ბავშვის 4 მთავარი კრიზისი 2-დან 6 წლამდე პერიოდში - როგორ გავუმკლავდეთ მათ
ბავშვის 4 მთავარი კრიზისი 2-დან 6 წლამდე პერიოდში - როგორ გავუმკლავდეთ მათ
ხანდახან გვეჩვენება, რომ ბავშვი, რომელთანაც ადრე უპრობლემოდ შეიძლებოდა დალაპარაკება, ახლა შეგნებულად გვეწინააღმდეგება და ჩვენს გაბრაზებას ცდილობს. თუმცა, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ ფაქტის უგულებელყოფის მცდელობამ, ისევე როგორც "ბავშვთა აჯანყების" სასჯელითა და აკრძალვებით ჩახშობამ, შეიძლება მისი პიროვნული განვითარება შეაფერხოს.

კრიზისი 2 წლის ასაკში: საუბრობს

ბავშვი პირველად საკუთარი სურვილების შესახებ დაახლოებით 2 წლის ასაკში აცხადებს, მაშინ, როცა გასაგებად იწყებს საუბარს. თუ ადრე ტირილით გამოხატავდა ამას, ახლა სიტყვებით ცდილობს მშობლის დარწმუნებას. თუ სთხოვთ, სათამაშოები დაალაგოს, ის თავდაჯერებულად გპასუხობთ: "არა".

როგორ უნდა ავიყვანოთ თავი ხელში?

ეს
არის სიტუაცია, როცა ბავშვმა ჯერ
კიდევ არ იცის, როგორ წარმართოს დიალოგი სწორად. იმის ნაცვლად, რომ მტკიცე უარი უთხრათ და უსაყვედუროთ, გაიღიმეთ და უთხარით: ვიცი, რისი თქმაც გინდოდა: "დიახ, დედა, ცოტას ვითამაშებ და დავალაგებ". ჩართეთ ამ პროცესში ბავშვი თამაშის სახით. მაგალითად, უთხარით: " მოდი, დათვი დივანზე დავსვათ და გვიყუროს, როგორ სწრაფად ვალაგებთ სათამაშოებს." დროდადრო, დათვის ან ნებისმიერი სხვა საყვარელი სათამაშოს სახით გამოხატეთ შექება, როგორ უკეთ უმკლავდება ამოცანებს.

რა დგას ბავშვური ახირების უკან?
ბავშვი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ მას და დედას ყოველთვის ერთნაირი მიზანი არ აქვთ. ამიტომაც, პირველ დამოუკიდებელობას გამოხატავს, როცა ამბობს "არა". ეს შესაძლოა მისთვის ყოველთვის კომფორტული პოზიცია არ იყოს, მაგრამ ამით ცდილობს გამოხატოს, რომ დამოუკიდებელი ადამიანი, მასაც გააჩნია საკუთარი აზრი და პოზიცია. გარდა ამისა, თუ ბავშვი შეამჩნევს, რომ მისთვის არ გცალიათ, არ ესაუბრებით და არ ეთამაშებით, შესაძლოა მსგავსი ახირებები, სიჯიუტე თქვენი ყურადღების მისაპყრობად გამოიყენოს.

mshoblebi

კრიზისი 4 წლის ასაკში: უხეშობს

ბავშვების უმეტესობა უკვე კარგად საუბრობს და თუ ისინი გარკვეულწილად არ გვეთანხმებიან, უკვე უხეში ფორმით, მათ შორის, სიტყვებით გამოხატავენ წყენას. გარდა ამისა, ბავშვის დარწმუნება, გააკეთონ ის, რაც თქვენ გსურთ, აღარაა ისეთი მარტივი, როგორც ეს 2 წლის ასაკში იყო.

როგორ ავიყვანოთ საკუთარი თავი ხელში?
წარმოიდგინეთ, ბავშვი საბავშვო ბაღიდან მოგყავთ და გზად ნაყინს გთხოვთ. თქვენ მტკიცედ დგახართ თქვენს პოზიციაზე და ეუბნებით, რომ მხოლოდ სადილის შემდეგ მისცემთ ნაყინის შეჭმის უფლებას. ამ დროს ბავშვი ბრაზდება და იწყებს უხეშობას, გეუბნებათ ცუდ სიტყვებს, მაგალითად: "დედა, სულელი ხარ. მეზიზღები." რა თქმა უნდა, მსგავსი სიტყვების მოსმენა არ არის მარტივი, მაგრამ, დამშვიდდით! თქვენს შვილს არ სურდა თქვენი შეურაცხყოფა, ვერ აცნობიერებს ამ სიტყვების ძალას. დიდი ალბათობით, თანატოლებისგან, ირგვლივმყოფებისგან გაიგო მსგავსი ფრაზები და ასე გამოხატა გაბრაზება.
"ამ ასაკში ბავშვები კიდევ უფრო დიდი ძალით ისწრაფვიან დამოუკიდებლობისკენ, მაგრამ ამავე დროს, აცნობიერებენ, რომ ყველაფრის მიღწევა, რაც სურთ, შეუძლებელია. თუ ძალიან გეწყინათ მათი სიტყვები, არასოდეს უპასუხოთ შეურაცხყოფითა და დამცირებით." - ამბობენ ფსიქოლოგები.

რა დგას ბავშვური ახირების უკან?
ბაღიდან სახლში დაბრუნების შემდეგ ბავშვი გრძნობს დაღლილობას და შეიძლება განსაკუთრებით გაღიზიანებული იყოს. ასეთ დროს, ცოტახნით მარტო უნდა დატოვოთ ან ერთად თამაში შესთავაზოთ. ბავშვი დიდხანს ვერ გააგრძელებს უხეშობას და ძალიან მალე ისე დაგიბრუნდებათ, თითქოს არაფერი მომხდარა. ჩაეხუტეთ და უთხარით, რა მტკივნეულია მისგან ასეთი სიტყვების მოსმენა. წაუკითხეთ ზღაპრები თუ ისტორიები თავაზიანი და უხეში მოქცევის, შესაბამისი მაგალითების შესახებ და ბავშვი ასე უკეთ გააცნობიერებს საკუთარ ქცევას.

mshoblebi

კრიზისი 5 წლის ასაკში: პასუხისმგებლობის აღება

ბავშვები აგრძელებენ სწავლას, როგორ გაუმკლავდნენ ნეგატიურ ემოციებს, გაღიზიანებასა და სიბრაზეს, მაგრამ ისინი საკმარისად მზად არ არის, რომ ზუსტად გაიგონ საკუთარი ქცევა და იფიქრონ მოსალოდნელ შედეგებზე.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას?
თუ ბავშვს ტელევიზორის გამორთვა სთხოვეთ და მულტფილმების ყურების ნება აღარ დართეთ და ამ დროს კი მართლაც რთავს ტელევიზორს, პულტს აგდებს და ოთახიდან გადის, საყურადღებო ნიშანია. შეიძლება იფიქროთ, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიეთ, მაგრამ თქვენი შვილის აგრესიის გამოვლინება გულგრილად და უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. მშვიდად აუხსენით, რომ ამ ასაკში უკვე უნდა ესმოდეს, რომ აგრესიის გამოვლენა, შეურაცხყოფა და უპატივცემულობა არ არის კარგი არჩევანი და ამის გამო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. თუ თავს უფლებას აძლევს, სხვა ადამიანს, მათ შორის, დედას, მამას, ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაშინ შედეგზეც უნდა იფიქროს. მაგალითად, ძალიან მკაფიოდ, თუმცა მშვიდად და არგუმენტირებულად უთხარით, რომ 2 დღის განმავლობაში მულტფილმებს საერთოდ ვეღარ უყურებს, რადგან უნდა გაიაზროს საკუთარი შეცდომა და დაფიქრდეს მასზე.

რა დგას ამ ახირების მიღმა?
უფროსებისთვის, როცა გაბრაზება გვახრჩობს, მარტივი არ არის ემოციებისა და საკუთარი თავის მართვა. წარმოიდგინეთ, ეს რა რთულია ბავშვისთვის, რომელსაც სრულად არ შეუძლია ქცევის გაკონტროლება. ამიტომაც ისვრის ნივთებს, ყვირის, იატაკზე წვება. თქვენი ვალია, დაელაპარაკოთ და არც ერთ შემთხვევაში არ მიაყენოთ შეურაცხყოფა, რაც კიდევ უფრო დიდი სტრესი იქნება მისთვის.

mshoblebi

კრიზისი 6 წლის ასაკში: სიჯიუტე სკოლამდელ პერიოდში

როცა, მაგალითად, სადილს ამზადებთ და ეკითხებით შვილს, მზადაა თუ არა, სუფრის გაშლაში დაგეხმაროთ, ის კი ამას ადრე დიდი სიხარულით აკეთებდა, ახლა კი აღარაა მოწადინებული, რა უნდა გააკეთოთ?
ექვსი წლის ასაკში ბავშვები უკვე ცდილობენ, მიბაძონ უფროსებს და ირონიულად პასუხობენ იმ შეკითხვებზე, რასაც იმავე ტონით უფროსი უსვამს. გვინდა თუ არა, ესეც განვითარებისა და ზრდის ეტაპია. ამიტომაც, სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვებს მხოლოდ საყვედურები კი არ უნდა ვუთხრათ, არამედ წავახალისოთ თავაზიანობისთვის, შევაქოთ კარგი მანერების გამოვლენისთვის და არ დაივიწყოთ ჯადოსნური სიტყვები: "მადლობა", "თუ შეიძლება".

12832
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები