პირველი შეგრძნებები და არომატი დედას უნდა უკავშირდებოდეს ხანგრძლივი დაკვირვებისას გაირკვა, რომ მშობლების და ახლობელი ადამიანების ნაზი შეხება, უშუალო კონტაქტი და ალერსი ხელს უწყობს ბავშვის ჯანმრთელ და ჰარმონიულ პიროვნებად ჩამოყალიბებას.
ასე რომ, შემთხვევითი არ არის, რომ თანამედროვე სამშობიარო სახლში დაბადებისთანავე ჩვილს დედის მუცელზე აწვენენ. ცნობილია, რომ მშობიარობა და დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი წუთები უდიდესი სტრესია ადამიანის ცხოვრებაში, მასთან გამკლავებაში პატარას დედის თბილ მუცელთან შეხება ეხმარება. აუცილებელია, რომ პირველი შეგრძნებები და არომატი დედას უკავშირდებოდეს.
რეგულარული, ნაზი ურთიერთობების, კონტაქტის აუცილებლობა და მნიშვნელობა სიცოცხლის მთელი პირველი წლის განმავლობაში გრძელდება. ნუ შეგეშინდებათ გადაჭარბების: ხირად აიყვანეთ ხელში, აკოცეთ. სხვათა შორის, ახალშობილი ვირთხებიც კი ზომაში დიდები არ იზრდებიან, თუ დედა მათ ლოკვას თავს დაანებებს. აღმოჩნდა, რომ შვილთან შეხება, ცხოველი იქნება თუ ადამიანი, ხელს უწყობს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის წარმოქმნას. გარდა ამისა, კანზე ზემოქმედებით ღიზიანდება ცდომილი ნერვის დაბოლოებები, რომლებიც კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას ასტიმულირებს. შედეგად, უმჯობესდება საჭმლის მონელების პროცესი, აქტიურდება ნივთიერებათ ცვლა, რაც ბავშვს სიმაღლეში ზრდის და წონას მატებს.
დაბოლო, ნუ მოკლებთ ყურადღებას, სითბოს ბიჭებს იმ მოტივით, რომ ის ბიჭია და ნამდვილ მამაკაცად უნდა ჩამოყალიბდეს. სინამდვილეში ბიჭები არანაკლებ საჭიროებენ დედის ალერსსა და კოცნას.