9 დღე უდედოდ - ფსიქიატრების საშინელი დღიური და ცოცხალი ექსპერიმენტი
9 დღე უდედოდ - ფსიქიატრების საშინელი დღიური და ცოცხალი ექსპერიმენტი
1 / 3
Next
დედა-შვილობის გრძნობა რომ უძლიერესია, ამაზე თითქოს არავინ კამათობს, მაგრამ მაინც მეცნიერებს არაერთი კვლევა აქვთ ჩატარებული დედისა და შვილის ურთიერთმიჯაჭვულობის ძალაზე. ცნობილმა ფსიქოანალიტიკოსებმა ჯეიმს და ჯოის რობერტსონებმა კი ცოცხალ და რეალურ მაგალითზე მთელ მსოფლიოს უჩვენეს, რა საშინელებაა უდედოდ დარჩენილი ბავშვის ყოფა. მათ ბავშვთა სახლში ჩაბარებული ბავშვის დედასთან განშორების განცდები ვიდეოკამერაზე დააფიქსირეს. რობერტსონები პირველივე დღიდან პატარა ჯონის სულიერი მდგომარეობის ცვლილებას კამერით იღებდნენ.  18 თვის ჯონის ისტორია, რომელიც მშობლებმა ბავშვთა სახლში მიაბარეს, მალე
მთელმა მსოფლიომ გაიგო. ჯონის ვიდეოდღიურით რობერტსონებმა დოკუმენტური ფილმი შექმნეს და ფართო საზოგადოებას წარუდგინეს. შეუძლებელია, ფსიქოანალიტიკოსების ამ დაკვირვების დღიურმა გულგრილი დაგტოვოთ. ეს ბავშვური ტრაგედიაა, რომელიც ძალიან ჩუმად და შეუმჩნევლად ყველას თვალწინ ვითარდება.

ჯონის შესანიშნავი დედა ჰყავდა. ძლიან უყვარდა შვილი და თბილი ურთიერთობაც ჰქონდათ. ჯონის ერთი დღეც არ გაუტარებია დედის გარეშე, მაგრამ მალე დედას მეორე შვილი უნდა გასჩენოდა. მშობლებმა, სანამ დედა სამშობიაროში იქნებოდა, გადაწყვიტეს ბიჭუნა რამდენიმე დღით ბავშვთა სახლში მიებარებინათ. მართლაც, როცა დე
დას ტკივილები დაეწყო, მშობლებმა ბავშვი ღამით ბავშვთა სახლში მიიყვანეს. მათი წასვლისას ჯონი მწარედ ატირდა, მაგრამ მალე მალევე ჩაეძინა.
მას ამ სახლში 9 დღის გატარება მოუწევს. ამ დღეების განმავლობაში ჯონ რობერტსონი მას ვიდეოკამერით აკვირდება და აფიქსირებს, რა ემართება უდედ-მამამოდ დარჩენილ ბავშვს.

პირველი დღე
დილით ჯონმა უცხო ბავშვების გარემოცვაში გაიღვიძა. ამ ბავშვებისთვის ეს უკვე ჩვეული გარემოა, იციან თავის დაცვაც და ისიც, თუ როგორ მიაღწიონ თავისას. ბავშვებს სულ სხავადსხვა მედდა უვლის, პატარები გამუდმებულ ხმაურში ყოფნას მიჩვეულები არიან. იქაურობა ჯონის სახლს არაფრით არ ჰგავს. ბიჭუნა სათამაშოებით თამაშობს, თუმცა ბავშვებს არ ეკონტაქტება. ყველაზე მეტად მედდა მერი მოსწონს და სულ მის გვერდით ყოფნა უნდა. დათუნიაც კი მიუტანა, რომ მისთვის ყურადღება მიექცია, მაგრამ მერის სახვა ბავშვებიც ჰყავს მოსავლელი.
ბიჭუნა გამუდმებით კარისკენ მიდის, აკაკუნებს, ხელს იქნევს დამშვიდობების ნიშნად. სადილი ჭამა, თუმცა მაგიდასთან გამუდმებული ხმაურისა და არეულობის გამო რამდენჯერმე თვალები დახუჭა და ყურებზე ხელები აიფარა.
მედდა მერი წავიდა, ჯონს გული დაწყდა, სამაგიეროდ მამა მოვიდა. ბიჭმა მას მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გაუღიმა. მამის წასვლა არ გაუპროტესტებია, მშვიდად დაუბრუნდა თავის საქმეებს.
ცოტა ხანში ვიღაც პატარა გოგო მივიდა და სათამაშო წაართვა. ჯონს აგრესიულ ბავშვებთან საქმე არასოდეს ჰქონია და დაბნეულია, არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, რომ სათამაშო დაიბრუნოს.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 3
Next
75335
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (29)
NATIA
0
სისხლის დანახვის მეშინია საშინლად .სისხლის კი არა სხვა ადამიანს რამე თუ ტკივა ,იგივე ადგილი მტკივდება მეც.მოკლედ როგორც იტყვიან სუსტი გული მაქ.თან ძაან ემოციური ვარ,მაგრამ წლი ნახევრის იყო ჩემი შვილი როცა გაუტკივარება ვერ გაუკეთეს ექიმებმა ისე ჩაუტარეს პატარა ქირურგიული პროცედურა.ერთი წამით არ გამიშვია ბავშვის ხელი.ძალიან ტკიოდა მაგრამ დარწმუნებული ვარ უფრო ეტკინებოდა მე ,რომ იქ არ ვყოფილიყავი.როგორც კი ყველაფერი მორჩა და ბავშვიც დაწყნარდა ფეხები მომეკვეთა
15:57 / 07-06-2019
თთთ
0
წლინახევრის იყო ჩემი გოგო როცა მივლინებით გამიშვეს 5 დღით სხვა ქალაქში,ბავშვი მამასთან დავტოვე,დილით ბაღში მიყავდა საღამოს მოყავდა.მე ყოველდღე ვურეკავდი,მესამე დღეს არ დამელაპარაკა არც მეოთხე დღეს,მეხუთე დღეს ჩამოვედი..უკან,უკან დაიხია და გამებუტა არ მიმიკარა,საღამოს სიცხემ აუწია და შემირიგდა.დღესაც გული მტკივა ამის გამო.უკვე ათი წლისაა,არასდროს მომიტყუებია მაგრამ მაგრამ როცა რამეს მთხოვს და ვპირდები,არა არ მჯერაო მეუბნება.დედი როდის მომიტყუებიხარ მეთქი...დაფიქრდება და ვერ იხსენებს,მე კი ვიცი ამის მიზეზი სწორედ ის არის რომ მარტო დავტოვე 9 წლის წინ.
17:02 / 08-08-2017
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?