- უნარების რეგრესი - ბავშვი იწყებს უმცროსი დედმამიშვილივით მოქცევას, იწყებს მასავით საუბარს, ხელში აყვანას, იავნანაზე დაძინებას, საწოვარა ბოთლით საჭმლის მიღებას და ა.შ.
- სტრესის ნიშნები - ძილის რეჟიმის დარღვევა, მადის დაქვეითება, ნევროლოგიური დარღვევები (ტიკები, ენის ბორძიკი), ფსიქოსომატური დაავადებები.
- აგრესია უმცროსი ბავშვის მიმართ (არ დატოვოთ ოთახში მარტონი).
- ჩაკეტილობა, დეპრესია, ქცევის გაუარესება, ტანტრუმები.
რეკომენდაციები მშობლებს, როცა უფროსი შვილი უმცროსზე ეჭვიანობს და როგორ შევამზადოთ ბავშვი მომავალი და/ძმისთვის:
- თუკი შენიშნავთ ეჭვიანობას, არ დახუჭოთ ამაზე თვალი დაუთმეთ თითოეულ შვილს კონკრეტული დრო. უმცროსი ცოტა ხნით სხვა ოჯახის წევრმა გადაიბაროს, მანამდე კი თქვენ უფროსთან ერთად დაკავდით რამე აქტივობით.
- არ მისცეთ უმცროს შვილს უფროსის სათამაშოები მისი ნებართვის გარეშე.
- არ შეადაროთ ერთმანეთს, იამაყეთ ორივეს წარმატებით.
- თანაბრად გაყავით სიყვარული და ყურადღება ყველა შვილზე, ასაკის მიუხედავად.
- ჩხუბისას არ დაიჭიროთ უმცროსის მხარე, მხოლოდ იმიტომ, რომ პატარაა.
- აგრესია ჩაახშეთ მომენტალურად, აუხსენით ორივეს, თუ რას ნიშნავს ერთი ოჯახი.
- ხშირად გაატარეთ დრო მთელმა ოჯახმა ერთად.
შემზადება ახალი წევრისთვის:
- თავიდანვე გააგებინეთ ახალი და/ძმის ყოლი ამბავი.
- ესაუბრეთ დედმამიშვილის ყოლის მშვენიერებაზე.
- მუცელში ყოფნისას დაამყარებინეთ უფროს შვილს მასთან კონტაქტი - ხელით იგრძნოს მისი მოძრაობა, მოუყვეს ზღაპრები, უმღეროს.
- წარმოიდგინეთ მომავალი ბავშვი ერთად, აღწერეთ, როგორი შეიძლება იყოს.
- ჩვილისთვის საჭირო ნივთები აარჩიეთ და იყიდეთ ერთად, ჰკითხეთ რჩევები უფროს შვილს და გაითვალისწინეთ მისი აზრი.
- აუხსენით თუ რამხელა პასუხისმგებლობაა უფროსი დობა ან ძმობა.
- ასწავლეთ ჩვილთან მოქცევის წესები.
- არ გახადოთ უფროსი შვილი ძიძა, დაიხმარეთ მხოლოდ მაშინ, როცა ამას თავად შემოგთავაზებთ.
- არ უთხრათ უარი ჩვილის ხელში დაკავებაზე, თუმცა დაიცავით უსაფრთხოება.
- აგრძნობინეთ მისი უდიდესი როლი და მნიშვნელობა უმცროსი დის ან ძმის ცხოვრებაში.
- არ გაუშვათ უფროსი შვილი ბებიასთან საცხოვრებლად! ის თავს იგრძნობს მიგდებულად და უსარგებლოდ.
ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე