8 მეთოდი, როგორ უნდა დაეხმაროთ ბავშვს წარმატების მიღწევაში
8 მეთოდი, როგორ უნდა დაეხმაროთ ბავშვს წარმატების მიღწევაში
1. ასწავლეთ საკუთარი ნივთების პატივისცემა
თავისი ნივთები უნდა უყვარდეს, უფრთხილდებოდეს და აფასებდეს. უნდა ესმოდეს, რომ საკუთარი ყოველთვის ჯობია სხვისას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვისი ნივთები დააზიანოს.

2. არასოდეს არაფერი გააკეთოთ შვილის მაგივრად

ბავშვი სამყაროს მცდელობებითა და შეცდომით ეცნობა. მისი მზადყოფნა, რომ რაღაც თავისით გააკეთოს, საბოლოოდ წარმატებასთან მიიყვანს. სწავლობს გამარჯვებასა და მარცხს, საქმის დაწყებას და დასრულებას, შეცდომის დაშვებას და მის გამოსწორებას. ეს ბრძოლა ბავშვს თანდათან ასწავლის, როგორ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება საჭირო დროს. ეს კი წარმარმატების ერთერთი მთავარი წინაპირობაა.

3.
გააიოლეთ ბავშვის დღის განრიგი, რათა საკუთარი ინტერესებისთვის მეტი დრო დარჩეს

ბავშვი ძალიან დაკავებულია სკოლაში... იმდენად, რომ აღარ სცალია იმაზე საფიქრალად, რა აინტერესებს სინამდვილეში. ინგლისური, ცეკვა, სპორტი, სკოლა - თავისთავად... აუცილებლად გამოუძებნეთ დრო პირადი სივრცისთვის. თუნდაც კვირაში
4 საათი, მთავარია ეს დრო გამოყოთ.

4. შეიყოლიეთ ოჯახურ საუბრებში, რათა ყოველთვის ოჯახის ნაწილად გრძნობდეს თავს. თუ რაიმე გადაწყვეტილებაზე მსჯელობთ, აზრი მასაც ჰკითხეთ.
უნდა იცოდეს, რომ მისი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია. თანაც პასუხისმგებლობას იგრძნობს, რომ ოჯახის გადაწყვეტილება, სწორი გამოდგება ის თუ მცდარი, მისი "ბრალიცაა". გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღების უნარი მას წარმატებისთვის ძალიან გამოადგება.

5. მიეცით შეცდომის უფლება
წარმატებისკენ პირველი
ნაბიჯები დამოუკიდებლად, თავისუფლად უნდა გადადგას. როგორც იტყვიან, "დაშვებისთვის" საკუთარი მიწა სჭირდება ფეხქვეშ, თავისი ჰაერი, თავისი პირველი მარცხი, რათა გამარჯვების გემო უკეთ გაიგოს.

6. მიეცით რისკის საშუალება
ბავშვებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ცხოვრებაში ჩარჩოები არ არის. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ საზღვრებს ჩვენ ვუწესებთ, არ გვინდა, რომ "თავიანთ ჭკუაზე" გადაწყვიტონ რამე. ისეთ ჩარჩოში ნუ მოაქცევთ, რომ გამარჯვებას გემო ვერ გაუგონ.

7. თავად უნდა გააკეთონ ის, რაც ვასწავლეთ
შვილისთვის მაგალითი უნდა გახდეთ. თქვენი სიტყვა მხოლოდ ხმა არ უნდა იყოს. თქვენი სიტყვები მუდმივად გავლენას უნდა ახდენდეს მასზე. ამიტომ კარგად მოზომეთ სიტყვებიც და ემოციებიც.

8. ასწავლეთ, რომ წაგება საშიში არ არის
გზადაგზა უნდა ჩააგონოთ, რომ წაგება ყოველთვის მოგებისთვის გამოიყენოს. აუხსენით, რომ წაუგებლად ნამდვილი გამარჯვება არ მოდის. ნურც ზედმეტად შეაქებთ და ნურც წაახალისებთ, თუ ამისი საჭიროება არ არის. ცხოვრებაში თავზე ხელს არავინ გადაუსვამს და ამისთვის ჯობს აქედანვე მზად იყოს.
6993
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნინო
0
მადლობა უღრმესი
15:41 / 28-12-2014
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```