ეს პუნქტები მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოზარდისთვის პოპულარულმა ამერიკელმა მწერალმა ლინდსი მიდმა 10 წლამდე ბავშვის აღზრდის პროგრამა შეადგინა, რომელიც მშობლებში დიდი მოწონებით სარგებლობს. რა უნდა იცოდეს 10 წლამდე ასაკის ყველა ბავშვმა? ეს პუნქტები მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოზარდისთვის.
1. პატივისცემა
არ არსებობს ხალხი, რომელთა მიმართ უპატივცემულობა გამართლებულია.
2. აქტიურობა, მხიარულება
ეს ორი თვისება ნებისმიერი ბავშვისთვის ბუნებრივი და ჰარმონიულია. ნუ დაუშლით ბალიშებით ბრძოლას და ჟრიამულს, მეტიც - ერთად იმხიარულეთ.
3. უარი
უნდა შეეძლოს უარის მიღება და მასთან შეგუება.
4. ემოციები არ უნდა დაფაროს
ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ ყველა ადამიანი განიცდის ტკივილს, ტირის ან დარდიანია. არ ღირს ამ ყველაფრის გულში ჩაკვლა. ჯობია ისწავლოს საკუთარი დარდის გამოთქმა და გამოხატვა. დამალული ემოციები მავნებელია.
5. შეეძლოს საკუთარ თავზე ზრუნვა
უნდა აცნობიერებდეს, რომ გადაწყვეტილება არა სხვების მიბაძვით, არამედ საკუთარი ან ოჯახის ინტერესების გათვლისწინებით უნდა მიიღოს. ეს ჩვევა მას ბევრი სიავისგან დაიცავს.
6. წვრილმანების მიმართ ყურადღების გამოჩენა
ბავშვის ცხოვრებში უამრავი სასიხარულო მომენტია. ასწავლეთ, რომ ძვირფასი წუთები უნდა დააფასოს და დაიმახსოვროს.
7. გატაცება
ხელი შეუწყვეთ, რომ მისი გონება ყოველთვის მეტის გაგებისკენ, მეტის აღმოჩენისკენ იყოს მიმართული.
8. არსებობს დაუშვებელი რაღაცები
ზედმეტად ნუ გაანებივრებთ და ნურც უმადურობას მიაჩვევთ. ბავშვს მშვენიერი ოჯახი ჰყავს, სახლი აქვს და მოსიყვარულე მშობლები ახვევია გარს - ეს ბედნიერებაა და მასაც უნდა გააგებინოთ.
9. მშობლების სიყვარული
აუხსენით და დააჯერეთ, რომ როგორც არ უნდა ისწავლოს, კარგ ნიშანს მიიღებს თუ ცუდს, ქუჩაში იჩხუბებს თუ დედას გააბრაზებს, მშობლებს მაინც ეყვარებათ, ყოველ მიზეზგარეშე.
10. ზრდილობა
თუ 10 წლამდე ბავშვს ეს ფენომენი არ ესმის, მერე ძალიან დაგვიანებული იქნება. თვალყური ადევნეთ, ასერულებს თუ არა თქვენს დარიგეგბებს, მართლაც ისე თექცევა თუ არა უფროსებს.