ბავშვები, რომლებიც კალმებს ღრღნიან - რისი ნიშანია და როგორ გადავაჩვიოთ
ბავშვები, რომლებიც კალმებს ღრღნიან - რისი ნიშანია და როგორ გადავაჩვიოთ
ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ ბავშვები ფანქრის ან კალმის ბოლოს ღრღნიან. ეს ჩვევა ძირითადად სასკოლო პერიოდში ჩნდება და მოგვიანებით თავისით გადის, მაგრამ ხშირად მთელი სიცოცხლე ჩვევად რჩება ადამიანს. ამიტომ მის "მოსაშლელად" გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო და აი, რატომ: ერთი შეხედვით ეს უწყინარი ჩვევა საკმაო რისკებს შეიცავს. ბავშვი ისევე გაუცნიბიერებლად ჩაიდებს პირში სხვის კალამსაც, როგორც თავისას. კიდევ უარესია ამის ჩადენა მოზრდილობაში - ბანკიდან დაწყებული ნებისმიერი ოფისით დამთავრებული ხომ ყველგან საერთო კალმით გიწევთ ხელის მოწერა ან ბლანკის შევსება... და ერთი წუთით წარმოიდგინეთ ამ
კალმის ბოლო თქვენი ზრდასრული შვილის პირში...
საიდან მოდის ეს საშინელი ჩვევა?

მიზეზი პირველი: გულმოდგინება, ყურადღების მოკრება
მშვიდი, ყურადღებიანი და პასუხისმგებლობით აღსავსე ბავშვები ზედმეტი გულმოდგინებისგან იქცევიან ასე. რაც მთავარია, ასე აგრძელებენ სახლშიც დავალების შესრულების დროს. ასეთ ბავშვებს კლამის ღრღნის ჩვევა ძალიან გამოკვეთილი არ აქვთ. ანუ სასწავლო ნივთებს კბილების კვალი ეტყობათ, მაგრამ შეჭმულს ვერ დაარქმევთ. თუ ამ დროს კალამს წაართმევთ, ბავშვი ტუჩების ან ლოყის შიდა ნაწილის კვნეტაზე გადავა. თუ შეატყობთ, რომ ჩვევის გარეშე გაძლება უჭირს, ისეთი კალამი ან ფანქარი შეარჩიეთ, რომლის პირში ჩადება და ღრღნა მოუხერხებელია. მაგალითად, ბუმბულის დაბოლოებით, ან წვეტიანი, დაკბილული ბოლოთი.

მიზეზი მეორე:
ნერვიულობა

ასე მაშინ ხდება, როცა გაკვეთილი ან სასწავლო დაწესებულება ბავშვისთვის სტრესის შემქმნელია. ნერვიულობს, რომ დავალებას თავს ვერ გაართმევს, ეშინია, რომ ეჩხუბებიან, გალანძღავენ. სწორედ ამ დროს არის, რომ კალამი ფაქტობრივად, შეჭმულია. სხვა ნიშნები, რომლებიც ამ მიზეზის არსებობას ადასტურებენ, გახლავთ საერთო აღგზნებადობა, ყურადღების დაბალი კონცენტრაციის უნარი, დარღვეული ქცევა და დაბალი მოსწრება. პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, როცა ბავშვი შინ არის და ირგვლივ მშვიდი ატმოსფეროა, გაცხოველებული ღრღნის მოთხოვნილება აღარ აქვს. თუ დაძაბულობისას კალამს წავართმევთ, მისი ქცევა ფრჩხილების კვნეტით გაგრძელდება. შეიძლება სხვა სასკოლო ნივთებსაც "გაკრას კბილი", რისი მაგალითებიც უამრავია. ამ ჩვევის ძალით აკრძალვას შესაძლოა ნერვული ტიკებიც დაერთოს, ამიტომ უხეში ჩარევა არ ღირს. ამ დროს საუკეთესო გამოსავალია, რომ სპეციალისტს მიმართოთ - ნევროლოგს ან ბავშვთა ფსიქოლოგს.

მიზეზი მესამე - მოწყენილობა

ამავე მიზეზით შეიძლება წიგნების ყდებზე, რვეულების "მინდვრებზე" ხატოს, ბუზები ითვალოს ან... უბრალოდ, რაღაც უნდა აკეთოს. ასეთი "ღრღნა" მხოლოდ სწავლას არ უკავშირდება, ეს შეიძლება სახლში, სულაც ტელევიზორის ყურებისას გაიმეოროს. ამ შემთხვევაში გადაჩვევა არ გაგიჭირდებათ, მთავარია, უხეშად არ მოგივიდეთ - არავითარი ყვირილი და ძალდატანება. ამას ჯობს რამე ისტორია მოიფიქროთ, ერთ გოგონაზე (ან ბიჭზე), რომელიც კალამს ჭამდა და ამის გამო... რამე დაემართა... შედარებით ჯიუტებისთვის უფრო რადიკალური მეთოდი შეარჩიეთ - კალმის ან ფანქრის ბოლოზე მწარე გემოს საცხი წაუსვით (ეს მეთოდი ფრჩხილების მკვნეტელებისთვისაც გამოდგება).

ხშიად ბავშვი თავად ვერ აცნობიერებს, რომ პირში რაღაც ჩაიდო. თუ მას "გამოვაფხიზლებთ", თანდათან უარს იტყვის ამ ჩვევაზე. მაგალითად თუ გაუაზრებლად პირში გაქანებულ კალამის ბოლოს ბამბა, ქაღალდი ან წებოვანი ზედაპირი "დახვდება", პატარა "მღრღნელი" გამოფხიზლდება და იძულებული გახდება ქცევა გააკონტროლოს.
კიდევ ერთი მომენტი: აკონტროლეთ მოსწავლის კვება - მაძღარ კუჭზე პირში რაიმეს ჩადების სურვილი უფრო ძნელად აღმოცენდება.

იხილეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვი ფრჩხილებს იკვნეტს
6080
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მშობელი
0
გავოცდი ისე ზუსტად არის აღწერილი ბავშვის ქცევები და ამ ქცევების მიზეზებიც ისე კარგადაა ახსნილი და რაც მთავარია პრობლემის მოგვარების გზებიცაა მოცემული. აუცილებლად გავითვალისწინებ და იმედი მაქვს მოვაგვარე ჩემი შვილის პრობლემას უნებლიეთ ყველაფერი პირში რომ მიაქვს, რაც მოყვება ხელში: კალამი, ფანქარი, ხელები, ჯემპრის ელვა შესაკრავიც კი და ასე შემდეგ, ეს საკმაოდ გრძელი სიაა. მოკლედ გამოფხიზლება ჭირდება მას ნამდვილად. მადლობა, სტატიისათვის!
11:12 / 03-02-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```