რა არ უნდა გამოეპაროს 3 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელს - ფსიქოლოგის აუცილებელი რჩევები
რა არ უნდა გამოეპაროს 3 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელს - ფსიქოლოგის აუცილებელი რჩევები
1 / 3
Next
ადრეული ინტერვენციის უფასო პროგრამა 7 წლამდე ბავშვებისთვის, ფსიქოლოგებისა და ნევროლოგების ჩართულობით, რომელზეც უნდა იცოდეთ
ბავშვის ადრეული განვითარება დიდ როლს თამაშობს მის მომავალ ცხოვრებაში. ამ დროს წარმოქმნილი პრობლემები, განვითარების უმნიშვნელო შეფერხებებიც კი განსაკუთრებულ კვლას ტოვებენ შემდგომ მთელ ცხოვრებაზე. რამდენად მნიშვნელოვანი პერიოდია ადრეული ასაკი ადამიანის ცხოვრებაში, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვი ასაკის შესაბამისად განვითარდეს, ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე ფსიქოლოგი მარიამ წკრიალაშვილი გვიპასუხებს.

- ადრეული ასაკი უმნიშვნელოვანესია ბავშვის მომავალი განვითარებისთვის. სწორედ ამ დროს ვითარდება თავის ტვინი ყველაზე სწრაფი ტემპით.
ადრეულ ასაკში, მაგალითად 0-3 წლამდე ბავშვები უფრო ადვილად და სწრაფად სწავლობენ და შეიცნობენ სამყაროს, ვიდრე შედარებით მაღალ ასაკში. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის ემოციური კავშირი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მის შემდგომ განვითარებაში, რადგან ეს არის შედარებით ხანგრძლივი კავშირი, სადაც მშობელი, აღმზრდელი ბავშვისთვის უმთავრესია, როგორც უნიკალური და შეუცვლელი პიროვნება. ემოციური კავშირის დროს ბავშვს მასთან სიახლოვის სურვილი აქვს. ასევე აუცილებელია, ბავშვს ჩვილობიდანვე ჰქონდეს ჯანსაღი მიჯაჭვულობა მშობელზე, რადგან ეს არის ემოციური კავშირის ქვესახეობა, სადაც ემოციურ ურთიერთობას თან ახლავს დაცულობის გრძნობა - როცა ბავშვი ვინმესთან არის მიჯაჭვული, მის გვერდით თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს. ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა არის
შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ის გამოვლინდება მიჯაჭვულობის ქცევაში. ანუ ეს ქცევა საშუალებას აძლევს ბავშვს, მოიპოვოს ან შეინარჩუნოს სიახლოვე ადამიანთან, რომელთანაც ის მიჯაჭვულია.

- განვითარების სტადიებზე რას გვეტყვით? რას უნდა დააკვირდეს მშობელი და როგორ უნდა მიხვდეს, რომ მისი შვილი სწორად ვითარდება?
- არსებობს განვითარების სფეროები. ესენია: მოტორული (მსხვილი და ნატიფი), კოგნიტური, მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარება, სოციალურ-ემოციური და თვითმოვლა. ყველა სფეროში განვითარებას თავისი ბუნებრივი კანონზომიერება აქვს, მაგალითად, დამოუკიდებლად დაჯდომამდე: მუცელზე წოლისას თავის დაჭერა, იდაყვებზე, შემდეგ კი ხელებზე დაყრდნობა უნდა შეძლოს. სიტყვის წარმოთქმამდე - ღუღუნისა და ტიტინის პერიოდი უნდა გაიაროს. წერის უნარისთვის - ჯღაბნის, ხატვის, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების გასმის და ა.შ. მშობელი თუ აქტიურადაა ჩართული ბავშვის სწორად აღზრდაში და ხელს უწყობს მის განვითარებას, აუცილებლად შეამჩნევს, თუ მისი შვილის განვითარება ასაკთან შესაბამისობაში არ მოდის. თუკი რაიმე ეჭვი გაგიჩნდებათ თქვენი შვილის განვითარებაში, უმჯობესია რეაგირება მოახდინოთ და არ გააკეთოთ შედარებები სხვა ბავშვებთან, ნუ მოუსმენთ მეზობლებისა თუ ნათესავების გამოცდილებებს და რჩევებს. აჯობებს გული დაიმშვიდოთ და სპეციალისტების დახმარებით დარწმუნდეთ ყველაფერში, ვინაიდან თქვენი შვილის მომავალი თქვენ ხელშია.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 3
Next
97929
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ქრისტი
2
განსაკუთრებით ბოლო მომეწონა!
20:03 / 10-12-2018
Salome
5
ხომარიცით რომელ კლინიკაშია ეს ფდიქოლოგი ?
10:48 / 23-03-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```