როდის უჭირს პატარას ყველაზე მეტად დედის გარეშე - ემოციური მიჯაჭვულობა, რომელსაც ვერაფრით ჩაანაცვლებს ჩვილობის ასაკიდან ადამიანი სოციალური და ემოციური განვითარების რამდენიმე ფაზას გადის. პირველ, ყველაზე ახლო და მნიშვნელოვან კავშირს ჩვილი ამყარებს დედასთან ან იმ ადამიანთან, ვინც მასზე ზრუნავს. რა მნიშვნელობა აქვს პიროვნების ჩამოყალიბებაში მიჯაჭვულობის თეორიას რას იწვევს მისი დარღვევა - ამ თემაზე აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის დირექტორმა და ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ "აზროვნების აკადემიაში" ისაუბრა:
" მიჯაჭვულობის თეორის გულისხმობს ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებულ ძლიერ ემოციურ კავშირს, რაც შემდგომ გადადის მოთხოვნილებაში.
იმას, ვისაც ვეჯაჭვები, მუდმივად მინდა, რომ იყოს ჩემს გვერდით და მე მის გარეშე მაქვს სტრესი.
მიჯაჭვულობა არის ემოცია, რომელიც ყალიბდება პირველ პერიოდში, დაბადებიდან 3 წლამდე.
თუ ეს პერიოდი ბავშვისთვის არ იქნება სტაბილური, არ ეყოლება სტაბილურად გვერდით, ის ვის მიმარტად ეს ემოციური კავშირი უნდა ჩამოუყალიბდეს, მაშინ ირღვევა მიჯაჭვულობა, რაც, აუცილებლად, დანარჩენ ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს იწვევს.
მიჯაჭვულობა არის პიროვნების საყრდენი ღერძი.
თუ ბავშვს, დროულად უკმაყოფილებენ მოთხოვნებს სიცოცხლის პირველივე წუთებიდან, (შიმშილი იქნება ეს თუ სისველე) ექმნება სიმშვიდის განცდა, რომ უყვართ, სამყარო არის საინტერესო მისთვის, ელოდებიან, აღიარებენ.
და რას გრნობს ბავშვი, როდესაც მას მიჯაჭვულობა ერღვევა -" არ ვარ საჭირო, არავის ვუყვარვარ" - მათ აქვთ მუდმივი საფრთხის შეგრძნება ემოციურ დონეზე.
რა შეიძლება იყოს სიცოცხლის პირველივე წუთიდნ ბავშვის მოთხოვნა? - კვება, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დროულად დაკმაყოფილება, სიმშრალისა და სისუფთავის შეგრძნება, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის დედასთან თვალით კონტაქტი, ფიზიკური კონტაქტი და ჩახუტება.
ბავშვის დაადებიდან პირველი 6 კვირა დომინანტი არის დედა. 6 კვირიდან 18 კვირამდე ხდება მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, პატარას უჭირს დედის გარეშე.
ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაიჭერს ბოთლს, ვინ გამოკვებავს, ვინ აიყვანს ხელში და ჩაეხუტება- ეს ასე არ არის.
უსაფრთხო მიჯაჭვულობის შეგრძნებისათვის აუცილებელია სხეულებრივი კონტაქტი, ტაქტიური შეგრძნება- სითბოს შეგრძნება, განცდა, რომ მნიშვნელოვანი ვარ, ხელში ამიყვანონ, ხელით მატარონ.
ხშირად ისმის დარიგებები, რომ გაირყვნება, ხელში არ აიყვანო, დააწვინე, იტიროს - ეს არასწორია.
არც ცალკე ოთახის გამოყოფაა ჩვილისათვის ეფექტური. კი, მართალია, ასე დედა უფრო კომფორტულად შეიძლება იყოს და დაისვენოს, თუმცა დავფიქრდეთ, რატომ გვაწვენენ პატარას გულზე დაბადების პირველ წუთებში? იმიტომ, რომ ჰქონდეს სითბოს, სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნება.
ასე რომ, ხელში არ ავიყვანო, მოვიშორო და ცალკე დავაწვინო იმის შიშით, რომ გავრყვნი მას, სწორი არ არის.
დავიმახსოვროთ, რომ რაც ამ საფეხურზე სჭირდება პიროვნებას, მისი დანაკლისის შემთხვევაში შემდეგ რაიმეთი შევსება გამორიცხულია.
ამის სამწუხარო მაგალითები არის ბავშვთა სახლებში, ჯგუფში, სადაც არის 20 ბავშვი და 2 აღმზრდელი, მათ ძალიან უჭირთ ოცივეს მოთხონილების ერთდროულად დაკმაყოფილება.
წარმოიდგინეთ, მე - 20 ბავშვის განცდები - როდესაც ვარ რიგით მეოცე და რიგით მეოცეს მაჭმევენ, მაქვს განცდა, რომ არ ვარ მნიშვნელოვანი, არ ვარ საჭირო და ძალიან ბევრი უნდა ვეცადო იმისთვის, რომ მომაქციონ ყურადღება.
შეგიმჩნევიათ, ხომ, ერთი წლის ბავშვს მუდმივად ხელში ვერ გააჩერებ, მოვა, ჩაგეხუტება და გაიქცევა, ბავშვთა სახლში, ჩემი თვალით მინახავს, ბავშვებს შეეძლოთ საათობით მსხდარიყვნენ აღმზრდელის კალთაში ჩახუტებულები, გაუნძრევლად, იმის შიშით, რომ არავის ჩამოესვა იქედან. როდესაც დასვამდა აღმზრდელი, ეწყებოდა ისტერიკა.
ადამიანები ეგოცენტრულები ვართ, ჩვენს მოთხოვნილებაში არის: "მე მაღიარე, მე დამინახე, მე გიყვარდე" და როდესაც ეს მოთხოვნები არ კმაყოფილდება, ხდება მიჯაჭვულობის დარღვევა.
მიჯაჭვულობა შეგვიძლია დავყოთ უსაფრთხო და დეზორგანიზებულ, არაუსაფრთხო მიჯაჭვულობად.
ბავშვს, რომელსაც აქვს ხანგრძლივი წყვეტა მშობელთან კონტაქტის, აუცილებელია,რომ დედა ვინმემ ჩაანაცვლოს - ბებიამ, ძიძამ. თუმცა, შესაძლოა, აღმზრდელმა მათ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილოს მაგრამ, რაც ბავშვს სჭირდება უსაფრთხო მიჯაჭვულობისათვის, სამწუხაროდ, მომვლელისგან ეს იშვიათად ეძლევათ.