გონებაგაფანტულ ბავშვებს ძალიან უჭირთ ერთ რამეზე კონცენტრირება. სწრაფად გადადიან თემიდან თემაზე, ავიწყდებათ თუნდაც ის, თუ სად დადეს სათამაშო. სკოლაშიც განსხვავებული მიდგომები დასჭირდებათ. შესაძლოა სხვადასხვა სპეციალისტის დახმარებაც გახდეს აუცილებელი და პრობლემის აღმოსაფხვრელად ნევროლოგს, ფსიქოლოგს მიმართოთ. თუმცა, სახლშიც შეგიძლიათ ყურადღება სპეციალური თამაშებით განუვითაროთ, ითამაშოთ ოჯახის წევრებთან ერთად ან კიდევ სხვა ბავშვები შეკრიბოთ.
სხვათა შორის, თუ თქვენს
"მოძებნე ნივთები"
თამაში კონცენტრაციის განვითარებას უწყობს ხელს. წესი კი ასეთია: აიღეთ სურათებიანი წიგნი, გადაშალეთ და მოძებნეთ ჭურჭელი, ავეჯი, ბოსტნეული, ცხოველები, ფრინველები თუ სხვა. მაგალითად, აირჩიეთ ხილი. ბავშვის ამოცანაა, ყურადღებით დაათვალიეროს წიგნი და თუ სადმე ხილი წერია, ნახოს და დაასახელოს. გარდა ამისა, შეგიძლიათ პატარა შეჯიბრიც მოაწყოთ, კონკრეტულ ფურცელზე ვინ უფრო მალე ნახავს"მოძებნე ნივთი ოთახში"
ხელს უწყობს არა მხოლოდ ყურადღების, არამედ აღქმისა და ვიზუალური მეხსიერების განვითარებასწესე ასეთია: მშობელი წინასწარ აწყობს ფერისა და ფორმის მიხედვით სხვადასხვა სათამაშოს ოღონდ ისე, რომ არც პირდაპირ ჩანდეს ოთახში და ამავე დროს, ძალიან დამალულიც არ იყოს. მაგალითად, ლურჯი საგანი ლურჯ ფარდასთან დადოს. ბავშვის ამოცანაა, დაკვირვებით შეამოწმოს ოთახი და დეტალებზე ყურადღება გაამახვილოს. ასევე, უფროსებს შეუძლიათ მათთან ერთად გამოიკვლიონ ოთახი. რა ნივთებია დალაგებული, კარგად დააკვირდნენ. შემდეგ ბავშვი დროებით უნდა გაუშვათ ოთახიდან, ნივთების განლაგება შეცვალოთ და შვილი კვლავ შეიყვანოთ. მისი ამოცანაა, მიხვდეს, რა შეცვალეთ ან გადაადგილეთ.

"საოჯახო ალბომი"
ეს აქტივობა ბავშვს ყურადღებისა და მეხსიერების განვითარებაში ეხმარება. ერთად დაათვალიერეთ სურათები. ბავშვებს ძალიან უყვართ სურათების დათვალიერება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავადაც არიან აღბეჭდილნი. თუმცა, ყველაზე მთავარია, მასთან ერთად გაიხსენოთ წარსულის ტკბილი მოგონებები. როცა ფოტოს ნახავთ, შეგიძლიათ ჰკითხოთ: "გახსოვს ეს ფოტო, ქვიშისგან კოშკი რომ გააკეთე? ხომ არ გახსოვს, რა საგნები გქონდა? რა ფერის ნიჩაბი იყო ან ვინ თამაშობდა შენთან ერთად?""ნახე და შეეხე"
ბავშვი სწავლობს არა მხოლოდ ყურადღების კონცენტრირებას, არამედ ფერებისა და მათი სახელების გარჩევას, რაც ადრეულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია.თამაშის წესი ასეთია: 30 წამის განმავლობაში ბავშვმა ოთახში რაც შეიძლება მეტი ერთი კონკრეტული ფერის ნივთი უნდა ნახოს. მაგალითად, ყველა წითელი. უფროსებს კი შეგიძლიათ მსგავსი აქტივობა მიღწევების ფურცელში მოინიშნოთ. გარდა ამისა, ბავშვთან ერთად განიხილოთ, რატომ ვერ აღმოაჩინა ნივთები, რა გაუჭირდა და ასე შემდეგ.
ასევე, შეგიძლიათ როლები გაცვალოთ და ნებისმიერ თამაშში ბავშვი ლიდერი გახადოთ. მისცეთ შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მსგავი თამაშები უფროსებსაც მისცემს ცხოვრების ხალისს და შესაძლებლობას, დაბრუნდნენ ბავშვობაში.