აქვს თუ არა ბავშვს აუტიზმის განვითარების რისკი? - ჩაატარეთ ეს მცირე ტესტი და უპასუხეთ 5 შეკითხვას
აქვს თუ არა ბავშვს აუტიზმის განვითარების რისკი? - ჩაატარეთ ეს მცირე ტესტი და უპასუხეთ 5 შეკითხვას


სპეციალისტები 1,5 წლის ასაკიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ყურადღებისაკენ მოუწოდებენ და საუბრობენ იმ ნიშნებზე, რომლებითაც შესაძლოა აუტისტური სპექტრის აშლილობის რიკები ადრეულ ეტაპზე გამოავლინოთ. შესაბამისად, დახმარებაც დროული იქნება, რაც გავშვის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ეს თანამედროვე ცივილიზაციის სინდრომია და გასულ საუკუნეში აუტიზმის გაცილებით ნაკლები შემთხვევა იყო. ახლა კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ასიდან ერთ ბავშვს განვითარების პრობლემა აქვს, რაც კომუნიკაციაში, ქცევასა და სოციალურ ადაპტაციაში ხელს უშლით. აღნიშნული ქცევა კი მეცნიერებმა აუტისტური სპექტრის აშლილობად დაახასიათეს. ეს ტერმინი გულისხმობს მრავალ დაავადებას, რომლებიც ადრე ცალკე იყო გამოყოფილი: აუტიზმი, ადრეული
ბავშვობის აუტიზმი, ასპერგერის სინდრომი და
ა.შ. სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსიის თანახმად, გენეტიკური მიდრეკილება და ნერვული სისტემის განვითარებაში დარღვევებია დასახელებული.

დანამდვილებით ცნობილია, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობას წამლებით არ მკურნალობენ - აქ სხვადასხვა თერაპია, ფსიქოლოგისა და სხვა სპეციალისტების კონსულტაციაა გადამწყვეტი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს გარკვეული ნიშნები დროულად შეამჩნიოთ და დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართოთ.
ექიმები, როგორც წესი, დიაგნოზს 3 წლის ასაკში სვამენ, თუმცა მშობლებს უკვე 16-დან 30 თვემდე ასაკის პერიოდში შეუძლიათ შვილებს გარკვეული ნიშნები შენიშნონ, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილონ.

mshoblebi

რა მახასიათებლებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება?

სპეციალისტების თქმით, აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს თითქმის ყოველთვის აქვთ შეზღუდული და განმეორებადი ინტერესები. ეპილეფსია, დეპრესია, შფოთვა, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობაც არაა იშვიათი ნიშანი. შესაძლოა გამოხატული იყოს ძილთან დაკავშირებული პრობლემებიც.
იმის გასაგებად, ემუქრება თუ არა ბავშვს აუტიზმის განვითარების რისკი, სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ ჩაატარონ მცირე ტესტი და უპასუხონ 5 შეკითხვას:
  1. თუ სათამაშოს თითით ამოძრავებთ, შეუძლია თუ არა თქვენს შვილს თვალი გააყოლოს?
  2. უყვარს თუ არა თქვენს შვილს როლური თამაშები, მაგალითად ცარიელი ჭიქიდან ყავის დალევა, ან კიდევ თოჯინის გამოგონილი საკვებით გამოკვება?
  3. მიანიშნებს თუ არა ბავშვი თითით იმ საგანზე, რაც მისთვის საინტერესოა. მაგალითად, იშვერს თუ არა თითს, როცა ცაში თვითმფრინავს ხედავს?
  4. რამდენად ადვილად ეკონტაქტება ბავშვებს და იძენს ახალ მეგობრებს?
  5. შეუძლია დიალოგის დაწყება სხვა ადამიანთან, მაგალითად თანატოლთან?

mshoblebi

თუ ამ შეკითხვების უმეტესობაზე თქვენი პასუხი უარყოფითია, მაშინ ჯობს, უფრო ყურადღებით იყოთ. ეს, რა თქმა უნდა, დიაგნოსტიკური მეთოდი არ არის და შედეგს ზუსტად ვერ განსაზღვრავს, დიაგნოზს მხოლოდ სპეციალისტი, ფსიქიატრი სვამს, თუმცა, მსგავსმა ქცევამ შესაძლოა მშობელი დააფიქროს და დროულად მივიდეს ექიმთან.

მაგრამ, მაშინაც კი, თუ აუტიზმის დიაგნოზი დასტურდება, არ უნდა ინერვიულოთ, რადგანაც ახლა უამრავი მეთოდი და თერაპიაა შემუშავებული მასთან საბრძოლველად. სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, რომ უფრო მეტად დაუჭირონ მხარი ერთმანეთს და ამით ბავშვს გააძლიერებენ.

კიდევ ერთი ექსპერტის დასკვნა ასეთია: აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბევრი ბავშვი თავს უფრო თავდაჯერებულად და მშვიდად ცხოველზე ზრუნვისას გრძნობს. შეხედეთ თქვენს პატარას, თუ მას ცხოველებზე ზრუნვა სიამოვნებს და ბედნიერია, მაშინ შესაძლოა შინაური ცხოველის ყიდვაზეც დაფიქრდეთ.

1808
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები