ცნობილია, რომ ბავშვების რაც უფრო იზრდებიან, მით მეტად განიცდიან საკუთარი გარეგნობაში აღმოჩენილ ხარვეზებს. კვლევა ცხადყოფს, რომ 8 წლის ასაკისთვის როგორც გოგონები, ასევე ბიჭები უკვე ღელავენ რამდენად უხდებათ ჯინსი ან ესა თუ ის სამოსი. "ბავშვები
როგორ უნდა მივუთითოთ სწორ კვებაზე ისე, რომ მათი პრობლემური აღნაგობა არ ვახსენოთ?კვებითი ქცევის სპეციალისტი ავივა ბრაუნი მშბლებს ურჩევს საკვები ბავშვებს ორ კატეგორიად შესთავაზონ - ის, რაც ყოველდღე უნდა მიირთვან და რაც ხანდახან უნდა ჭამონ. ასე ჭამის პროცესი მისთვის გამარტივდება. მართალია, სულ ჩიპსით და ტკბილეულით არ უნდა იკვებინ, მაგრამ არც სრულად აკრძალვა ღირს.
ძალიან კარგად მოქმედებს დედის მაგალითი - თუ ბავშვი ხედავს, რომ დედა მუდმივად აკონტროლებს საკვებს და გარეგნობაზე ზრუნავს, იგივე ჩვევა მასაც უყალიბდება. ბალანსირებული კვება შვილს თავად უნდა ასწავლოთ. ამით მოზრდილობაში წონასთან დაკავშირებული პრბლემებისგან დაიცავთ.