"მშობელი რომ გეუბნება, წყნარი შვილი მყავს, თავისთვის არისო, ეს არ არის კარგი" - თამარ გაგოშიძე ბავშვის საყურადღებო ასაკზე
"მშობელი რომ გეუბნება, წყნარი შვილი მყავს, თავისთვის არისო, ეს არ არის კარგი" - თამარ გაგოშიძე ბავშვის საყურადღებო ასაკზე
ბავშვის მეტყველების პრობლემები საკმაოდ ბევრ დედას აღელვებს. ფსიქოლოგები და ბაგა-ბაღის აღმზრდელები ხშირად აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ბავშვები აგვიანებენ ლაპარაკის დაწყებას, აყოვნებენ განვითარებას. გთავაზობთ ამონარიდებს ფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის საჯარო ლექციიდან, რომელიც სწორედ ადრეული ასაკის განვითარებას ეხება.
- ორ წლამდე ბავშვს თუ ცოცხალი მეტყველება არ ესმის, ლაპარაკს ვერ ისწავლის. უნდა ესმოდეს რეალური ადამიანის საუბარი და არა რადიოში, ტელევიზორში, კომპიუტერში მოლაპარაკე ადამიანის. ორ წლამდე ასაკი არის ზუსტად ის სენსიტიური პერიოდი, როდესაც ტვინი ითხოვს შესაბამის
სტიმულს მოლაპარაკე ადამიანების სახით. თუ არ მიეცა ეს სტიმული, ვერ ალაპარაკდება. მაგალითად, მაუგლი ძალიან კარგი ბიჭი იყო, ტვინის დაზიანება არ ჰქონია, მაგრამ ლაპარაკი ვერ ისწავლა, რადგან არ ესმოდა ადამიანური სტყვა.
როგორ ვზრუნავთ ბავშვის მეტყველებაზე: მშობლები მეუბნებიან, რომ ექვსი თვიდან უჭირავს ბავშვს გაჯეტი, პლანშეტი... დედა სახლში დაღლილი მიდის, ძიძაც დაღლილია, კიდევ უამრავი საქმე აქვს დედას და თან ფიქრობს, რომ ბავშვი ასე ვითარდება. ფილმებს აჩვენებენ, რუსულს და ინგლისურს ისწავლის... ბავშვი უკვე ექვსი თვიდან ტიტინებს და ერთი წლის რამდენიმე სიტყვას მიზანმიმართულად ამბობს. მშობელი ზოგჯერ მეუბნება, მამას და დედას ცხრა თვის ასაკშიც უკვე გვეძახდაო და რომ ვეკითხები, მიზანმიმართუალად ამბობდა თუ არა ბავშვი ამ სიტყვებს, მერე უკვე უჭირთ პასუხის
გაცემა. ბავშვი შეიძლება არასწორად ამბობდეს სიტყვას, მაგრამ მიზანმიმართულად. ეს მისი სიტყვაა, რომელსაც იყენებს კომუნიკაციის მიზნით. ენა სიმბოლოებია, მაგრამ ის გამოიყენება სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის მიზნით... ჩვენთან კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ ამერიკის პედატრთა ასოციაციამ ჩაატარა უზარმაზარი კვლევა და აღმოჩნდა, რომ პედიატრთან მისული ბავშვების 30 პროცენტი აქვს მეტყველების პრობლემა. ეს უზარმაზარი ციფრია! საქართველოში ციფრი არავის დაუთვლია... ბავშვები აყოვნებენ, აგვიანებენ განვითარებას! რატომ? - გაჯეტის გამო! ზოგიერთს ჰგონია, რომ მე კომპიუტერის მტერი ვარ... არ ვარ კომპიუტერს მტერი, თავად ვიყენებ რეაბილიტაციის დროს, სტუდენტებთან და საერთოდ მიმაჩნია, რომ ტექნოლოგიები ძალიან სასარგებლოა. თუმცა ამ ტექნოლოგიებს ტოქსიური ზემოქმედება აქვს ბავშვების ნეირონებზე! არ ვიცი, რატომ, ეს შესწავლის საგანია!
ერთი წლის ბავშვი უკვე აქტიურად, დამოუკიდებლად დგება ფეხზე. ამ პერიოდში მან უნდა გაიარ-გამოიაროს და თავად მოახდინოს გარემოს გამოძიება. პასიური ბავშვი, რომლის მშობელი გეუბნება, წყნარი შვილი მყავს, თავისთვის არისო, არ არის კარგი. ხოლო როცა დედა ამბობს, მთელი დღე უკან დავსდევ, ხან პირში იდებს რაღაცას და ათას რამეს შვრებაო, ეს არის კარგი... ბავშვისთვის ეს არის სასარგებლო. სხვანაირად ინტელექტი არ განვითარდება! ბავშვის ინტელექტის, აზროვნების და მეტყველების განვითარება აქედან იწყება! ქვედა საფეხურიდან! როგორც სახლის აშენებამდე ფუნდამენტს ვამზადებთ, ასევე ჩვენი აზროვნების და ენის ფუნდამენტი არის ეს სენსომოტორული განვითარება, ანუ შეგრძნებები და მოძრაობა. ერთ წლამდე თუ ბავშვს არ აქვს მოწესრიგებული მოძრაობები და შეგრძნებები, ეს აუცილებლად იჩენს თავს მომავალში.
ერთი წლის ბავშვმა ხელი უნდა მოჰკიდოს ყველაფერს, პირში უნდა ჩაიდოს... რაც საშიშია, უნდა მოაშოროთ, მაგრამ ირგვლივ არსებული საგნები უნდა გასინჯოს, ეს არის მისი ლოგიკა... მაგალითად, ვაშლი დაინახა, გალოკა, გააგორ-გამოაგორა, მიარტყა-მოარტყა, სიტყვა - ვაშლი არ იცის, მაგრამ ყველაფერი იცის ვაშლის შესახებ. ამას ცოდნას რომ დაერქმევა სიტყვა – ვაშლი, გონებაში ყველაფერი დალაგდება. მაგრამ, თუ ბავშვი ჩასმულია თავის საწოლში და ირგვლივ არავის სცალია, რომ მას საგნები მიაწოდოს, რა თქმა უნდა, ეს ბავშვი ბევრ რამეს ვერ ისწავლის... ერთი წლის ბავშვი რომ ხელში უჭირავთ და იატაკზე არ სვამენ, ინფექცია არ შეეჭრას და რამე არ ალოკოსო, ამითაც ვაფერხებთ მის განვითარებას.
ერთი წლის ბავშვისთვის აუცილებელია საგნებით გამდიდრებული გარემო. არ არის აუცილებელი ძვირფასი სათამაშოები, იყოს – გირჩი, ფოთოლი, ქვები... ძალიან პატარა ქვები არა, რომ არ გადაყლაპოს, ან ცხვირში შეიტენოს... ათასი რამ შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ბავშვის შეგრძნებების გამდიდრებას ხელი შევუწყოთ. არადა დღეს რა ხდება? დღეს მოჰყავთ ჩვენთან ნორმალური განვითარების ბავშვები. მათ არაფერი ჭირთ, მაგრამ იცით რა პრობლემა აქვთ? სენსორულ შეგრძნებებს ვერ ამუშავებენ. გეუბნება მშობელი, რომ ბავშვი არ ჭამს, ვერ იცვამს, ღამე არ იხურავს საბანს, ემოციურად ემართება საშინელი ისტერიკები და ვერავინ იგებს, რატომ ემართება... ხორცს არ ჭამს ჩემი შვილიო. სუნი, გემო არ მოსწონსო, ზოგი დაბლენდერებულ საჭმელს სამ წლამდე ჭამს ...იმიტომ, რომ ვერ ამუშავებს ტვინი შეგრძნებებს. დღეს ასეთი ბავშვები იბადებიან... ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მისი ტვინი ვერ იგებს, როგორ უნდა "მოუაროს" შეგრძნებებს. ეს სწორედ  თვეების ასაკიდან იღებს სათავეს.
60839
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
liza
1
15 წლის ბიჭი მკავს ყველაფერზე აგრესიული პასიხი აქვს თითქოს ჩხუბობს რიი ბრალია ვფიქრობ ასაკობრივი?
18:39 / 06-09-2019
ლუარა
1
ასეთი შეკითხვა მაქვს:კერძო საბავშვო ბაღები რა მეთოდოლოგიით სარგებლობენ და მათ მიერ გაწერილი დღის რეჟიმი თუ ექვემდებარება სასურველ ნორმებს...კერძოდ,რაც ძალიან არ მომწონს,არის ძილის პერიოდის სრული ამოვარდნა დღის წესრიგიდან.3-4წლიან ჯგუფებში მაინც რატომ არაა განსაზღვრული
15:57 / 05-09-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?