმას ნიშნავს, რომ დავით კურაპალატის მონეტა, სხვა ვალუტასთან ერთად, საქართველოდან¬ ძალიან შორსაც იყო მიმოქცევაში.
კოლექციონერობის სურვილთან ერთად, შესაძლოა მკითხველს სამეცნიერო ინტერესიც გაუჩნდეს. ვინ იცის, ეგებ ამ წიგნით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ხვალ ჩვენ შეგვცვალონ...
mshoblebi

პროექტის მენეჯერი ნესტან მაღალაშვილი:

- ეს წიგნი-ალბომი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეა, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. თითოეულ მონეტას ერთვის შესაბამისი ეპოქის მიმოხილვა. ალბომში შეხვდებით ეროვნულ მუზეუმში დაცულ, ეპოქების ამსახველი ექსპონატების ფოტოებსაც, რომლებიც ისტორიული სიზუსტით აღწერენ თითოე¬ულ მონეტას.
ეს წიგნი საინტერესოა საქართველოს წარსულით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვისაც. წიგნზე მუშაობის პროცესში "პალიტრა L"-ს მხარში დაუდგა ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკის უჯრედის მეცნიერ-თანამშრომელთა ჯგუფი, დიდი მადლობა მათ და ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, ბატონ დავით ლორთქიფანიძეს... საინტერესო პროცესი აღმოჩნდა მონეტების ასლების შექმნა, რომელზეც ნუგზარ მაღლაფერიძემ იმუშავა.
ქართული მონეტების ოქროს კოლექციაზე მუშაობა ხანგრძლივი, საპასუხისმგებლო და, ამავდროულად, საინტერესო პროცესი იყო ყოველი ჩვენგანისთვის.
ალბომის მფლობელს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა, ხელით შეეხოს ეროვნულ მუზეუმებში დაცულ უძველეს ქართულ მონეტებს (მეტალის ასლებს), შეაგროვოს და განათავსოს უნიკალურ წიგნ-ალბომში... გახდეს თავისი ქვეყნის განძის თანამფლობელი...
უყიდეთ ეს საოცარი წიგნი თქვენს მოზარდ შვილს და აჩუქეთ მას ახალი, ძალიან ჯანსაღი და სასარგებლო გატაცება!

3265
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```