"მასწავლებლის ერთ შენიშვნაზეც ცრემლად იღვრება" - როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ ყველა წვრილმანზე არ ინერვიულოს
"მასწავლებლის ერთ შენიშვნაზეც ცრემლად იღვრება" -  როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ ყველა წვრილმანზე არ ინერვიულოს
არსებობენ მეტისმეტად მგრძნობიარე ბავშვები, რომლებიც ძალიან განიცდიან ნებისმიერ წარუმატებლობას. მაგალითად, მასწავლებლის ერთი შენიშვნა, კრიტიკა შეიძლება ცხრემლების ღვრის საბაბად იქცეს. რა თქმა უნდა, ასეთი ბავშვების მშობლები ძალიან ღელავენ, რომ მათი შვილი ყველა წვრილმანის გამო სტრესის ქვეშ ექცევა.

როგორ დავეხმაროთ ასეთ ბავშვებს?
გაითვალისწონეთ, თუ ბავშვი ძირთადად ცუდი ნიშნის ან მასწავლებლის შენიშვნებზე რეაგირებს ასე მძაფრად, მისი ცრემლების მიზეზი სინამდვილეში ნიშანი კი არა, მშობლის მოსალოდნელი რეაქციაა. ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, როცა არც ისე კარგ ნიშანს მიიღებს. სჯობს გაარკვიოთ დაბალი ნიშნების მიზეზი და უკეთ სწავლაში
დაეხმაროთ.
ხელი შეუწყვეთ მასში დისციპლინის და ორგანიზებულობის უნარს. ორივე მათგანი მას ზრდასრულ ცხოვრებაშიც ძალიან კარგ სამსახურს გაუწევს.
დაეხმარეთ ბავშვს ჩაებას ისეთ წრეზე, რაც მას სიამოვნებას მიანიჭებს და ახალ ინტერესებს გაუჩენს, სადაც გაბედულად დაუშვებს შეცდომებს და ზედმეტი მღელვარების მიზეზი არ აქნება.

რა უნდა ქნას მშობელმა, რომლის შვილიც ხშირად ნერვიულობს წვრილმანების გამო:
  1. გაითვალისწინეთ ბავშვის ტემპერამენტი. ქოლერიკი ერთ მშვენიერ დღეს ვერ გადაიქცევა ფლეგმატიკად და პირიქით.
  2. პირველ რიგში თავად გააცნობიერეთ, რა არის თქვენთვის და თქვენი შვილისთვის პირველხარისხოვანი. თქვენი ემოციები გადამწყვეტია ბავშვის განწყობისთვის.
  3. ყოველთვის მხარი დაუჭირეთ, აგრძნობინეთ, რომ წარუმატებლობა უბედურება არ არის.
  4. აუცილებლად დაეხმარეთ გამოუმუშავდეს პასუხისმგებლობის და ორგანიზებულობის უნარი.
  5. გიყვარდეთ ყველაზე უარესი წარუმატებლობის დროსაც, უფრო სწორად, კი გიყვართ ამ დროს, მაგრამ მასაც აგრძნობინეთ
    ეს.


786
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები