"ჩემი 2 წლის გოგონა უმცროსზე ეჭვიანობს... გვეშინია, რამე არ დაუშავოს..."
Prev
2 / 2

პასუხობს ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი, ფსიქოთეტაპიისა და კონსულტაციის ცენტრ "დიალოგის" დამფუძნებელი ქეთი მესხიშვილი:

- თქვენი წერილის წითხვისას საკუთარი თავი გამახსენდა და ის პერიოდი როდესაც მეორე შვილი შემეძინა. მახსოვს როგორ გამიჭირდა პირველ დღეებში ყურადღების გადანაწილება; ამიტომ ძალიან კარგად მესმის თქვენი.

პირველ რიგში უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენ ხართ დედა და ამ სიტუაციას ისევ თქვენ თუ შეცვლით. ამისათვის ძალისხმევა უნდა მოიკრიბოთ, გააცნობიეროთ რომ უკვე ორი შვილის დედა ხართ და ორივეს თქვენ სჭირდებით, რადგან დედა ერთია.

რა შეიძლება გაკეთდეს კონკრეტულად?!
1) ჩასველების პროლემის დაბრუბება შესაძლოა იყოს პროტესტი, რომლითაც ის უყურადღებობას აპროტესტებს.
2) ის, რომ თქვენ არ გისმენთ და ჯიუტობს, გარდა ასაკობრივი სირთულისა, შესაძლოა სჭირდება ყურადღების მისაქცევად. ის მაშინ იღებს თქვენს ყურადღებას, როდესაც ჯიუტობს და არ გიჯერებთ.
3) აგრესიას, რომელსაც გამოხატავს, აუცილებლად აქვს კონკრეტული გზავნილი. თუმცა დაუშვებელია ამ ტიპის კომუნიკაციის ჩამოყალიბება ბავშვსა და უფროსებს შორის.

როგორ უნდა მოიქცეთ:
სამივე შემთხვევაში, რომელიც ზემოთაა აღწერილი, წამყვანი ფიგურა უნდა იყოთ თქვენ. მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ და მეტი ყურადღება დაუთმოთ უფროს შვილს. სთხოვეთ ოჯახის სხვა წევრებს, დაგეხმარონ პატარის მოვლაში. მაშინ, როცა უფროსის ძილის დრო დგება, გააკეთეთ ისე, რომ პატარა ოჯახის რომელიმე სხვა წევრს ჰყავდეს, ხოლო თქვენ დააძინეთ უფროსი ბავშვი. ეს დრო გამოიყენეთ სასაუბროდ; ჰკითხეთ როგორაა, რა უნდა, რა მოსწონს, რა არ მოსწონს. ესაუბრეთ ოჯახის ახალ წევრზე და აუხსენით რას ნიშნავს თქვენთვის მისი მოვლა, რატომ სჭირდება პატარას ამხელა დრო. სთხოვეთ მას დახმარება, რადგან უფროსია და უთხარით, რომ ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დიალოგის რეჟიმში აუცილებლად იქნება თქვენს შორის ნამდვილი ემოციური კავშირი და თქვენი უფროსი ბავშვი შეძლებს ნაწლობრივ მაინც იმ ემოციური დეფიციტის შევსებას, რომელიც თქვენგან აქვს. დაალაგეთ შემდეგი დღის გეგმები. აგრძობინეთ, რომ გესმით მისი.


"ყველა შენიშვნაზე აგრესიით პასუხობს, გვირტყამს მუშტებს, წიხლებს" - შეშფოთებული დედის წერილი


ნუ შეგეშინდებათ მისი პატარასთან დატოვების. თუკი სულ იმაზე იფიქრებთ, რომ მას რაიმეს დაუშავებს, ეს მართლაც ასე მოხდება. შეეცადეთ შეცვალოთ დამოკიდებულება და მეტი სიამოვნენა მიიღოთ მათთან ურთიერთობოთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია მამის ჩართულობა ამ პროცესებში. გახსოვდეთ, პატარებისათვის ემოციური კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, უფროს შვილს იმდენი დრო მშობლებისგან აღარ ექნება, რაც დაიკოს დაბადებამდე, მაგრამ დედმამიშვილის გაჩენას დროის დეფიციტი ყოველთვის ახლავს თან. ბავშვებს აქვთ უნარი მიიღონ ეს ახალი მდგომარეობა და ამით ამარცხებენ მათ ეგოცენტრიზმს, რომელის გამოც ჰგონიათ, რომ სამყაროს ცენტრში არიან. ესაა ერთგვარი კრიზისული პერიოდი მათ ცხოვრებაში.
რაც შეეხება დასჯის ძველ მეთოდებს, უმჯობესი იქნება, თუკი დაივიწყებთ მათ არსებობას. თუ გინდათ გქონდეთ რაიმე სახის მეთოდი, მაშინ ეს უმჯობესია გულისხმობდეს ბავშვისათვის იმ ნივთის ან სათამაშოს დროებით ჩამორთმევას, რომელიც მას უყვარს. ან უბრალოდ შეუზღუდეთ დროებით ის, რისგანაც სიამოვნებას იღებს. ესეც უკიდურეს შემთხვევაში.
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ესაა დროის გადანაწილება. როდესაც თქვენი უფროსი შვილი თქვენგან ყურადღებას მიიღებს, ის ავტომატურად ბევრად დამჯერი და მშვიდი გახდება. ამის შემდეგ მარტივად შეძლებთ მასთან იმ წესების დამკვირდებას, რომელიც თუნდაც ტუალეტით სარგებლობას შეეხება.
სპეციალისტთან კონსულტაციას რაც შეეხება, სასურველია გამოძებნოთ სულ მცირდე დრო მაინც, ისევ თქვენი და თქვენი შვილების უკეთ ყოფნისათვის.
Prev
2 / 2
5760
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
0
უფროსიც თქვენი შვილია და ისევე სჭირდებიტ როგორც უმცროს ჩვილს.გაიხსენეთ როგორ გაგიხარდატ პირველი შვილის შეძენა. სერიოზულად გულთან ნუ მიიტანთ აგრესიულ გამოხტომებს მას ხომ თქვენი სიყვარული აკლია ამიტომაც გაიაზრეთ რომ გყავთ ორი შვილი და ირივეს სჭირდებით!
05:43 / 21-12-2019
მარიამი
0
ძნელია, მაგრამ უფროს შვილს რომ ყურადღება სჭირდება მაგას რად უნდა დიდი ამბავი? როგორ დიდი სხვა ოთახშია და პატარა შენთან ერთად სხვა ოთახში? იეჭვიანებს და შეიძლება მართლა რაღაც დაუშავოს ბავშვს. ამიტომ ორივე ერთად გყავდეს და შეძლებისდაგვარად მიხედე.
22:51 / 26-06-2018
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?