"ჩემი 2 წლის გოგონა უმცროსზე ეჭვიანობს... გვეშინია, რამე არ დაუშავოს..."
"ჩემი 2 წლის გოგონა უმცროსზე ეჭვიანობს... გვეშინია, რამე არ დაუშავოს..."
1 / 2
Next
შეკითხვა ფსიქოლოგს:

"ჩემი უფროსი გოგონა 2 წლის და 2 თვის იყო ივნისში, რომ პამპერსი გავხადე და შევეცადე გადაჩვევას. თუმცა გადაჩვეულზე (მხოლოდ ღამე ეკეთა) დაემართა საშარდე გზების ანთება. შემეშინდა და ისევ ჩავაცვი. მოგვიანებით აგვისტოში ისევ ვცადე და ძალიან ადვილად გადაეჩვია. ჩვეულებრივ მეუბნებოდა: "ფისი მინდაო".
უკვე 2 წლის და 4 თვის იყო, ღამეც საფენს საერთოდ არ ასველებდა და ღამითაც გავხადეთ...
სწორედ იმ თვეში, ახალგადაჩვეულზე შეგვეძინა მეორე ბავშვი. კი ვგრძნობდი, რომ ეჭვიანობდა და ვიცოდი
კიდეც თეორიულად, რომ ყურადღება დიდისთვის უნდა დამეთმო, მაგრამ პრაქტიკაში არც ისეთი ადვილი განსახორციელებელი აღმოჩნდა. საკმაო ყურადღებას ითხოვს პატარა, ხშირად ჭამს ძუძუს და მუცლის შებერილობამ ხომ გაგვაგიჟა. უკვე 5 თვისაა და ისევ გვაწუხებს. ამის გამო დამეჩაგრა ჩემი დიდი გოგონა. ფაქტობრივად ბებიას ჰყავს მთელი დღე მეორე ოთახში. კი შემოდის ჩემთან, მაგრამ ხან მაგ დროს ან ბავშვს ვაჭმევ ან ვაძინებ და რომ ვთხოვ, ჩუმად იყოს, სწორედ მაშინ იწყებს წივილს!!! და მიღვიძებს...


რა უნდა იცოდეთ შარდის შეუკავებლობაზე და რით ვუშველოთ პატარას?


ამასთან ერთად, დაივიწყა საერთოდ "ფისის" თქმა. ჩვენით თუ დავსვამთ ქოთანზე და მაშინაც შეიძლება ტრუსი პატარაზე უკვე დასველებული ჰქონდეს, ხან მთლად აქვს ჩაფსმული. მე ერთი-ორჯერ მივმართე დასჯის
მეთოდს კუთხეში დაყენებით და მეორე ვარიანტი აბაზანაში ჩაკეტვით. მაგრამ ამაზე ისე ტირის, თუ პატარას სძინავს ამ დროს, აღარც ვსჯი და აზრი დაკარგა ამანაც. ჩემს სიტყვას ფასიც არ აქვს და საერთოდაც ამაზე რომ ვესაუბრები, რატომ არ მითხრა? პასუხს ან არ მცემს, ან სხვა თემაზე გადააქვს. იგნორს მიკეთებს და პირიქით შეიძლება იტიროს, სველი არ გამხადოთო. ხან მომირტყია ტაკოზე და მერე შემცოდებია და ბოდიში მომიხდია. თავისუფალ დროსაც ვეფერები და ვეუბნები, რომ მიყვარს. თუმცა ხან იგნორს მიკეთებს ამ ყველაფერზე.მეშინია არ გაცივდეს, თორემ დავტოვებდი.თუმცა მიცდია და არც ის სისველე აწუხებს. ღამითაც ვიღვიძებთ რამოდენიმეჯერ გადასაყენებლად, მაგრამ მაინც ხანდახან გვისველებს ლოგინს.
მინდა აღვნიშნო, რომ ღამითაც მე ვერ ვაძინებ და ბებოს მიჰყავს და ხან არის ისეთი მომენტი, ჩვენთან უნდა და ძალით მიჰყავს დასაძინებლად. არ ესმის ახსნილი და არის ძალიან ჯიუტი. მე კი ვცდილობ ვაკოცო, ძილი ნებისა ვუსურვო. ამით ვცდილობ ძილისთვის შევამზადო და თან მოვეფერო რომ მიხვდეს ძალიან მიყვარს. ხან ჭრის, ხან არა".

მინდა სპეციალისტის დარიგება:
1. როგორ მივუდგე, რომ აღარ ჩაიფსას?
2. სიჯიუტის მართვა და ჩემი მოსმენა.
3. იცის წივილი და იმდენად ცელქია, ჩვენც გვირტყამს და ხან ძალიან მოსდის. თვალებზე იცის თითის დაჭერა ძლიერად და ბავშვთან სულ გვეშინია არ მივიდეს ცალკე. თუმცა უყვარს დაიკო და ეფერება კიდეც... თუ არ წამოუარაა.

ბოდიში, შეიძლება ძალიან არეულად დაგიწერეთ ეს ყველაფერი, უბრალოდ ძალიან მესაჭიროება დახმარება. ვერ ვახერხებთ რომ ფსიქოლოგთან ვიაროთ ამის გამო. გთხოვთ, გულთან მიიტანოთ. გმადლობთ წინასწარ!

გადაფურცლეთ მეორე გვერდზე და იხილეთ ფსიქოლოგის პასუხი:
1 / 2
Next
5423
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
მარიამი
0
ძნელია, მაგრამ უფროს შვილს რომ ყურადღება სჭირდება მაგას რად უნდა დიდი ამბავი? როგორ დიდი სხვა ოთახშია და პატარა შენთან ერთად სხვა ოთახში? იეჭვიანებს და შეიძლება მართლა რაღაც დაუშავოს ბავშვს. ამიტომ ორივე ერთად გყავდეს და შეძლებისდაგვარად მიხედე.
22:51 / 26-06-2018
მმ
1
ძალიან კარგი რჩევებია, ნამდვილად გამოსადეგი და საყურადღებო. მე თვითონ 2 უმცროსი და მყავს, შუათანა 1 წლის და 7 თვის რომ ვიყავი მაშინ დაიბადა. ახლა დიდები ვართ, მე თვითონ მყავს შვილი. თუმცა, მახსოვს როგორ ახერხებდა დედა, რომ ერთმანეთზე არ გვეეჭვიანა და ჩვენთვის სტრესული არ ყოფილიყო ახალი ოჯახის წევრის გამოჩენა სახლში. 2 წლის ასაკში რათქმაუნდა არ მახსოვს, დედისგან ვიცი გადმოცემით, მაგრამ ცოტა უფრო დიდები ვიყავით მესამე დაიკო რომ შეგვეძინა. მასხოვს, დედა ჩვენც ძალიან აქტიურად გვრთავდა მისი მოვლის პროცესში, აბსოლუტურად ყველაფერში. ცალკე ხალისი იყო პატარა დაიკოს ბანაობა მაგალითად. მიუხედავად იმისა, რომ დედას რეალურად ჩვენ გარდა დამხმარე არ ჰყავდა, ჩვენთვის დაიკო სტრესი კიარა, ნამდვილი დღესასწაული იყო, კითხვა რომ ვისწავლე, ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ჩემს ჩვილ დაიკოს ზღაპრებს წავუკითხავდი ძილის წინ. მესიმის, რა ძნელია პატარა ბავშვის მოვლა, საკუთარ თავზე 2 წლიანი მუდმივი უძილობა მაქვს გამოცდილი, მაგრამ დასჯით და მუდმივად პატარასთვის მეტი ყურადღების დათმობით, შეიძლება დროთა განმავლობაში უარესი შედეგი მიიღოთ. მითუმეტეს, გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებით 3 წლამდე დედასა და შვილს შორის განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობაა, პატარას ენატრებით და მხოლოდ მეტ ყურადღებასა და სიყვარულს ითხოვს როგორც შეუძლია ისე. ის ხომ ზრდასრული არ არის, რომ მოვიდეს და ამ ყველაფერზე გესაუბროთ. ყველანაირად ეცადეთ, როგორც მოახერხებთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ და ჩართოთ პატარას მოვლაში, ისე რომ ხანდახან ეს მისთვისაც სახალისო იყოს, თან ასე თქვენთანაც მეტ დროს გაატარებს :) აუცილებლად გამოგივათ, თქვენ მთავარია მაქსიმალურად შეეცადეთ!
14:05 / 31-01-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```