ნუ გააკეთებთ არჩევანს შვილის მაგივრად - ამით მის ფსიქიკას ემუქრებით
ნუ გააკეთებთ არჩევანს შვილის მაგივრად - ამით მის ფსიქიკას ემუქრებით
შობლები ხშირად აიდეალებენ თავიანთ შვილს, ოცნებობენ ნათელ და აუცილებლად წარმატებულ მომავალზე. მისი ბედის დაგეგმვას ლამის დაბადებიდან იწყებენ. რაც მეტად იზრდება ბავშვი, მით უფრო მატულობს მშობლების ამბიციები.
ბავშვის უცილობელი და ყოველმხრივი წარმატებისკენ დაუცხრომელი სწრაფვის საწყისები თვით მშობლების ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. როცა დედა ან მამა პატარები იყვნენ, ოცნებობდნენ ვირტუოზ მუსიკოსობაზე, კოსმონავტობაზე ან გამომგონებლობაზე. თუმცა სამწუხაროდ, ბავშვური ოცნებები არ აუხდათ. ან კიდევ, სურდათ ბევრი რამ, ბევრ წრეზე სიარული, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს
ვერ მოახერხეს. ახლა კი, როცა წამოიზარდნენ, მშობლები ცდილობენ, თავიანთი არარეალიზებული ოცნებები შვილების მეშვეობით განახორციელონ. თუ დედა ბავშვობაში ფორტეპიანოზე დაკვრაზე ოცნებობდა, აუცილებლად ატარებს ბავშვს მუსიკალურ სკოლაში. მით უმეტეს, თუ ეს მოდურიც არის.
აიძულებს ბავშვს შეისწავლოს გამები და სერიოზულად შთააგონებს, რომ ოდესმე აუცილებლად დიდი მუსიკოსი გახდება. შესაძლოა, ამ დროს ვერც კი ხვდებოდეს, რომ მის შვილს მუსიკა საერთოდ არ მოსწონს, ან დედის ძალდატანების წყალობით შესძულდა. სულაც, ხატვა უნდა, მაგრამ არავის სურს ამის გაგონებაც კი. თუ დააკვირდებიან, დაინახავენ, რომ მას სხვა, თავისი ნიჭი აქვს სხვა სფეროებში, მაგრამ თავიანთ აკვიატებულ აზრებში გახლართულ მშობლებს ამის დანახვაც არ უნდათ.
დროთა განმავლობაში ამას ის შედეგი მოაქვს, რომ ბავშვი პასიური ხდება, უინიციატივო.
მშობლები მის ნაცვლად წყვეტენ, ვის ემეგობროს, ვინ დაპატიჟოს სტუმრად, რომელი გამოცდები ჩააბაროს და რა პროფესია აირჩიოს - შესაბამისად, მას სრულიად უკარგავენ ინდივიდუალურობას და დამოუკიდებლობას.
რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მეტი ზიანი ადგება მის ფსიქიკას. მით უმეტეს, თუ მას ბევრ წრეზე დაატარებენ და სინამდვილეში აქედან არც ერთიც არ მოსწონს. გარდა იმისა, რომ ელემენტარულად იღლება, ემოციურადაც ვერანაირ კმაყოფილებას ვერ იღებს. ხდება ნერვიული, ჩაკწტილი, ზოგიერთს ენურეზიც კი უვითარდება (შარდის გაპარვა). სკოლაშიც უინიციატივონი ხდებიან, სწავლა აღარ აღელვებთ, ხშირად ავადმყოფობენ. თუ გარდატეხის ასაკში არიან, იწყებენ ამბოხებას, სკოლის ან წრეების გაცდენას - ერთი სიტყვით, კარგი არაფერი მოსდევს ამას. არადა, ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დადებითი ემოციები, სიხარული, საკუთარი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით ტკბობა - ჩვენ მას ბავშვობას ვართმევთ.
რას ურჩევენ ამ დროს ფსიქოლოგები მშობლებს? პირველ რიგში, საკუთარი ქცევები გააანალიზონ, იქნებ მეტისმეტი მოსდით, ობიექტურად დაფიქრდნენ, რამდენად აქვს ბავშვს იმის ნიჭი, რასაც აკეთებინებენ და რამდენად მოსწონს. გულწრფელად დაელაპარაკეთ, გაიგეთ, რა სურს, რა მიმართულებები მოსწონს. რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად ბავშვების ინტერესები ხშირად იცვლება, ეს ნორმალურია. მთავარია, რომ ესა თუ ის საქმიანობა მისი არჩევანი იყოს, და არა მხოლოდ თქვენი. დაეხმარეთ, მხარი დაუჭირეთ თავის მისწრაფებებში - თუ ეს მისი მოწოდებაა, ამასაც მიხვდებით, თუ არადა, მოისურვილებს, ინტერესს დაკარგავს და ახლა სხვა სამქიანობაზე გადავა. ესეც სავსებით ნორმალური რამაა და ბავშვის ზრდისა და განვითარების უცილობელი პროცესი. ფეხი აუწყვეთ მის სურვილებს, ემოციებს, მის ფიქრებს და იყავით მისი მეგობარი და არა მონათმფლობელი ან დამპყრობელი.

15194
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?