როცა ბავშვი პატარა ნივთებს ცხვირში იდებს, ძალიან ხმაურობს და გახდილი დარბის - რა არის ასეთი ქცევების მიზეზი და როგორ ავიცილოთ თავიდან
როცა ბავშვი პატარა ნივთებს ცხვირში იდებს, ძალიან ხმაურობს და გახდილი დარბის - რა არის ასეთი ქცევების მიზეზი და როგორ ავიცილოთ თავიდან


ბავშვები თავიანთი ქცევით ხშირად გვაოცებენ და ზოგჯერ აშინებენ კიდეც მშობლებს. მაგალითად, ცხვირსა თუ ყურში მცირე ზომის საგნების შეტენვა, ძაღლის თასიდან წყლის დალევა, საწოლის ქვეშ დამალვა, ჭუჭყიანი ნივთების პირში ცადება და ასე შემდეგ. დღეს ბავშვების უცნაურ ქცევებსა და მათ მიზეზებზე ვისაუბრებთ. უფრო სწორად, ეს ქცევები უფროსებისთვისაა უცნაური, ბავშვის გადმოსახედიდან კი სპეციალისტების ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავენ.

რატომ არის ნორნალური, როცა ბავშვი შიშველი დარბის?

ზოგიერთ ბავშვს ერთი სული აქვს, ტანსაცმელი გაიძროს და შიშველმა ირბინოს. სულ არ აქცევს ყურადღებას ამ დროს ციცა თუ თბილა. სპეციალისტების განმარტებით, ბავშვს სურს,
შეისწავლოს არა მხოლოდ მის გარშემო
არსებული სამყარო, არამედ საკუთარი თავი და სხეული. ამიტომაც, ამაში არაბუნებრივი არაფერია. გარდა ამისა, მას, ალბათ, მოსწონს თავისუფლების შეგრძნება, როცა სიმსუბუქეს აქვს და შიშველი დარბის. ასევე, ბევრი მშობელი თავს უხერხულად გრძნობს, რომ ბავშვი გახდილია. ცდილობენ ძალით ჩააცვან და ეს არეულობა პატარას კიდევ უფრო მეტად მოსწონს. მშობლების მთავარი წესია: ბავშვები არ უნდა დარჩენენ უყურადღებოდ არსად, არც ერთი წუთით, თუნდაც საკუთარ ოთახში.

როგორ გავუმკლავდეთ მსგავს ქცევას?

თუ ბავშვი არასასიამოვნო მდგომარეობაში გაყენებთ, როცა უცხო ადამიანებთან ერთად იხდის ტანსაცმელს და ასე დარბის, ნება მიეცით სახლში შიშველი ირბინოს, სადაც ამას სხვები ვერ დაინახავენ. მას შემდეგ, რაც მიიღებს ნებართვას, ეტყვით, რომ შეუძლია თავისუფლად იაროს გახდილმა, ის დაკარგავს მსგავსი ქცევის ინტერესს და უცხო ადამიანებთან ერთად ამის გაკეთება აღარ მოუნდება.
მაგრამ, თუ გაშიშვლებაზე ყვირილით ან სიცილით ირეაგირებთ, დარწმუნებული იყავით, რომ "უცნაურობა" დიდხანს გაგრძელდება. ასევე, არ უნდა უწოდოთ ბავშვის საქციელს მახინჯი ჩვევა, რადგან ამ გზით სამყაროს იკვკლევს და მისი სიშიშვლის შესახებ გამოყენებულმა შეურაცხმყოფელმა სიტყვებმა შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოუყალიბოს და მომავალში საკუთარი სხეულის შერცხვეს.

mshoblebi

საჭმლის ნამცეცებს, სხვა წვრილ ნივთებს ყურსა და ცხვირში ათავსებს

პატარა ნივთებით თამაში მოტორული უნარების განვითარებას იწვევს. ისინი ადვილად იღებენ ხელში, გემოთი, ყნოსვით, სხვადასხვა კუთხით შეისწავლიან. თუმცა, პატარა მკვლევარი შეიძლება არ დასჯერდეს საკვების, ღილის ან მძივის ჩვეულებრივ გამოყენებასა და მხოლოდ გარეგნულ დაკვირვებას. ამიტომაც, ხშირად მათ ცხვირში, პირში, ყურში იდებენ.

როგორ გავუმკლავდეთ მსგავს ქცევას?
როცა ბავშვს აინტერესებს, რა ხდება პირობითად პირის ღრუში, შეგიძლიათ ფანრის გამოყენებით დაათვალიერებინოთ. კარგი იქნება, თუ აუხსნით, რომ საჭმელი საჭმელია და პირში უნდა ჩაიდოს და არა ცხვირში. თავდაპირველად ასწავლეთ, როგორ მოიქცეს და არ უთხრათ, რა არ უნდა გააკეთოს, რადგან სპეციალისტების თქმით, რეკომენდაციები ეფექტურია, მაგრამ აკრძალვები ცდუნებას იწვევს. ამიტომაც, უცვლელი და მთავარი წესი: ამ ასაკის ბავშვები უყურადღებოდ არ უნდა დარჩნენ.

ცდილობს სახლში ისეთ ადგილებში შეძვრეს, სადაც თავისუფლად ვერ მოძრაობს

ესეც ნორმაურია, საკუთარი სახლის სივრცის შესწავლისას ბავშვი იყენებს სხეულს, როგორც უნივერსალურ საზომ საშუალებას. ბავშვმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაიწყო დამოუკიდებლად მოძრაობა, ჯერ კიდევ ცოტა რამ იცის თავისი სხეულის ზომების შესახებ, ამიტომ ცდილობს იატაკსა და დივანს შორის მისი წარმოდგენით, "უფსკრულში" შევიდეს. მერე ხვდება, რომ ძალიან ვიწროა, ვერ ეტევა და თავს ანებებს. ეს არის არა მხოლოდ მოძრაობის საჭიროების დაკმაყოფილება, არამედ ფასდაუდებელი გამოცდილება ბავშვის ინტელექტის განვითარებისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას საკუთარი სხეულის ზომის, საზღვრებისა და შესაძლებლობების შესახებ ეცოდინება. თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ მშობლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ სახლში უსაფრთხო გარემო შექმნან და მაქსიმალურად ეცადონ, დაიცვან შესაძლო დაზიანებებისგან.

თამაშობს შეუფერებელ ადგილებში

თუ ბავშვი სათამაშოდ უცნაურ ადგილებს ირჩევს, მაგალითად, უფროსების ფეხების ქვეშ სურს პატარა კოშკები ააშენოს და არა საკუთარ ოთახში, სათამაშო სივრცეში, ესეც ნორმალურია. ის ელოდება არა მხოლოდ ყურადღების მიქცევას, არამედ რეაქციას მიმდებარე სივრცის შესწავლაზე. ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების კონტაქტი, მხარდაჭერა, მაგრამ ეს ბავშვის აქტივობის ჩახშობის გარეშე უნდა გააკეთოთ. ბავშვის მიმართ მოთხოვნები უნდა იყოს მკაფიო, მშვიდად და კეთილგანწყობით გამოხატული. შეეცადეთ მოძებნოთ ალტერნატივა. გამოიჩინეთ მოთმინება, მოძებნეთ შვილთან ურთიერთობის ახალი ფორმები. მნიშვნელოვანია, იპოვოთ ბალანსი ბავშვის საჭიროებების პატივისცემასა და საზღვრების დაცვას შორის, რომელიც აუცილებელია არა მხოლოდ დისციპლინის სწავლებისთვის, არამედ მშობლების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მოთხოვნები უნდა იყოს მკაფიო და როგორც აღვნიშნეთ, მშვიდად და კეთილგანწყობით გამოხატული. უთხარით, რა არის სახიფათო და ალტერნატივა შესთავაზეთ. 
mshoblebi

თამაში ყვირილით და რახა-რუხით

როცა ბავშვი საკუთარი ხმის აპარატის შესაძლებლობებითა და შთაბეჭდილებით სარგებლობს და ხედავს, რომ მისი "ვოკალი" სხვა ადამიანებზე გავლენას ახდენს, ყურადღებას აქცევენ, ყოველ ჯერზე ცდილობს, ხმას აუწიოს. ეს შეიძლება სხვა ფორმითაც გამოხატოს, მაგალითად, საგნებს მეორე ნივთი დაარტყას და დიდი ხმა გამოიწვიოს, რაც ხშირად აღიზიანებთ უფროსებს და შენიშვნას ეუბნებიან. ამიტომაც, ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, რომ მისცენ გარკვეული დროის განმავლობაში ხმაურის უფლება, რომ ეს ინტერესი დაიკმაყოფილონ. ხოლო, ტონი თავადაც გააკონტროლონ. უცნაურია ყვირილით დუმილის მოთხოვნა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ბავშვმა სწორად გაიგოს.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუ ოჯახში ხმამაღალი საუბარი, ტელევიზორის ძალიან მაღალ ხმაზე ჩართვა ჩვეული მოვლენაა, ბავშვიც ქცევას იმეორებს და იძულებულია, თავადაც ხმამაღლა ილაპარაკოს.

გემოს უსინჯავს აბაზანის წყალს, ქვიშას ან ჭუჭყიან საკვებს

რატომ არის ეს ნორმალური? - როდესაც თქვენი შვილი ძალიან პატარა იყო, სათამაშოებსა და წიგნებს "აგემოვნებდა". ის ახლა 1-2 წლისაა და საპნიანი წყლისა და ქვიშის ექსპერიმენტებზე გადადის. აგრძელებს სამყაროს შესწავლას და ამის მთავარი გზა აღნიშნულ ასაკში მათი გასინჯვაა. ბავშვს შეუძლია დალიოს წყალი პირდაპირ აბაზანიდან ან გამოწოვოს ის რეზინის სათამაშოებიდან, ქაფიც კი დააგემოვნოს. უყვარს ქვიშის ჭამა, უცნაური, ჭუჭყიანი ნივთების პირში ჩადება. თუ ქვიშის გემო არ მოსწონს და სწრაფად ანებებს თავს მის ჭამას, აბაზანიდან წყლის დალევის ჩვევა შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს და ჯანმრთელობისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდეს. ბანაობის წინ ეცადეთ, ჩვეულებრივი სასმელი წყალი შესთავაზოთ და გემოზე გააკეთოთ აქცენტი. მაგალითად, "რა კარგი წყალია, რა სასიამოვნო გემო აქვს, მე და მამა სულ ამას ვსვამთ." ან კიდევ შესთავაზეთ წვნიანი ხილი. მნიშვნელოვანია, რომ აბაზანაში წყალი არ იყოს ძალიან ცხელი, რომ დეჰიდრატაციის შეგრძნება არ გაუჩნდეს. თუ ბავშვს წყლის დალევა უნდა, აიყვანეთ ხელში, შემოახვიეთ პირსახოცში და წაიყვანეთ სამზარეულოში. უნდა ახსოვდეს, რომ წყალი მხოლოდ იქ უნდა დალიოს, მიეჩვიოს თავისი ლამაზი ჭიქიდან დალევას. შექმენით გარკვეული "რიტუალი".
თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ აბაზანიდან წყლის დალევა უფრო ხშირად არა წყურვილით, არამედ ცნობისმოყვარეობით აიხსნება და ეს ბუნებრივი სურვილია ამ ასაკში. მსგავს შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ არ გადაყლაპოს და ეს წაახალისოთ. თუ ბავშვს ასწავლით პირიდან წყლის გადმოღვრას სათამაშოების მეშვეობით, ამით სასიამოვნო რიტუალს ჩამოუყალიბებთ.

გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი მკაცრი აკრძალვა ბავშვს უბიძგებს, კიდევ გაიმეოროს იგივე. ამიტომაც, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით თანმიმდევრული.

altრას განიცდის ბავშვი, რომელიც სათამაშოებს სცემს და რისი თქმა სურს ამით

altახალი სათამაშო, რომელმაც მსოფლიოს ბავშვების გონება დაიპყრო - რას ფიქრობენ ფსიქოლოგები „ფოფითზე“ და რას ურჩევენ მშობლებს


3047
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები