რატომ იჩემებენ ბავშვები სხვის ნივთებს, რატომ ჰგონიათ უცხო ნივთები თავისი? არ გიფიქრიათ, რატომ იჩემებენ ბავშვები სხვის ნივთებს, რატომ ჰგონიათ უცხო ნივთები თავისი? ბავშვური ლოგიკის გაგება რთულია, შესაბამისად მშობლებისთვისაც ხშირად ბევრი რამაა გაუგებარი. ამას შედეგად გაბრაზება და ტაკოზე მორტყმა მოსდევს. არადა, ბავშვები ყველაფერს საკუთარი გადმოსახედიდან ზომავენ, საკუთრების შესახებ მათ თავიანთი "კოდექსი" აქვთ და აი, როგორ ჟღერს ის:
1. თუ მომწონს, ესე იგი ჩემია.
2. თუ ხელში მიჭირავს, ესე იგი ჩემია.
3. თუ მისი აღება და წაღება შემიძლია, ესე იგი ჩემია.
4. თუ გუშინ ჩემი იყო, დღესაც ჩემია.
5. თუ ჩემია, ვეღარ გახდება შენი.
6 . რასაც ვაშენებ ან ვაკეთებ, ყველა დეტალი და ნაწილი ჩემია.
7. თუ ისეთი რამეა, რაც ჩემს სათამაშოს ჰგავს, ისიც ჩემია.
8. თუ პირველად დავინახე, ესე იგი ჩემია.
9. რაც თამაშისას ხელიდან გაგივარდება ან დაკარგავ, ჩემი გახდება.
10. რაც არ მჭირდება, არ მომწონს, უგემურია და გატეხილია, შენი იყოს.
ამიტომ სჭირდება ბავშვს ახსნა და განმარტება, რა დროს არის ნივთი თავისი, როგორ უნდა ათხოვოს სხვებს და გაუფრთხილდეს ნივთებს.