ეს ყველაზე მარტივი ტესტია იმის გამოსაცნობად, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი ოჯახის წევრებს ეს ყველაზე მარტივი ტესტია იმის გამოსაცნობად, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი ოჯახის წევრებს და უნდა შეცვალოთ თუ არა რამე აღზრდისა და ბავშვთან ურთიერთობის საკითხებში.
ჰკითხეთ ბავშვს, მისი აზრით, დედა (მამა, ბებია ან ბაბუა, ვისზეც გაინტერესებთ მისი აზრი) ძაღლია თუ კატა? პირდაპირ, უცებ თქვას, ძაღლს უფრო ჰგავს დედა თუ კატას. მისი პასუხის მიხედვით ფსიქოლოგები ძალიან მარტივად აკეთებენ დასკვნებს.
თუ იტყვის, რომ დედა უფრო კატას ჰგავს, ეს ცუდი არ არის - ე.ი. ბავშვს კატასავით, თბილად ექცევით, მას არ აკლია მოფერება და სითბო. თუმცა, ზომიერი სიმკაცრის გამოჩენაც არ იქნება ცუდი, თუ მხოლოდ მოფერებას არ მოაქვს შედეგი.
თუ უფრო ძაღლს გამსგავსებთ, ე.ი. ძალიან ბევრს უბრაზდებით და ეჩხუბებით, ნაკლებს ეფერებით. მას მოფერება და ალერსი აკლია და ამ კუთხით გააძლიერეთ მუშაობა.