როდესაც ბავშვი ძალიან პატარაა, ტირილი მისთვის სხვებთან საკომუნიკაციოდ ერთადერთი შესაძლებლობაა. გარკვეული დროის შემდეგ იწყებს სიარულს, შემდეგ - საუბარს და რატომღაც, მოლოდინი გვაქვს ხოლმე, რომ ემოციებს ისე გამოხატავს, როგორც ზრდასრული ადამიანი. თუმცა, ეს ასე არ არის.
სკოლამდელი ასაკის ბავშვები ყოველთვის იმის გამო არ ტირიან, რომ რაღაც სწყინთ. ეს არის ხერხი, რომ სხვადასხვა ემოცია გამოხატონ. ბავშვების ფსიქიკა ამ ასაკში არასრულფასოვანია და როცა ბრაზდებიან, ეშინიათ, იმედი უცრუვდებათ, ღელავენ რაღაცაზე, უკრძალავენ - ცრემლები ბუნებრივი რეაქციაა. მას შეიძლება არც ესმის ზუსტად რას გრძნობს და სიტყვებით ვერ გამოხატავს. ამიტომ, როცა ვეკითხებით "რა გჭირს", არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ერთ პასუხს ვერ ამბობს.
როცა ბავშვს ვეუბნებით "არ იტირო", ეს ორ რამეს ნიშნავს: პირველი, რომ არ გვესმის ან არ გვინდა მისი ემოციების გაგება და მეორე, რომ მისი ემოციები მნიშვნელოვანი არ არის. ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ როცა მსგავს ფრაზებს ვეუბნებით, უარესად იწყებს ტირილს.
ჩვენი მიზანია, პატარას ემოციების დარეგულირებაში დავეხმაროთ. ყველაზე კარგი კი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, თანაგრძნობის გამოხატვაა.
არის კიდევ სხვა გზა, რასაც მშობლები ყურადღების გადასატანად იყენებენ, რომ ბავშვმა ტირილი შეწყვიტოს. მაგალითად, "შეხედე, რა ხდება ქუჩაში", "შენი სათამაშო რას აკეთებს?", "სად გაქვს შენი ბურთი?" ყურადღების გადატანა საუკეთესო სტრატეგია არაა, რადგან ბავშვი ასე ვერასდროს ისწავლის, როგორ გაუმკლავდეს ზოგიერთ ემოციას.
დიახ, თუ თქვენი შვილი სათამაშოს გამო ნერვიულობს, უმჯობესია, სხვა აიღოთ და მისცეთ. მაგრამ, თუ ის იმის გამო ტირის, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაში დაეხმარეთ იმის ნაცვლად, რომ უფლება მიგეცათ, დამოუკიდებლად ჩაეცვა, ამ დროს ყურადღების გადატანა არ ღირს. უნდა მივცეთ შესაძლელობა, გამოხატოს ბრაზი, ემოცია, რომ მომავალში მასთან გამკლავება ისწავლოს.
შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენი შვილი კვლავ დაიწყებს ტირილს, ეცადეთ, ერთი წუთი გამოყოთ და დამშვიდდეთ. თუ თქვენც ძალიან გაბრაზდით, დიდი შანსია, რომ სიტუაცია გააუარესოთ. ამიტომ, ერთი-ორჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და დამშვიდდით. როცა მზად იქნებით, შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მარტივი ფრაზები: