ბავშვის ლაღ და თავისუფალ განვითარებას დღეს მშობლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ჩვენს გვერდით ბევრია ისეთი დედა, რომელიც მცირე ასაკის შვილს სრულ თავისუფლებას ანიჭებს და მიაჩნია, რომ ბავშვი არაფერში არ უნდა შეზღუდო, რათა მომავალში დამოუკიდებელი და თავდაჯერებული გაიზარდოს. სწორია თუ არა ასეთი მიდგომა - ნევროლოგი თამარ ედიბერიძე ბავშვის თავისუფლებასა და ამავდროულად, წესების დაცვის შესახებ მშობლებს საინტერესო რჩევებს აძლევს.
მისი თქმით, აკრძალვები და საზღვრების დაწესება ისეთივე ეტაპია განვითარების, როგორც თავისუფლების მინიჭება
„ბავშვი უნდა იმყოფებოდეს გარემოში, რომელიც უსაფრთხოა მისთვის და ირგვლივ მხოლოდ ბავშვისთვის დასაშვები

ზოგადად, როცა ბავშვი რაღაცას ემოციურად ითხოვს, პირველი მესიჯი, რაც დედისგან მასთან უნდა მივიდეს, არის „გავიგე“, „მე მესმის შენი“ - უნდა გააგებინოთ, რომ იცით, რას ითხოვს და რა უნდა. უნდა ჩაიმუხლოთ მის სიმაღლეზე, თვალებში უყუროთ და უთხრათ, „გავიგე, რომ ეს გინდა, მაგრამ ახლა ვერ მოგცემ, ახლა ვერ წავალთ...“ თუ ხელში აყვანილს ეტყვით, შეიძლება ჰაერში მყოფმა ვერ აღიქვას, რას ეუბნებით, ამიტომ ჯობს, რომ ჩაიმუხლოთ. მიზეზიც აუხსენით თუ რატომ ვერ უსრულებთ სურვილს და ეს რაც შეიძლება გასაგებად უთხარით, ბავშვისთვის მისაღები ლექსიკით. როგორც კი მიხვდებით, რომ გაიგო, რაც უთხარით, მივიდა ინფორმაცია მის ტვინამდე, მაგრამ კვლავ აგრძელებს ისტერიკას, უბრალოდ ადექით და ინგნორირება გაუკეთეთ მის ქცვას. თუმცა ააკონტროლეთ უსაფრთხოება, რომ არ დაეჯახოს კედელს ან მინის კარადას და არ დაშავდეს, მაგრამ თვალებში აღარ უყურებთ და აღარ ელაპარაკოთ. სათქმელი თქვენ უკვე უთხარით. ამით ვაგრძნობინებთ, რომ ტირილით სიტუაცია ვერ შეიცვლება. ძალიან ბევრი ფსქილოგის და ნევროლოგის გამოცდილებამ დაადასტურა, რომ თუ ბავშვი მიხვდა, რომ ტირილით არაფერი იცვლება, ყოველი შემდგომი ტანტრუმი უფრო და უფრო ხანმოკლეა. სამაგიეროდ, თუ მშობელს უმტყუნა ნერვებმა და თავადაც ჩათვალა, რომ არაუშავს, ამ ერთხელ ითამაშოს, ან ბებო გამოვიდა წინადადებით, ნუ აწვალებთ ბავშვს და ა.შ. ამ დროს ბავშვსითვის ყველაფერი ირევა და ტანტრუმი არასოდეს დამთავრდება. მოკლე ტანტრუმით თუ ვერ გავა ფონს, ხანგრძლივს მოაწყობს. საქმე იმაში კი არაა, რას ითხოვს და ადვილად შესასრულებელია თუ არა ეს მოთხოვნა, მან უნდა ისწავლოს წესის გათვალისწინება, სურვილის გადავადება. ეს პირველ რიგში მისთვისაა კარგი“ - ამბობს თამარ ედიბერიძე გადაცემაში "პირადი ექიმი".