წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: თქვენ და თქვენი შვილი ეზოში სათამაშოდ ხართ და უკვე სახლში წასვლის დროა. ბავშვს ბევრჯერ უთხარით, რომ წამოგყვეთ, თუმცა არ გპასუხობთ და კვლავ თამაშს აგრძელებს. სამი მშობლიდან ორი მსგავს სიტუაციაზე ასე რეაგირებს:
"კარგი, მარტო მივდივარ, გტოვებ! ნახვამდის!"
შემდეგ კი მართლა მიდიხართ, იქვე იმალებით და აკვირდებით, როდის დაიწყებს შენიშნებული ბავშვი თქვენს ძებნას და სახლში წამოსვლას. როგორც წესი, მსგავსი მიდგომა "ამართლებს", ბავშვს ეშინია და დაუყონებლივ წყვეტს თამაშს. თქვენც აღწევთ მიზანს, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი ქმედება? ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთი საქციელით ბავშვის ყველაზე საშინელ კოშმარს განასახიერებთ, რადგანაც
მისთვის იმაზე უარესი არაფერია, ვიდრე იმის წარმოდგენა, რომ მშობელმა მარტო დატოვა.
სხვათა შორის, ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ იგივე თავადაც გაუკეთებიათ და არასოდეს დაავიწყდებათ თავიანთი შვილების გამომეტყველება და შიშით სავსე თვალები. ამიტომაც, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მსგავსი ფრაზა და ქცევა ბავშვებთან არ გამოვიყენოთ.
რისი გაკეთება შეიძლებოდა მსგავს სიტუაციაში?
პირველ რიგში, წინასწარ გააფრთხილეთ ბავშვი, რომ უნდა წახვიდეთ. უთხარით, რომ 5 წუთი დაგრჩათ და პერიოდულად შეახსენეთ, მაგალითად, 3 წუთში რომ სახლში უნდა წახვიდეთ. ამით შემზადებული იქნება და პროტესტს აღარ გამოიწვევს. ასევე, შეგიძლიათ შესთავაზოთ სათამაშოების ერთად შეგროვება. თუ ბავშვი ტირილს იწყებს, გამოხატეთ თანაგრძნობა, მაგრამ უთხარით, რომ უკვე სახლში წასვლის დროა და სხვა დროს კიდევ მიეცემა ეზოში თამაშის შესაძლებლობა.
"შეიძლება მტირალი ბავშვის ხელში აყვანა მოგიწიოთ, მაგრამ ეს ნორმალურია და თქვენი ამოცანაა, არ გაბრაზდეთ, არ დატოვოთ ბავშვი მარტო სათამაშო მოედანზე, არამედ დაეხმარეთ საკუთარ ემოციებსა და გრძნობებს გაუმკლავდეს."- ამბობენ სპეციალისტები.
გარდა ამისა, შეგიძლიათ ალტერნატივა თავად აირჩიოთ, მაგალითად, ბავშვს პირდაპირ სახლში წაიყვანთ, თუ მაღაზიაში გაატარებთ.
ასე თუ მოიქცევით, ნამდვილად უბედურ ადამიანს გაზრდით - რა არ უნდა გააკეთოთ ბავშვებთან
რა არ უნდა გააკეთოთ ბავშვის თანდასწრებით - მხედველობიდან არ გამოგრჩეთ
5 რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ, როცა ბავშვთან ურთიერთობთ