მუსიკაზე სიარული ბავშვის ტვინზე დადებითად მოქმედებს - სპეციალისტების რეკომენდაცია
მუსიკაზე სიარული ბავშვის ტვინზე დადებითად მოქმედებს - სპეციალისტების რეკომენდაცია
სკოლამდელ და დაწყებითი კლასის მოსწავლეებში მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ აისახება მუსიკის შესწავლა მათ გონებაზე. შედეგი გასაოცარი იყო.

თურმე სწორედ სკოლამდელ და დაწყებითი კლასების ბავშვებში მუსუკალურ ინსტრუმენტზე (ნებისმიერზე) დაკვრა ინტელექტის ზრდას განაპირობებს. ტვინში ნეირონული კავშირები ძლიერდება, მოცულობაში მატულობს ტვინის ქერქი. მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვი უფრო ჭკვიანი ხდება, ინტელექტის ეს რესურსი კი მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ინსტრუმენტზე დაკვრის შედეგად ტვინი იმდენად კარგად მუშაობს,  შესაძლოა ხანდაზმულ ასაკში ჭკუასუსტობაც კი თავიდან აიცილოს.

რაც შეეხება მუსიკის შესწავლას მოზარდობისა და უფროს ასაკში,
უნდა ვაღიაროთ, რომ ტვინისა და ინტელექტის ზრდა დაგვიანებული იქნება. სამაგიეროდ ნერვებისა და განწყობის გაუმჯობესებისთვის უკეთეს საქმიანობს ვერ იპოვით.   

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მუსიკის ადრეულ ასაკში შესწავლა ინტელექტის განვითარებაზე ყველა კუთხით მოქმედებს - ლოგიკაზე, ყურადღებაზე, აზრების კონცენტრირებაზე, კანონზომიერების აღმოჩენისა და დასკვნების გაკეთების უნარზე, სამაგიეროდ არ მოქმედებს მომავალი მუსიკოსის პროფესიონალიზმზე. ანუ გამოვა თუ არა ბავშვისგან წარმატებული და ნიჭიერი მუსიკოსი, ამას მუსიკის ადრე შესწავლა "ვერ უშველის".

ასე რომ, ასწავლეთ ბავშვს დაკვრა 5-8 წლის ასაკში, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა
ამის ნიჭი. საამისოდ მოყვარული მასწავლებელიც გამოგადგებათ. ხოლო თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვს აშკარად საინტერესო მონაცემები აქვს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვანეთ მუსიკალურ სასწავლებელში.
13831
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
lia
0
საინტერესო სტატიაა ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს და ატაროს ბაშვი მუსიკაზე.
21:21 / 27-09-2014
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```