როგორ წესი, განწყობის მიუხედავად, ბავშვი მაინც მიდი სკოლაში, მაგრამ ზოგჯერ დედ-მამამ ბავშვის სურვილი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს - შეიძლება თქვენი შვილი უბრალოდ, ავადმყოფობის პირველ ნიშნებს გრძნობს. როცა შეწუხებული გეხვეწებათ, რომ დღეს სკოლაში
ასევე დაგაინტერესებთ
თუ რომელი ეს ან გრიპის რაიმე სიმპტიმი შეატყვეთ, ნუ გაუშვებთ სკოლაში. დილის სუსხი სკოლისკენ მიმავალ გზაზე სასიკეთოდ ნამდვილად არ იმოქმედებს. თუ ცხვირგაჭედილი და ყელმტკივანი სკოლაში ივლის, გაცილებით გვიან გამოჯანმრთელდება.
ნიშნები, რაც გკარნახობთ, რომ ბავშვი შინ უნდა დარჩეს:
სხეულის ტემპერატურა 37 оС-ზე ზემოთ
თავის ტკივილი
გულისრევის შეგრძნება
ცხვირის გაჭედვა
ყელში კაწვრის შეგრძნება ან ტკვილი
ასევე არსებობს ფსიქოლოგიური მიზეზებიც. არაერთი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ სასკოლო პროგრამა საკმაოდ გადატვირთულია (რა თქმა უნდა, ეს იმ ბავშვებს ეხებათ, ვინც პატიოსნად მეცადინეობს და სისტემატურად ამზადებს გაკვეთილებს), ამიტომ ალგ-ალაგ სკოლის გაცდენა ზოგჯერ შეიძლება. თუმცა ეს დღე სრულფასოვანი დასვენებისთვის უნდა გამოიყენოთ, რათა გაცდენა გამართლებული იყოს.
დღეში 5-6 გაკვეთილი, ამას დამატებული სპორტი, ცეკვა ან კერძო გაკვეთილები, საშინაო დავალებები ვის არ დაქანცავს. სპეციალისტები გირჩევენ, რომ დაწყებითი კლასის ბავშვები დღეში 2,5 საათზე მეტს არ უნდა მეცადინეობდნენ. ამიტომ, სასურველია თავიდანვე გაითვალისწინოთ ბავშვის სასკოლო რეჟიმი და ისეთი დატვირთვა შეურჩიეთ, რომელიც მისთვის ასატანი იქნება. ამ შემთხვევაში სკოლის "ავარიული გაცდენები აღარ მოგიწევთ.