წერილი, რომელსაც თქვენი მოზარდი ვერ გწერთ - მშობლებო, მიეცით ბავშვებს საშუალება გამოგეყონ ჯანსაღად
წერილი, რომელსაც თქვენი მოზარდი ვერ გწერთ - მშობლებო, მიეცით ბავშვებს საშუალება გამოგეყონ ჯანსაღად
დღეს მქონდა მორიგი კონსულტაცია მოზარდთან... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რაოდენ მნიშვნელოვანია მშობელმა გაუძლოს მის გაუფასურებას და გაადამიანებას შვილის თვალში. მშობლებო, მიეცით ბავშვებს საშუალება გამოგეყონ ჯანსაღად. ნუ მანიპულირებთ მათში დანაშაულის განცდით...

წერილი, რომელსაც თქვენი მოზარდი ვერ გწერთ:

"ძვირფასო მშობელო,

შენთვის ასეთი წერილის დაწერა მინდა, იმ ბრძოლაზე, რომელსაც მე და შენ ვაჩაღებთ. ის მე მჭირდება. მე მჭირდება ეს ბრძოლა. თქმა არ შემიძლია, იმიტომ, რომ შესაფერისი სიტყვები არ მაქვს, და მაინც ნებისმიერი სიტყვა უშედეგო იქნება. ეს ბრძოლა მჭირდება. ძალიან... მჭირდება,
რომ ახლა მძულდე და მჭირდება, რომ ეს შენ განიცადო და გაუძლო. მჭირდება განიცადო ის, რომ მე მძულხარ და ისიც, რომ შენ გძულვარ. მე მჭირდება ეს ბრძოლა, თუმცა მეც ვერ ვიტან მას. სულ ერთია, რაზე ვჩხუბობთ: დაძინებაზე, სახლის საქმეზე, სარეცხზე, ჩემ დანაგვიანებულ ოთახზე, სეირნობებზე, სახლში ჯდომაზე, წასვლაზე, არწასვლაზე, გოგონაზე, ბიჭზე, იმაზე, რომ არ მყავს მეგობრები, ან იმაზე, რომ ცუდი მეგობრები მყავს. სულ ერთია, მე მჭირდება შენთან ჩხუბი და მჭირდება, რომ ამაზე შენც მეჩხუბო საპასუხოდ.
მე სასტიკად მჭირდება, რომ თოკის მეორე ბოლო გეჭიროს. მაგრად გეჭიროს, სანამ მე მეორე ბოლოზე ვბორგავ, სანამ ამ ახალ სამყაროში ხელ-ფეხისთვის საყრდენს ვეძებ. ადრე ვიცოდი, ვინ
ვარ, შენ ვინ ხარ, ჩვენ ვინ ვართ. მაგრამ ახლა უკვე არ ვიცი. ახლა ჩემს ზღვრებს ვეძებ და ზოგჯერ მხოლოდ მაშინ ვპოულობ, როცა შენ გაწუხებ, როცა ყველაფერი, რაც ადრე ვიცოდი, ზღვრამდე მიმყავს, ვამოწმებ. სწორედ მაშინ ვგრძნობ, რომ ვარსებობ და თუნდაც წუთით შემიძლია ვისუნთქო. ვიცი, რომ ის საყვარელი ბავშვი გენატრება, როგორიც ვიყავი. ვიცი ეს, რადგან მეც მენატრება, და ეს დარდი ახლა უფრო მეტ ტკივილს მმატებს.
ეს ბრძოლა მჭირდება და უნდა ვიცოდე: სულ ერთია, რამდენად ცუდი თუ ძლიერი გრძნობები მაქვს - ისინი მე ან შენ არ დაგვანგრევს. მჭირდება, რომ ჩემს ყველაზე უარეს გამოვლინებებშიც კი გიყვარდე - მაშინაც კი, როცა თითქოს გეჩვენება, რომ მე არ მიყვარხარ. ახლა მჭირდება, რომ მეც და შენი თავიც ჩვენ ორის მაგივრად გიყვარდეს. ვიცი, რა საზიზღობაცაა, როცა არ მოსწონხარ და ცუდ ადამიანს გიწოდებენ. შინაგანად მე ესე ვგრძნობ საკუთარ თავს, მაგრამ მე მჭირდება, რომ შენ ამას გაუძლო და დახმარებისთვის სხვა უფროსებს მიმართო. იმიტომ, რომ ახლა ისეთ მდომარეობაში არ ვარ, რომ დაგეხმარო. თუ გინდა ,ყველა შენს უფროს მეგობარს დაუძახე და წვეულება მოაწყვე ორთქლის გამოსაშვებად, თემაზე „როგორ გადავრჩე მოზარდთან ერთად“, მე თანახმა ვარ. შეგიძლია ჩემზე ჩემს ზურგს უკან ილაპარაკო, ჩემთვის სულ ერთია. ოღონდ არ მიმატოვო. ეს ბრძოლა არ მიატოვო. მე ის მჭირდება.
ეს ბრძოლა მასწავლის, რომ ჩემი ჩრდილი ჩემს სინათლეზე მეტი არაა. ეს ბრძოლა მასწავლის, რომ ცუდი გრძნობები ურთიერთობის დასასრულს არ ნიშნავს. ეს ბრძოლა საკუთარი თავის მოსმენას მასწავლის, მაშინაც კი, როცა ამან შეიძლება სხვებს იმედი გაუცრუოს.
ეს კონკრეტული ბრძოლა დასრულდება. როგორც ნებისმიერი ქარიშხალი, ისიც დაწყნარდება. შემდეგ კი დაბრუნდება. და მე ისევ დამჭირდება, რომ თოკი გეჭიროს. მე ეს ისევ და ისევ დამჭირდება მრავალი წლის განმავლობაში.
ვიცი, რომ ეს რთული საქმეა, რომელიც საერთოდ არ გახარებს. ვიცი, რომ არც არასდროს გეტყვი მადლობას ამისთვის და ალბათ არც შენს როლს ვაღიარებ ყველაფერ ამაში. იცი, მე ალბათ უფრო გაგაკრიტიკებ მთელი ამ მუშაობის გამო. მოგეჩვენება თითქოს, რასაც არ უნდა აკეთებდე, ეს არასდროს არ იქნება საკმარისი. და მაინც მთლიანად ვენდობი ამ ბრძოლაში დარჩენის შენს შესაძლებლობებს. სულ ერთია, რამდენს ვკამათობ. სულ ერთია რამდენ ხანს ვარ ცუდ ხასიათზე. სულ ერთია, რამდენად დიდია ჩემი სიჩუმე.
გთხოვ, თოკის შენი ბოლო გეჭიროს. და იცოდე, რომ ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებ, რაც შეიძლება ამ მომენტში ვინმემ ჩემთვის გააკეთოს.
სიყვარულით შენი მოზარდი".
კლინიკური ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე
14115
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (13)
მე ♡♡♡
0
ზუსტად ეს პერიოდი მაქვს ჩემს 14 წლის შვილთან....მკლავს მისი ეს მდგომარეობა ერთი სული მაქვს გაიაროს....გადაიაროს....სასწაული სტატიაა ძალიან ჩემი!მადლობა ავტორს!
02:02 / 28-12-2018
სოს
0
ბიჭები ძალიან რთულები არიან, მშობლებს არ აფასებენ და არ უჯერებენ, იქით ეჩხუბებიან, აშინებენ და თავის ჭკუაზე ატარებენ. გოგოებს მშობლები უყვართ და გული შესტკივათ. აღზრდას აზრი არ აქვს, შვილი უნდა გამოგადგეს, უნდა გაგიმართლოს.
21:16 / 12-05-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```