ბავშვებს რომ ჯადოსნობის სჯერათ, ეს ბუნებრივია. მათთვის ჯადოსნური სამყარო სავსებით რეალურია, ფანტაზიები კი - გარემომცველი სამყაროს შემადგენელი ნაწილი. ბავშვის ტვინისთვის რთული, პრაქტიკულად შეუძლებელიც კია გამიჯნოს რეალური და გამოგონილი სამყარო. ბავშვისთვის ამ სამყაროს წართმევა ძალიან მავნებელი და არასწორი საქციელი იქნებოდა. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თოვლის ბაბუის, კეთილი ფერიის. უნდა შეეძლოს იმაზე ფიქრი, რომ ოდესღაც პიტერ პენი მასთანაც მოფრინდება.
ფანტაზიორობის უნარი ბავშვს აძლევს საშუალებას, დაინახოს იმაზე მეტი, რაც თვალით ხილულია.
ფანტაზიორობა სულით დანახული სამყაროა, სიმბოლოებში გარკვევაა, გუმანით შეგრძნობილი რეალობაა. ყველა შემოქმედი ადამიანი ფანტაზიორია. მათ ამის საშუალება ბავშვობაში არ მოუსპეს. დაგვეთანხმებით, წიგნებისა და ზღაპრების გარეშე ცხოვრება რუხი და მოსაწყენი იქნებოდა. შემოქმედებითი აზროვნება ყველა სფეროში საჭიროა და მის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ბუღალტერსაც კი საქმეში ზოგჯერ გარკვეული კრეატივის შეტანა და ამოცანის განსხვავებული მიდგომით გადაწყვეტა სჭირდება. ბიზნესის განვითარება თუ წარმატებული პროექტის მომზადება შემოქმედებითი აზროვნების გარეშე წარმოუდგენელია. ეს სწორედ ის ნიჭია, რომლის წყალობით სამუსაოს ფულის გარდა სიამოვნებაც მოაქვს.
ბავშვისთვის თოვლის ბაბუას რწმენა ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ იწამოს სასწაულის. მისი გათვითცნობიერება ნაადრევ ასაკში და სრული სიმართლის თქმა არც ისე კარგი იდეაა. ზოგს ეს იარა მთელი ცხოვრება მიჰყვება. თუ მას შემოქმედებით ენერგიას წაართმევთ, ესე იგი სამომავლოდ წარმატების შანსს უკარგავთ.
დამტკიცებულია - ბავშვები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში სჯეროდათ თოვლის ბაბუის არსებობის, უფრო მიდრეკილნი არიან თანაგრძნობისა და ქველმოქმედებისადმი. ასე რომ, დააცადეთ, სანამ პატარაა, სჯეროდეს სასწაულების.