რა ფაქტორები უშლის ბავშვს ხელს, გახდეს ლიდერი
რა ფაქტორები უშლის ბავშვს ხელს, გახდეს ლიდერი
  • ჩვენ არ ვაძლევთ ბავშვს გარისკვის საშუალებას. გამუდმებით ვფიქრობთ, რომ მსოფლიო სავსეა საფთხეებით. ეს შიში გვაიძულებს, ჩვენს შვილებს დაგადამეტებული მზრუნველობით მოვექცეთ. ბავშვები, რომელთაც არ აქვთ ეზოში თამაშის და „მუხლების გადატყავების“ საშუალება, მოზრდილ ასაკში ფობიებით არიან შეპყრობილნი. ბავშვი უნდა ეცემოდეს მანამ, სანამ მიხვდება, რომ ეს ნორმალურია. და თუ მოზრდილები გამოვრიცხავთ ბავშვის ცხოვრებიდან რისკს, ეს გამოიწვევს დაბალ თვითშეფასებას.
  • ჩვენ ძალიან ჩქარა მივდივართ საშველად. ახლანდელ თაობას არ აქვს განვითარებული უნარები, რომლებიც ჰქონდათ მათ თანატოლებს ორი ათეული წლის წინ. ამის მიზეზი არიან მშობლები, რომლებიც ნებისმიერ
    პრობლემას თვითონ წყვეტენ. ბავშვებმა არ იციან, თუ როგორ გამოვიდნენ ამა თუ იმ სიტუაციიდან და გადაჭრან პრობლემა მშობლის დახმარების გარეშე. აღზრდის ასეთი მეთოდი ეწინააღმდეგება ბავშვის ლიდერად ჩამოყალიბებას.
  • ბავშვები ძალიან მალე იღებენ შექებას. მიაქციეთ ყურადღება დღევანდელ სპორტულ სექციებს. იქ მხოლოდ “გამარჯვებულები“ არიან. ყოველი ბავშვი თავს თვლის გამორჩეულად. დროთა განმავლობაში ისინი თვითონ ხვდებიან, რომ მხოლოდ მათი მშობლები მიიჩნევენ მათ უნიკალურებად და ნიჭიერებად. ბავშვები არ არიან მზად სირთულეებისთვის.
  • ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვენს შეცდომებზე. მოუყევით თქვენს წარუმატებლობაზე თქვენს შვილებს. ბავშვები უნდა იყვნენ მზად უსიამოვნებებისთვის და შეეძლოთ, პასუხისმგებლობა აიღონ ჩადენილ საქციელზე.
  • ჩვენ, მშობლებმა უნდა შევუქმნათ მოდელი ცხოვრებისეული გზის და დავეხმაროთ ჩვენს
    შვილებს გახდნენ პიროვნებები. გახსოვდეთ, რომ შვილები თვალს ადევნებენ თქვენს ცხოვრებას და თუ თქვენ არ ემორჩილებით ამა თუ იმ წესს, ბავშვებიც იფიქრებენ, რომ მათთვისაც დაშვებულია ეს.
  • არ განუვითაროთ დანაშაულის გრძნობა. თუ ყოველთვის და ყველაფერში მას დაადანაშაულებთ, თქვენი წნევისა და ცუდი განწყობის ჩათვლით, მას დამნაშავის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდება და საკუთარ თავში ჩაიკეტება.
  • არ არის საჭირო, რომ ბავშვი გაღმერთებდეთ და მთლიანად თქვენზე იყოს დამოკიდებული. მეტად მიაჩვიეთ დამოუკიდებლობას, თორემ მერე თავადვე ინანებთ ამას.
  • მიაჩვიეთ სიტყვებს: „ახლა არა“, „ არა“, რათა მან იბრძოლოს იმისთვის, რაც არ აქვს. კარგად დაფიქრდით, სანამ კარგი საქციელისთვის სათამაშოთი დააჯილდოვებთ. თუ თქვენი ურთიერთობა მატერიალურ საფუძველზე იქნება აგებული, ეს ჩაუკლავს ბავშვს მოტივაციას და უანგარო სიყვარულს.

მოამზადა სალომე გორგოშიძემ
13305
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
1
პირველ პუნქტში ნახსენები მუხლების გადატყავებას რაც შეეხება ანაერობული ინფექციის შესახებ ალბათ ავტორს არ სმენია და არც გადარეული მამა უნახავს ინფექციურ საავადმყოფოში რომლის შვილმაც ფეხბურთის თამაშის დროს გადაიტყავა მუხლი და ყველაფერი ცუდად დასრულდა.... ეს არ ნიშნავს რომ ანაერობული ინფექცია ყველას შეიძება დაემართოს მაგრამ გამორიცხულიც არაა.... სამყარო რომ საფრთხეებისგან შედგება ეს ირემმაც კი იცის და პირველად თავის ნაშიერს საფრთხეებს ასწავლის... აი შინაური ცხოველები კი ვერ ასწავლიან საფრთხეებს თავოიანთ ნაშიერებს აბა თუ მიხვდებით რატომ? გავაგრძელოთ კითხვა :)
15:46 / 11-11-2014
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```