როგორ უნდა აღზარდოთ გენიოსი - იაპონური მეთოდი
როგორ უნდა აღზარდოთ გენიოსი - იაპონური მეთოდი
პერიოდი ბავშვის დაბადებიდან 3 წლამდე მისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის ყველაზე პროდუქტიული პერიოდია - ამ დასკვნამდე მივიდა იაპონელი ინჟინერი და კომპანია Sony-ს დაფუძნებელი, მასარუ იბუკა, რომელმაც ბავშვის ადრეული განვითარების თემას არაერთი ნაშრომი მიუძღვნა.

მისი შეხედულებით, სწორედ 3 წლამდე პერიოდში ბავშვი საოცარი ტემპით ვითარდება: ტვინის უჯრედების 80%-ს შორის, რომლებიც ინტელექტზე არიან პასუხისმგებელნი, ნეირონული კავშირი მყარდება. ამ დროს ბავშვს ყველაფრის შესწავლა შეუძლია. იბუკას წიგნიდან "სამი წლის შემდეგ გვიანია" რამდენიმე საინტერესო თეზისს გთავაზობთ, რომლებიც მისი თქმით, გენიოსის აღზრდას ჩაუყრიან საფუძველს.

1. ოთახი, სადაც ახალშობილი გყავთ,
არც ცარიელი უნდა იყოს და არც სტერილური. კვლევამ დაადასტურა, რომ ბავშვები, რომლებიც ჭრელშპალერიან ოთახებსა და ხატულა ნივთებით სავსე ოთახებში დაიზარდნენ, სადაც მუსიკაც ხშირად ისმოდა, მინიმუმ, სამი თვით უსწრებდნენ ინტელექტის დონით მისი ასაკის პატარებს.
mshoblebi
2. ბავშვი ხშირად ატარეთ ხელით და საწოლშიც ხშირად ჩაიწვინეთ - ასეთი სიახლოვე ინტელექტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს.

3. იზრუნეთ,, რომ ბავშვის ირგვლივ კარგი მუსიკა ჟღერდეს, დაათვალიერებინეთ დიდი მხატვრების ნამუშევრები, უკითხეთ კლასიკოსთა ლექსები (სხვათა შორის, ლექსები მეხსიერებას ავარჯიშებს). ადრეული ბავშვობის ყველა შთაბეჭდილება მის ტვინზე "აღიბეჭდება". გემოვნებაც სიცოცხლის პირველი დღეებიდან ყალიბდება.

4. რაც შეიძლება ბევრი ელაპარაკეთ აღუას, თუნდაც სულ უბრალო მოვლენების ამსახველი
წინადადებები წარმოთქვით.
mshoblebi
5. ენას ნუ მოუჩლიქავთ. რაც უფრო ხშირად გაიგონებს გამართულ საუბარს, მით უფრო სწორად იმეტყველებს ისიც.

6. ოჯახში ფსიქოლოგიურად მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფერო შექმენით. ახალშობილებიც კი გრძნობენ მშობლებს შორის დაძაბულობას. მშობლების ქცევა ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს.

7. ნუ "მიაყრით" ბევრ სათამაშოს: ეს ყურადღებას ფანტავს. ცოტა რაოდენობა კი ფანტაზიასა და კრეატულობას ავითარებს.
mshoblebi
8. მათთვის ძალიან სასარგებლოა თანატოლებთან ურთიერთობა. ეს მათ გონებას სტიმულს აძლევს, კომუნიკაბელურობას ავითარებს და პაექრობის ჯანსაღ სურვილს უღვიძებს. ბავშვებს შორის ჩხუბსა და კამათს გაგებით უნდა მოეკიდოთ - ეს მათი პირველი ცხოვრებისეული გაკვეთილებია.

9. ნებისმიერი რამის შესწავლის მთავარი სტიმული ინტერესია. ეს უკანასკნელი რომ გაჩნდეს, ბავშვს საამისო პირობები სჭირდება. მაგალითად, ხატვის სურვილი რომ გაუჩნდეს, ფანქარი და ფურცელი უნდა ჰქონდეს, კითხვამ რომ დააინტერესოს, მის გარშემო მიმზიდველ წიგნებს უნდა ხედავდეს.
mshoblebi
10. ფანქარი და ფურცელი რაც შეიძლება ადრე მიეცით. უმჯობესია ფურცელი დიდი იყოს, რათა მისი ფანტაზია ზომამ არ შეზღუდოს, თორემ შემდეგაც ყოველთვის პატარა ნახატებს დახატავს.

11. მუსიკალურ ჰარმონიას ბავშვობაში უკეთ გრძნობენ. ნებისმიერი ბავშვი ცოტა ხნით მაინც უნდა დააკავოთ მუსიკით - ეს აუმჯობესებს განწყობას, კონცენტრაციის უნარს.

12. არანაკლებ მნიშვნელოვანია სპორტი. რაც შეიძლება ადრე დააწყებინეთ ბავშვს ცურვა, გორგოლაჭებიან ან კლასიკურ ციგურებზე სრიალი. ასე უფრო კარგად განუვითარდებათ მოძრაობის კოორდინაცია. ფიზიკურად კარგად განვითარებული ბავშვები კი ცოდნასაც ადვილად ითვისებენ.

13. ნუ შეგეშინდებათ ბავშვის ინფორმაციით დატვირთვა. მათი ტვინი ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავს. რაც მათთვის ზედმეტია, მას არც ითვისებენ. ამ დროს პატარებმა არ იციან ცნებები "ძნელი" და "ადვილი". ისინი ყველაფერს ერთნაირი წარმატებით სწავლობენ.
52184
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი