ეთამაშეთ და... განავითარეთ
ეთამაშეთ და... განავითარეთ
საბავშვო თამაშები შესანიშნავი საშუალებაა ბავშვის განვითარებისთვის, ასევე მშობლებთან კავშირის გასამყარებლად. მშობლების მხრიდან გამოვლენილი სინაზე, ჯანსაღი დამოკიდებულება და მათი "გაბავშვება", ბავშვებს დიდ სიხარულს, ემოციური დაცულობის განცდას ანიჭებს, რაც ესოდენ აუცილებელია ბავშვის წარმატებული განვითარებისთვის.
თამაშები ბავშვის ტვინის განვითარებას უწყობს ხელს, აუმჯობესებს ლაპარაკის, მოსმენის და დამახსოვრების უნარს, უღვიძებს ცნობისმოყვარეობას, უვითარებს კოორდინაციას და იუმორის გრძნობას. თქვენი მოთმინება, სითბო და სათუთი მზრუნველობა თამაშების დროს, ბავშვს შესანიშნავ ცხოვრებისეულ სტარტს აძლევს.
დააკვირდით თქვენს შვილს, როდის და როგორ
თამაშობს, ჩაიწერეთ მისი წარმატებები და ნახავთ, რა მალე დაიწყებს განვითარებას. კიდევ და კიდევ, სულ უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვისთვის უკიდურესად აუცილებელია მშობელთან ურთიერთობა - დედამ არა მხოლოდ ფიზიკურად უნდა მოუაროს (ჩააცვას, დაბანოს, აჭამოს, დააძინოს...), მის სულიერ და გონებრივ განვითარებაზეც ჩასახვის დღიდან უნდა იზრუნოს. ეს უკიდურესად აუცილებელია მის ნამდვილ პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად, მისი მომავლისთვის. უფრო ახლოს იყავით მასთან, შეეხეთ, მოეფერეთ, აკოცეთ და დატკბით მისით ყოველ წუთს და წამს.
მაგალითისთვის ერთ სრულიად მარტივ და მხიარულ თამაშს გთავაზობთ, რომელსაც ყველაზე პაწაწინასთან, ჩვილთან ითამაშებთ, მაშინ, როცა აცმევთ ან საფენებს უცვლით. ამ დროს ბავშვი ისწავლის ურთიერთობას, იგრძნობს, როგორ ეხებიან, ელაპარაკებიან. ამ ასაკში მსუბუქი შეხება ეხმარება მას გარე სამყაროსადმი მეტი ნდობის
განვითარებაში. მას ხომ, დედის მუცლიდან გამოსულს, თავდაპირველად ყველაფრის ეშინია, რაც "უცხო სამყაროში" ხვდება.
ფრთხილად აიყვანეთ და გულზე მიიხუტეთ, ან დაიხარეთ მისკენ და ისე მიიხუტეთ. ჩუმად ჩასჩურჩულეთ საალერსო სიტყვები, სახეზე მიეფერეთ. ყოველთვის სახელით მიმართეთ, როცა ბავშვს ელაპარაკებით. ნებისმიერი შეხებისას და ლაპარაკისას ალერსიანი ინტონაცია უნდა გქონდეთ. მაშინ ყოველთვის, როცა თქვენს ხმას გაიგონებს, ბავშვი მიხვდება, რომ მას რაღაც კარგი ელის. მასში ყოველთვის დადებით ემოციებს აღძრავთ.
უთხარით: "მიყვარს შენი ცხვირუკა, ცხვირუკა, ცხვირუკა, - და აკოცეთ ცხვირზე. უთხარით: - მიყვარს შენი მუცულა, მუცულა, მუცულა", - და აკოცეთ მუცელზე. დაასახელეთ და აკოცეთ სხეულის სხვა ნაწილებზე. ეს თამაში დაეხმარება თავისი სხეულის გაცნობაშიც და თქვენი სიყვარულის შეგრძნებაშიც.
როცა ბავშვს აჭმევთ, მაშინაც ესიყვარულეთ, ეფერეთ. ამ დროს ბავშვს ხელები თავისუფალი უნდა ჰქონდეს, რომ თავისუფლად შეგეხოთ, გითათუნოთ თავისი თითებით. მიიდეთ სახეზე მისი ხელი, შეგახოთ სახის სხვადასხვა ნაწილზე, თმაზე. ეფერეთ ხელზე და ნაზად ელაპარაკეთ.

ეთამაშეთ და... განავითარეთ

16408
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Juna
0
მოკლედ მინდა გითხრათ ძალიან,ძალიან ,დიიიიიდი მადლობა ყველაას,მიხარია რომ Aრსებობს ეს საიტი,თქვენი ერთგული მკიტხველი Vარ,დიდხანს,დიდხანს უმსახურეთ თქვენი კარგი სტატიებით მოსახლეობას.
21:37 / 24-01-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?