მუშაობის ალგორითმი:
• თქვენ თვითონ ხმამაღლა კითხულობთ ტექსტს;
• შემდეგ ბავშვი კითხულობს გამოთქმით;
• აუცილებლად ეძებთ ტექსტში უცხო სიტყვებს და უხსნით მათ მნიშვნელობას;
• აჩვენეთ ლექსის ავტორის პორტრეტი და მოუყევით რაიმე საინტერესო მისი ბიოგრაფიიდან;
• ყურაღება მიაქციეთ ილუსტრაციებს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა წაიკითხეთ ლექსი;
ასეთი მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ გადადით ლექსის შესწავლაზე.
ვუყურებ და ვიმახსოვრებ
არის დამახსოვრების რამდენიმე მეთოდი და ყოველი მათგანი დამყარებულია კონკრეტული ბავშვის მეხსიერებაზე. ფურცელზე ნახატის სახით გადაიტანეთ ის, რაზეც საუბარია ტექსტში. შექმენით ერთგვარი გეგმა-ნახატი. როდესაც მიხვდებით, რომ "პროცესი კარგად მიდის" , მოაშორეთ ნახატი. ეს მეთოდი კარგად ეხმარება ბავშვებს ,რომლებსაც განვითარებული აქვთ მხედველობითი მეხსიერება.
ვმოძრაობ და ვიმახსოვრებ
მოსამზადებელი სამუშაოს შემდეგ ბავშვს შესთავაზეთ აიღოს დიდი თოკი და უთხარით ტექსტის წაკითხვის დროს რიტმულად დაახვიოს გორგალი. შემდეგ გახსნას ასევე რიტმულად სტროფიდან სტროფამდე. როდესაც
ვისმენ და ვიმახსოვრებ
ჯერ კითხულობთ თქვენ პატარა მონაკვეთს და გისმენთ ბავშვი. შემდეგ იმეორებთ ერთად. ამის მერე ის მარტო კითხულობს და მერე ისევ თქვენ. ეს მეთოდი ოპტიმალურია მათთვის, ვისაც სმენითი მეხსიერება აქვს განვითარებული.
ვიაზრებ და ვიმახსოვრებ
ბავშვი კითხულობს პირველ სტროფებს, შემდეგ ჩერდება და თავისი სიტყვებით გადმოსცემს მომდევნო სტროფების შინაარსს. ეს მეთოდი ეხმარება ბავშვს დაამყაროს აზრობრივი კავშირი ტექსტის შინაარსთან.
გამოიყენეთ თითოეული ზემოთ აღწერილი მეთოდი და იმასაც მიხვდებით, როგორი სახის მეხსიერება აქვს წამყვანი თქვენს შვილს.