6 "ჯადოსნური" სიტყვა, რომლითაც ბავშვს ყველაფერზე დაითანხმებთ
6  "ჯადოსნური" სიტყვა, რომლითაც ბავშვს ყველაფერზე დაითანხმებთ
ხშირად დაგჭირვებიათ ბავშვთან ყვირილი? რას იზამთ, მასთან მოლაპარაკება ადვილი არ არის და ნერვებიც ხშირად გვღალატობს. მით უმეტეს, რომ ბავშვის ახირებების გარდა უმარავი საქმე და საზრუნავი გაქვთ. თუმცა ეს არ გამართლებთ - ყვირილი ყველა შემთხვევაში თქვენი სისუსტის გამოხატულებაა და არა ავტორიტეტის. თანაც "ყვირილის" მეთოდი დიდი ეფექტურობით არ გამოირჩევა. არსებობს ბავშვთან მოლაპარაკების სხვა ხერხებიც, რომლებიც უფრო საიმედოა.
თუ გინდათ, რომ ბავშვმა გაგიგოთ, დაუჯექით ახლოს, ისე, რომ მზერა ორივეს ერთ სიმაღლეზე გქონდეთ. მიიხუტეთ მკერდზე ან მისი ხელი ხელში აიღეთ და ნაზად, მაგრამ გარკვევით
უთხარით სათქმელი. ამ ხერხს შესანიშნავი შედეგები აქვს.
გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე "ჯადოსნური" სიტყვა, რომელიც ურთიერთობას უფრო დამთმობსა და გამგევს ხდის.

"კარგი, თუ..." - "არას" ნაცვლად
პირდაპირ ნათქვამმა  "არამ" შეიძლება ისტერიკის პროვოცირება გამოიწვიოს. მით უმეტეს, 
თუ ბავშვი დაღლილი ან მშიერია. ალტერნატივად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორმულირება "იქნებ", ან "კარგი, ოღონდ...". ეს ბევრად ეფექტურია, ვიდრე გამუდმებული აკრძალვები. თუ ბავში გასეირნებას  გთხოვთ, თან დაუყოვნებლივ, შეგიძლიათ უპასუხოთ: "კარგი, წავედით, ოღონდ, თუ სწრაფად მიალაგებ სათამაშოებს". ეს მას დალაგების მოტივაციასაც გაუჩენს, რომელსაც სხვა დროს მთელ დღეს მოანდომებდა. აქ უკვე მთავარია, მშობელმა შეასრულოს დაპირება. თუ სათამაშოებს მართლაც მიალაგებს, მაშინვე ჩააცვით და წაიყვანეთ.

"მაპატიე"

შეცდომა ყველას მოსდის. არც მშობლები არიან გამონაკლისი. საქმე ისაა, რომ შეცდომის
შემთხვევაში ბოდიშს ვუხდით მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს, მაგრამ საკუთარ შვილებს - არასოდეს. მათ ზრდილობიანი მოპყრობა უფროსებზე ნაკლებად როდი სჭირდებათ. ასეთი მოპყრობით ისინიც სწავლობენ თავაზიანობას.

"გაჩერდი"

ამ სიტყვით ელვისებურად შეაჩერებთ ბავშვის მოქმედებას, მაგრამ იქვე უნდა "მიაშველოთ", თუ რა გააკეთოს ამის ნაცვლად. თუ ბავშვები ოთახში ცელქობენ, ნოტაციების კითხვას აზრი არ აქვს. ჯობია დაიყვიროთ: "გაჩერდით" და მაშინვე მიაყოლოთ ინსტრუქცია - "შეძვერით მაგიდის ქვეშ და პაზლი ააწყვეთ".
შეთანხმდით, რომ "გაჩერდი" არის თამაში, რომელიც ყოველთვის უნდა "შეასრულო" - ამ სიტყვის გაგონებისთანავე ყველაფერი "შეშდება". მაგრამ ბოროტად არ ისარგებლოთ ამ შეთანხმებით. მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როცა სიტუაცია კონტროლიდან გამოდის, სახიფათო ხდება ან ძალიან დიდ ხმაურს იწვევს. თუ მეტისმეტად ხშირად ამბობთ ამ სიტყვას და მოუწოდებთ გაჩერებისა და დაწყნარებისკენ, მაშინ არ გაჭრის. 

"ვსწავლობთ"

თუ ბავშვს რაიმე შეცდომა მოსდის, დასახმარებლად გამოიყენეთ ფრაზა: "არა უშავს, ვსწავლობთ". ეს ფრაზა მასაც "გადაარჩენს" და თქვენს ნერვებსაც დაზოგავს.

"შეგიძლია"

ეს სიტყვა შეაშველეთ, როცა მას საკუთარ ძალებში ეჭვი ეპარება. წარუმატებლობა მხოლოდ დროებითი მოვლენაა, რომელიც ცოტა მეტი ძალისხმევისა და მონდომების შემდეგ აუცილებლად გამოსწორდება. დაარწმუნეთ ბავშვი თავის შესაძლებლობებში.

"ყოველთვის"
გასაკვირი არ არის, რომ იქ, სადაც ბავშვია, მუდამ ხმაური და ალიაქოთია. მაგრამ არის რაღაც, რაც უცვლელია და მათ შორისაა სიყვარული თქვენი შვილის მიმართ. ბავშვი ამაში დარწმუნებული უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაც დააშავა და მოთმინებიდან გამოგიყვანათ. სასურველია, თუ ყოველ საღამოს რიტუალად აქცევთ ჩახუტებას. მოეფერეთ და უთხარით ბავშვს, რომ ძალიან გიყვართ და ყოველთვის გეყვარებათ, რაც არ უნდა მოხდეს. ბავშვებისთვის ამის გაგონება ძალიან მნიშვნელოვანია.

177356
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (14)
თეკო
0
ყველანაირი აგრესიული ფიზიკური შეხება ფიზიკური ძალადობაა :))) მარტივად რომ ვთქვათ, ვიღაც რომ მოვიდეს და ყური აგიწიოს, შეგაჯანჯღაროს, გაგარტყას და ა.შ. ანუ ყველაფერი, რაც უფროსებს არ მოგვეწონება და შეგვილახავს თავმოყვარეობას და ცუდად გვაგრძნობინებს თავს, იგივე რეაქცია აქვს ბავშვს, უბრალოდ ვერ გამოხატავს ზოგი და ვერც პასუხს გიბრუნებს, რადგან შენზე სუსტია. ამიტომ, მარტივად, საკუთარი თავიდან შევხედოთ ხოლმე და რაც ჩვენ არ მოგვეწონება, ის არც პატარებს მოეწონებათ, ისინიც ზუსტად ჩვენნაირი პიროვნებები არიან, უბრალოდ პატარა სხეულში (სანამ გაიზრდებიან) :) იგივე ითქმის სიტყვიერ და ფსიქიკურ ძალადობაზე.
12:59 / 18-05-2020
TatiaS
1
Yuris aweva cema ar aris tqveni azrit ? Ar aqvs mnishvneloba xels daartyamt tu yurs auwevt orive dzaladobaa damijeret.. ar aris swori.dasja tu gindat ubralod aiget misi satamasho da sheinaxet 1 saatit an 1 dxit.gaachnia ra daashava da auxsenit rat9m koiqecit egre.. chemi azrit yvelaze swori da samartliani dasja es aris..
15:02 / 26-03-2019
მსგავსი სიახლეები