მოზარდებს ალკოჰოლის, ნიკოტინისა და ნარკოტიკებისკენ... მშობლები უბიძგებენ?
მოზარდებს ალკოჰოლის, ნიკოტინისა და ნარკოტიკებისკენ... მშობლები უბიძგებენ?
თუ ბავშვმა მოწევა დაიწყო, დალევა ან ღმერთმა არ ქნას, ნარკოტიკების მიღება – ეს ოჯახისთვის ნამდვილი ტრაგედიაა. სამწუხაროდ, ყველა მშობელი ვერ იგებს მიზეზს, თუ რამ გამოიწვია ეს ტრაგედია.
პრობლემაში გარკვევა სპეციალისტებმა სცადეს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბავშვის მავნე მიდრეკილებებზე პირდაპირ ახდენს გავლენას აღზრდის მეთოდები, ამიტომ პირველ რიგში საუკეთესოა, რომ მშობლებმა სწორად აღზარდონ ისინი და გონივრულად.
მეცნიერები მშობლებს ურჩევენ, ზომიერება დაიცვან. არც გადამეტებული სიმკაცრე არ შეიძლება და არც სრული იგნორირება. ბავშვისთვის მშობელი ავტორიტეტი
უნდა იყოს, მშობელი, რომელიც თვითონ სამაგალითოდ იქცევა და თავად არ არის მავნე ჩვევებზე დამოკიდებული (თუ ოჯახში ტრადიციაა ალკოჰოლის ხშირი მიღება, თამბაქოს შინ მოწევა, მით უმეტეს, ნარკოტიკებზეა დამოკიდებული ოჯახის რომელიმე წევრი, ასეთ შემთხვევაში მსგავსი პრობლემები მოზარდებში მეტად სავარაუდოა). მშობელმა ზომიერად უნდა აკონტროლოს ბავშვის გარემოცვა, ეცადოს, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში, ნაკლებად შეუწყოს ხელი იმას, რომ ბავშვი მეტისმეტად დიდ დროს ატარებდეს თანატოლებთან უფროსების მეთვალყურეობის გარეშე. ბავშვი ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ მასზე ღელავენ, მასზე ზრუნავენ და რომ პასუხისმგებლობა აკისრია მშობლების წინაშე. ოღონდ ეს არ უნდა იყოს გადამეტებული: მეტისმეტად მკაცრი იდსციპლინა ისევე სახიფათოა, როგორც უკონტროლობა. ავტორიტარული მშობლების შვილები, რომლებიც ნაკლებად ავლენენ სიყვარულს და გამუდმებით ეჩხუბებიან ბავშვს, ასევე რისკის ქვეშ
დგანან, რომ `შველა~ მავნე მიდრეკილებებში იპოვონ.
პირველ რიგში, მშობლებმა ზომიერი სიმკაცრით, ბავშვის ნიჭების მაქსიმალური განვითარებით (მისთვის საინტერესო წრეზე ტარებით, მაგალითად), მისი განათლებისა და კარგი გარემოცვისთვის ხელშეწყობით უნდა შეძლონ მომავალი პრობლემების თავიდან აცილება. ხოლო თუ რაღაც გამოეპარათ და მაინც მოხდა ის, რასაც არ ელოდნენ, არც ამ შემთხვევაში უნდა გარიყონ შვილი – მას ისევ სიყვარულით, მზრუნველობით, გვერდში დგომით უშველიან.

ასევე დაგაინტერესებთ
2287
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?