"სიჯიუტე აუცილებელი და ბუნებრივია ბავშვის განვითარებისთვის... დიდი წინააღმდეგობის გაწევა არ ღირს" - ფსიქოლოგ დავით ანდღულაძის რჩევები მშობლებს
"სიჯიუტე აუცილებელი და ბუნებრივია ბავშვის განვითარებისთვის... დიდი წინააღმდეგობის გაწევა არ ღირს" - ფსიქოლოგ დავით ანდღულაძის რჩევები მშობლებს
ბევრი მშობელი დაგვეთანხმება, რომ ჯიუტი ბავშვი ოჯახში დიდი თავის ტკივილია. დიდი მოთმინების გარდა, საჭიროა ისეთი ზომიერება, რომ არც ბავშვის ინდივიდუალურობა დაითრგუნოს, არც ყველაფრის უფლება მისცეს მშობელმა.
რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, როცა სიჯიუტეს "ებრძვის" - ამის შესახებ ფსიქოლოგი დავით ანდღულაძე გვესაუბრება.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ბავშვის სიჯიუტეზე, როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს მშბელს ამ დროს ?


- ეს შემთხვევები ინდივიდუალურია. ამ დროს, შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვის მხრი
დან ნერვიულობა - ბოლო ხმაზე გაჰკიოდეს, ფეხებს აბაკუნებდეს და ეს სპეციალისტის შეფასებით, იყოს არა ნევროტული და პრობლემური, არამედ მანიპულაციის მცდელობა. ბავშვმა იცის, რა მოქმედებს მშობელზე. როგორც მშობელმა იცის, რომ მეჩვიდმეტე სართულზე მყოფ მეზობელს ან ხმაურიანი მდინარის გადაღმა მყოფ ადამიანს ურჩულით ვერ გააგონებს და ყვირილი დასჭირდება, ასე იცის ბავშვმაც, რომ თუ იჭირვეულებს, ისლუკუნებს და ფეხებს აბაკუნებს, შედეგს მიაღწევს.

mshoblebi
ეს ქმედება მას უღირს, თუ იღებს შედეგს. ბავშვი არასდროს არ დადგება და სკამის წინაშე არ იტირებს, არც უცხო ბიძიას ან დეიდას სთხოვს სურვილის ასრულებას, სთხოვს მას, ვისგანაც ელის და ვისგანაც უკვე მიუღია. კი ბატონო, დიდი შრომის ფასად, ცრემლებისა და დიდი ხნის ჭირვეულობის ფასად, მაგრამ მაინც მიუღია. მაგრამ ცუდი ქცევა რომ ვასწავლეთ ბავშვებს, ეს ნამდვილად
შესაცვლელია. არა მისი, არამედ ჩემი ქცევა, დამოკიდებულება და რეაგირების ფორმაა შესაცვლელი. თუ კი ბავშვი მაინც ჭირვეულია და მაინც მისი ქცევა დარღვეულად გვეჩვენება, მაშინ აუცილებლად სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება.
წინააღმდეგობა და სიჯიუტე აუცილებელი და ბუნებრივია ბავშვის განვითარების ეტაპზე. ზოგჯერ ორი წლიდან, ზოგჯერ კი სამი წლიდან იწყება ეს პროცესი და უნდა გვიხაროდეს კიდეც, რომ ბავშვი უფრო მეტად გამოეყო მშობელთან უშუალო კავშირს და ახერხებს, უკეთ გააცნობიეროს, რა უნდა თავად. შეიძლება ამ წუთში ბავშვს შიოდეს, უკვე უნდა გითხრას, რომ შია, მაგრამ მშობელმა დაასწრო და უთხრა "ხომ შეჭამ ამას? ", არა" - იქნება პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ შია. იმიტომ, რომ უფრო მეტად შია დამოუკიდებლობა, უფრო მეტად შია თავისი პიროვნული თავისუფლება და არჩევანი. ეს გასათვალისწინებელია და ამ დროს დიდი წინააღმდეგობის გაწევა არ ღირს. მაინცდამაინც იმის ჩაცმა უნდა, თქვენ რომ არ შეგითავაზებიათ და იცის, რომ თქვენ წინაღმდეგი იქნებით. არა იმიტომ, რომ თქვენთან ჯიბრშია, თქვენ არ მოსწონხართ ან არ უყვარხართ, მას უნდა პიროვნული დამოუკიდებლობა და თქვენთან წინააღმდეგობით უნდა რომ დარწმუნდეს, რომ მაგარი ბიჭი ან მაგარი გოგოა. ყველაფერი მივუშვათ და დავუკარგოთ იმის განცდა, რომ მაგარია, არ შეიძლება. იყოს ზომიერი წინააღმდეგობა და მისი წინააღმდეგობა გულში გვიხაროდეს.

- ბუნებრივია, მშობელი შიშობს, რომ ამ ასაკში დაწყებული თავნებობა მომავალში ცუდ შედეგს მოუტანს.

- არ უნდა გვეშინოდეს, რომ ჯიუტი და ურჩია და არ უნდა იფიქროთ, რომ გაიზრდება, მერე რაღა იქნებაო. არა, რომ გაიზრდება, მაგარი გოგო ან ბიჭი იქნება, ჭკუაც მოემატება და ეცოდინება, რა არის გონივრული. კბილები რომ ამოსდის ბავშვს და ექვება, ხომ ღეჭს ყველაფერს, ჩვენ ხომ არ ვფიქრობთ "ამას კბილები არ აქვს და გადაჭამა ყველაფერი და რომ გაეზრდება, მერე რაღა იქნებაო", ასეა სიჯიუტის შემთხვევაშიც.

- რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა მშობლებისადმი?

- ჩემი გულწრფელი სურვილი იქნება, რომ მშობლებმა მეტი დრო იპოვნონ ბავშვებთან ურთიერთობისთვის, ბავშვებთან მეგობრობისთვის. ეჭვქვეშ არავის სიყვარულს ვაყენებ შვილის მიმართ, მაგრამ აუცილებელია შესაბამისი დრო. დრო, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვებთან ურთიერთობისთვის. სწორედ ამ პერიოდში უნდა მოხდეს სიყვარული, რაღაცის ძიება, პოვნა, ურთიერთობების დაგეგმვა და რეალიზება. მარტივი არაა დროის გამოყოფა, როცა ამდენი საზრუნავი აქვს მშობელს, მაგრამ მაინც უნდა გამოვყოთ ეს დრო ბავშვებთან მეგობრობისთვის.

- რას მიიჩნევთ თანამედროვე ბავშვის მთავარ პრობლემად?

- თანამედროვეს როდესაც ვამბობთ, რეალური განსხვავება უნდა ვეძებოთ. განსხვავება კი არის გაჯეტები, პლანშეტები, ტელეფონი, კომპიუტერი და პრობლემურია იმ კუთხით, რომ ბავშვები მეტად ურთიერთობენ ამ ტექნიკასთან, ვიდრე მშობლებთან, და-ძმებთან თუ მეგობრებთან. ეს რეალურად პრობლემაა, მაგრმ დარწმუნებული ვარ, რომ დროებითია. მოხდება ადაპტირება ამ ურთიერთობების, მაგრამ ამას სჭირდება დრო. ეს ყველაფერი სულ ცოტახნის წინ გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში და ახალმა თაობამ ვერ მოასწრო ადაპტირება. დიდი იმედი მაქვს, რომ ქვის ხანას კი არ დავუბრუნდებით და ტექნიკა კი არ გაქრება, არამედ ტექნიკა ისე მოერგება ბავშვსაც და მოზრდილსაც, რომ დისკომფორტს არ შექმნის თვალზე, ძვლოვან სისტემაზე და ზოგადად, ბავშვის ჯანმრთელობაზე. ადამიანები უფრო მეტად შეძლებენ ცოცხალ ურთიერთობას ერთმანეთთან და ამაში ხელს უკვე აღარ შეუშლის ტექნიკა.

altრატომ უნდა გიხაროდეთ, თუ ჯიუტი ბავშვი გყავთ

altრით ჯობია ჯიუტი შვილი დამჯერ ბავშვს - თურმე უნდა გიხაროდეთ

altმორჯულების ჭკვიანური ხერხები - დედებო, ჭკუით აჯობეთ პატარა ჯიუტებს

altროგორ მოვერიოთ ბავშვურ სიჯიუტეს - აცადეთ, შეცდომა დაუშვას



4843
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```