"მშობლები ხშირად ვერ მპასუხობენ კითხვაზე, რა აინტერესებს მის შვილს... სინამდვილეში აინტერესებს, მაგრამ არა ის, რასაც სკოლა სთავაზობს"
"მშობლები ხშირად ვერ მპასუხობენ კითხვაზე, რა აინტერესებს მის შვილს... სინამდვილეში აინტერესებს, მაგრამ არა ის, რასაც სკოლა სთავაზობს"
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ გამართულ ვებინარზე მშობლების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა გადაჭარბებული პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეებს - მათ, ვინც ყველანაირ ბავშვურ გასართობზე უარს იყტვის მეცადინეობის გამო. როცა ბავშვი ყველანაირ სიამოვნებაზე ამბობს უარს, თამაშზე, მეგობრებთან ერთად წასვლაზე, საყვარელი ფილმის ყურებაზე, ოღონდაც გაკვეთილები სრულყოფილად მოამზადოს და ყველაფერი მოასწროს. არ შეუძლია სკოლაში ისე მისვლა, რომ რომელიმე საგანი მოუმზადებელი დარჩეს. ალბათ ბევრი მშობელი იფიქრებს, რომ რა პრობლემა უნდა ჰქონდეს ასეთი ბავშვის დედას. სინამდვილეში რამდენად ჯანსაღია ასეთი ქცევა და არის თუ არა ზედმეტი
სიბეჯითე პრობლემა?
თამარ გაგოშიძე:
„ძალიან დიდი პრობლემაა, რომელიც ბავშვში ძლიერ შფოთვას იწვევს. ასეთი ბავშვები სპეციალისტებთან ზედმეტი სწავლის გამო არ მიჰყავთ, ისინი სპეციალისტებთან ხვდებიან იმის გამო, რომ აქვთ შიშები, უძილობა, შფოთვა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის ბევრი სხვა გამოვლინება. ბოლოს აღმოჩნდება, რომ ბავშვი იმაზე ღელავს, რათა საყვარელი ადამიანების თვალში იყოს საუკეთესო. ეს შეიძლება სულაც არ იყო ოჯახურ სიტუაციაზე დამოკიდებული და ხასიათობრივად ასეთი ტიპის იყოს ბავშვი. ეს არის ბავშვთა კატეგორია, რომელსაც მშობელმა ხშირად უნდა შეახსენოს, რომ მისი მიღწევების გარეშეც ყველას ეყვარება. თუ სხვას სჭირდება მითითება, რომ ესა თუ ის მოვალეობა შეასრულოს, ასეთ ბავშვს პირიქით, უნდა ვუთხრათ ასეთი ტექსტები: „როგორც შეძლებ, ისე გააკეთე“, „რასაც მოასწრებ, ის იმეცადინე“ - მათ
სჭირდება ამის ხშირად გამეორება. საბოლოოდ გაითავისებენ და დაიჯერებენ, რომ მხოლოდ კარგი ქცევის გამო არ უყვართ. არადა სწორედ ასე ჰქონიათ, რომ თუ საუკეთესოები არ იქნებიან, არ უყვარებათ და ახლობლებს იმედს გაუცრუებენ“.
თამარ გაგოშიძემ იქვე მეორე უკიდურესობაზე ისაუბრა - ბავშვზე, რომელსაც სკოლაში არცერთი საგანი არ მოსწონს და არ აინტერესებს.
mshoblebi
„ძლიან ხშირად ასეთი ჩივილის მქონე მშობლები ვერ მპასუხობენ კითხვაზე, რა აინტერესებს მის შვილს. ფიქრობენ, რომ არაფერი. საბოლოოდ კი ირკვევა ხოლმე, რომ რაღაცები აინტერესებთ ამ ბავშვებს. „ვერ დავაინტერესე სკოლაში ვერც ერთი საგნით“, ნიშნავს რომ მოტივაცია და ჩართულობა არ აქვს ბავშვს სასკოლო პროცესში. არ არსებობს ბავშვი, რომელსაც რაიმე ინტერესი მაინც არა აქვს. ამიტომ მშობელმა და მასწავლებელმა ერთობლივად უნდა იპოვონ ის. მე არ მინახავს ბავშვი, რომელსაც რაიმე ინტერესი არ ჰქონდეს და რომლის ჩათრევაც რაიმე აქტივობაში არ შეიძლებოდეს. უბრალოდ, მარტივად არ ჩანს მისი ინტერესები, იმ ზოგადი ფორმით, რა ფორმითაც სკოლა სთავაზობს, არ აინტერესებს. მაგრამ სხვა რაღაცები ხომ აინტერესებს და ეს უნდა გავარკვიოთ, რათა მერე მოხდეს შერწყმა იმისი, რაც აინტერესებს იმასთან, რაც არ აინტერესებს. პედაგოგიკა სინამდვილეში სწორედ ესაა“ - ამბობს თამარ გაგოშიძე. 
იხილეთ ვებინარი სრულად

648
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი