რა უშლის ბავშვს ხელს, გახდეს ლიდერი
რა უშლის ბავშვს ხელს, გახდეს ლიდერი
  • ჩვენ არ ვაძლევთ ბავშვს გარისკვის საშუალებას. გამუდმებით ვფიქრობთ, რომ მსოფლიო სავსეა საფთხეებით. ეს შიში გვაიძულებს, ჩვენს შვილებს დაგადამეტებული მზრუნველობით მოვექცეთ. ბავშვები, რომელთაც არ აქვთ ეზოში თამაშის და „მუხლების გადატყავების“ საშუალება, მოზრდილ ასაკში ფობიებით არიან შეპყრობილნი. ბავშვი უნდა ეცემოდეს მანამ, სანამ მიხვდება, რომ ეს ნორმალურია. და თუ მოზრდილები გამოვრიცხავთ ბავშვის ცხოვრებიდან რისკს, ეს გამოიწვევს დაბალ თვითშეფასებას.
  • ჩვენ ძალიან ჩქარა მივდივართ საშველად. ახლანდელ თაობას არ აქვს განვითარებული უნარები, რომლებიც ჰქონდათ მათ თანატოლებს ორი ათეული წლის წინ. ამის მიზეზი არიან მშობლები, რომლებიც ნებისმიერ
    პრობლემას თვითონ წყვეტენ. ბავშვებმა არ იციან, თუ როგორ გამოვიდნენ ამა თუ იმ სიტუაციიდან და გადაჭრან პრობლემა მშობლის დახმარების გარეშე. აღზრდის ასეთი მეთოდი ეწინააღმდეგება ბავშვის ლიდერად ჩამოყალიბებას.
  • ბავშვები ძალიან მალე იღებენ შექებას. მიაქციეთ ყურადღება დღევანდელ სპორტულ სექციებს. იქ მხოლოდ “გამარჯვებულები“ არიან. ყოველი ბავშვი თავს თვლის გამორჩეულად. დროთა განმავლობაში ისინი თვითონ ხვდებიან, რომ მხოლოდ მათი მშობლები მიიჩნევენ მათ უნიკალურებად და ნიჭიერებად. ბავშვები არ არიან მზად სირთულეებისთვის.
  • ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვენს შეცდომებზე. მოუყევით თქვენს წარუმატებლობაზე თქვენს შვილებს. ბავშვები უნდა იყვნენ მზად უსიამოვნებებისთვის და შეეძლოთ, პასუხისმგებლობა აიღონ ჩადენილ საქციელზე.
  • ჩვენ, მშობლებმა უნდა შევუქმნათ მოდელი ცხოვრებისეული გზის და დავეხმაროთ ჩვენს შვილებს გახდნენ პიროვნებები. გახსოვდეთ, რომ შვილები თვალს ადევნებენ
    თქვენს ცხოვრებას და თუ თქვენ არ ემორჩილებით ამა თუ იმ წესს, ბავშვებიც იფიქრებენ, რომ მათთვისაც დაშვებულია ეს.
  • არ განუვითაროთ დანაშაულის გრძნობა. თუ ყოველთვის და ყველაფერში მას დაადანაშაულებთ, თქვენი თავის ტკივილისა და დეპრესიის ჩათვლით, მას დამნაშავის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდება და საკუთარ თავში ჩაიკეტება.
  • არ არის საჭირო, რომ ბავშვი გაღმერთებდეთ და მთლიანად თქვენზე იყოს დამოკიდებული. მეტად მიაჩვიეთ დამოუკიდებლობას, თორემ მერე თავადვე ინანებთ ამას.
  • მიაჩვიეთ სიტყვებს: „ახლა არა“, „ არა“, რათა მან იბრძოლოს იმისთვის, რაც არ აქვს. კარგად დაფიქრდით, სანამ კარგი საქციელისთვის სათამაშოთი დააჯილდოვებთ. თუ თქვენი ურთიერთობა მატერიალურ საფუძველზე იქნება აგებული, ეს ჩაუკლავს ბავშვს მოტივაციას და უანგარო სიყვარულს.


15758
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები