რას ნიშნავს ბავშვისთვის დედის "იავნანა"
რას ნიშნავს ბავშვისთვის დედის "იავნანა"
ბავშვისთვის ნამღერი "იავნანა" თუ სხვა სიმღერა, არა მხოლოდ საყვარელი შვილის დაძინების საშუალებაა (თანაც, საკმაოდ კარგი საშუალება), არამედ საუკეთესოა ბავშვის განვითარებისთვის და დედასთან მისი ურთიერთობისთვის. დედის ხმა, ასეთი ახლობელი, რბილი და ალერსიანი, მას აძლევს სითბოს, დაცულობის გრძნობას, რაც ასე აუცილებელია მისი მშვიდი ძილისთვის. როცა პატარას წყნარი სიმღერა ესმის, რომელსაც დედა უმღერის, იოლად მშვიდდება და მალე იძინებს. ამ დროს იმაზე სულ არ ფიქრობს, სუფთაა ეს ხმა და აქვს თუ არა მომღერალს კარგი სმენა, მთავარია - სიმღერაში სითბო, ალერსი და სიყვარული ჟღერდეს, რაც
გულიდან მოდის. თუ ფიქრობთ, რომ ხმა ან სმენა არ გაქვთ, ეს ნუ შეგაშინებთ, თქვენი იავნანა მისთვის საუკეთესო სიმღერა იქნება მაინც, ეს მისი დედის გულიდან და სულიდან მომავალი სიმფონიაა. დედის ხმაზე ტკბილი ბავშვისთვის არაფერია. თავდაპირველად, სანამ განვითარების სხვა ეტაპები მოდის, ბავშვი სწორედ დედის ნანიდან შეიცნობს სამყაროს: ის აძლევს საშუალებას ამ პატარა ქმნილებას, აითვისოს ენა, გაიფართოოს სამყაროს აღქმა, ავითარებს მეხსიერებასა და წარმოსახვას. იმაზე, თუ რა სიმღერებს უმღერის დედა, დამოკიდებულია შემდგომში მისი ხასიათი, ფიზიკური ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური სიმყარეც კი. გარდა ამისა, დედაზეც დადებითად, დამამშვიდებლად მოქმედებს მის მიერვე ბავშვისთვის ნამღერი "იავნანა".
უმღერეთ ბავშვს, ელაპარაკეთ მაშინაც კი, როცა ფიქრობთ, რომ ჯერ არ ესმის. მას ყოველთვის, მუცელშიც კი ესმის დედის ხმა.
რაც მეტ სითბოს გაიმეტებთ მისთვის, რაც მეტს მოეფერებით, მეტად უნანავებთ და მეტ საალერსო სიტყვას გაიგონებს თქვენგან, მით უფრო თავდაჯერებული, ლაღი, მშვიდი და განვითარებული ბავშვი გეყოლებათ. ბავშვს ყველაზე მეტად სწორედ დედასთან ურთიერთობა სჭირდება, დედაა მისთვის მთელი სამყარო, მანამ, სანამ დანარჩენ სამყაროს შეიცნობს. დაუთმეთ მას რაც შეიძლება მეტი დრო, მეტი სითბო, მეტი სიყვარული და მეტი მზრუნველობა - მასზე უკეთესი და მასზე ძვირფასი ხომ არავინ გყავთ?!

alt4 საუკეთესო იავნანა (+ვიდეო)

altრა არის სინამდვილეში "იავნანა" და როგორ უვლიდნენ ადრე ბავშვს, რომელსაც ბატონები ჰქონდა


12387
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები