რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, როცა სიჯიუტეს "ებრძვის" - ამის შესახებ ფსიქოლოგი დავით ანდღულაძე გვესაუბრება.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ ბავშვის სიჯიუტეზე, როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს მშბელს ამ დროს ?
- ეს შემთხვევები ინდივიდუალურია. ამ დროს, შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვის მხრიდან ნერვიულობა - ბოლო ხმაზე გაჰკიოდეს, ფეხებს აბაკუნებდეს და ეს სპეციალისტის შეფასებით, იყოს არა ნევროტული და პრობლემური, არამედ

ეს ქმედება მას უღირს, თუ იღებს შედეგს. ბავშვი არასდროს არ დადგება და სკამის წინაშე არ იტირებს, არც უცხო ბიძიას ან დეიდას სთხოვს სურვილის ასრულებას, სთხოვს მას, ვისგანაც ელის და ვისგანაც უკვე მიუღია. კი ბატონო, დიდი შრომის ფასად, ცრემლებისა და დიდი ხნის ჭირვეულობის ფასად, მაგრამ მაინც მიუღია. მაგრამ ცუდი ქცევა რომ ვასწავლეთ ბავშვებს, ეს ნამდვილად შესაცვლელია. არა მისი, არამედ ჩემი ქცევა, დამო
- ბუნებრივია, მშობელი შიშობს, რომ ამ ასაკში დაწყებული თავნებობა მომავალში ცუდ შედეგს მოუტანს.
- არ უნდა გვეშინოდეს, რომ ჯიუტი და ურჩია და არ უნდა იფიქროთ, რომ გაიზრდება, მერე რაღა იქნებაო. არა, რომ გაიზრდება, მაგარი გოგო ან ბიჭი იქნება, ჭკუაც მოემატება და ეცოდინება, რა არის გონივრული. კბილები რომ ამოსდის ბავშვს და ექვება, ხომ ღეჭს ყველაფერს, ჩვენ ხომ არ ვფიქრობთ "ამას კბილები არ აქვს და გადაჭამა ყველაფერი და რომ გაეზრდება, მერე რაღა იქნებაო", ასეა სიჯიუტის შემთხვევაშიც.- რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა მშობლებისადმი?
- ჩემი გულწრფელი სურვილი იქნება, რომ მშობლებმა მეტი დრო იპოვნონ ბავშვებთან ურთიერთობისთვის, ბავშვებთან მეგობრობისთვის. ეჭვქვეშ არავის სიყვარულს ვაყენებ შვილის მიმართ, მაგრამ აუცილებელია შესაბამისი დრო. დრო, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვებთან ურთიერთობისთვის. სწორედ ამ პერიოდში უნდა მოხდეს სიყვარული, რაღაცის ძიება, პოვნა, ურთიერთობების დაგეგმვა და რეალიზება. მარტივი არაა დროის გამოყოფა, როცა ამდენი საზრუნავი აქვს მშობელს, მაგრამ მაინც უნდა გამოვყოთ ეს დრო ბავშვებთან მეგობრობისთვის.- რას მიიჩნევთ თანამედროვე ბავშვის მთავარ პრობლემად?
- თანამედროვეს როდესაც ვამბობთ, რეალური განსხვავება უნდა ვეძებოთ. განსხვავება კი არის გაჯეტები, პლანშეტები, ტელეფონი, კომპიუტერი და პრობლემურია იმ კუთხით, რომ ბავშვები მეტად ურთიერთობენ ამ ტექნიკასთან, ვიდრე მშობლებთან, და-ძმებთან თუ მეგობრებთან. ეს რეალურად პრობლემაა, მაგრმ დარწმუნებული ვარ, რომ დროებითია. მოხდება ადაპტირება ამ ურთიერთობების, მაგრამ ამას სჭირდება დრო. ეს ყველაფერი სულ ცოტახნის წინ გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში და ახალმა თაობამ ვერ მოასწრო ადაპტირება. დიდი იმედი მაქვს, რომ ქვის ხანას კი არ დავუბრუნდებით და ტექნიკა კი არ გაქრება, არამედ ტექნიკა ისე მოერგება ბავშვსაც და მოზრდილსაც, რომ დისკომფორტს არ შექმნის თვალზე, ძვლოვან სისტემაზე და ზოგადად, ბავშვის ჯანმრთელობაზე. ადამიანები უფრო მეტად შეძლებენ ცოცხალ ურთიერთობას ერთმანეთთან და ამაში ხელს უკვე აღარ შეუშლის ტექნიკა.რატომ უნდა გიხაროდეთ, თუ ჯიუტი ბავშვი გყავთ
რით ჯობია ჯიუტი შვილი დამჯერ ბავშვს - თურმე უნდა გიხაროდეთ
მორჯულების ჭკვიანური ხერხები - დედებო, ჭკუით აჯობეთ პატარა ჯიუტებს
როგორ მოვერიოთ ბავშვურ სიჯიუტეს - აცადეთ, შეცდომა დაუშვას