თუ 2-4 წლის ასაკში ბავშვს ამ ქმედებების შესრულება არ შეუძლია, ეს უკვე საყურადღებოა - მშობლები

თუ 2-4 წლის ასაკში ბავშვს ამ ქმედებების შესრულება არ შეუძლია, ეს უკვე საყურადღებოა

2022-11-09 11:28:29+04:00

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი დარეჯან თოლორდავა 2-დან 4 წლამდე ბავშვების განვითარების პროცესში ყველაზე საყურადღებო დარღვევებზე მიუთითებს. რომელ ნიშნებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღებაამათუიმასაკში."ბავშვის განვითარებაში 2-დან 3 წლამდე ყურადღება მისაქცევია თუ:

  • ბავშვი ძალიან გაუგებრად მეტყველებს;
  • არ შეუძლია მოკლე წინადადების გამოყენება;
  • 3 წლის ასაკში უჭირს წრის დახატვა;
  • ძალიან უჭირს მშობლებთან განშორება;
  • ხშირად ეცემა, უჭირს კიბეზე ასვლა;
  • ვერ იყენებს დამოუკიდებლად კოვზს და ჭიქას;
  • უჭირს მარტივი ინსტრუქციების გაგება;
  • სხვა ბავშვებით ნაკლებად ინტერესდება;
  • არ შეუძლია 4 ან მეტი კუბურით კოშკის აგება;
  • არ ერთვება " ვითომ-ვითომ" წარმოსახვით თამაშებში;
  • უჭირს პატარა საგნებით მანიპულირება.

3-4 წლის ასაკის ბავშვის განვითარებაში ყურადღება მისაქცევია თუ:

  • ბავშვი არ იყენებს სამ სიტყვაზე მეტსიტყვიან წინადადებებს;
  • ისევ ტირის, როცა მშობლებს შორდება;
  • არ შეუძლია ფანქრის დაჭერა ცერა და საჩვენებელი თითებით;
  • არ შეუძლია წრის დახატვა;
  • არ შეუძლია 4-5 კუბურიდან კოშკის აგება;
  • არ შეუძლია ადგილზე ხტომა;
  • არ შეუძლია სამბორბლიანი ველოსიპედის ტარება;
  • არ გამოხატავს ინტერესს ინტერაქტიული თამაშებისადმი;
  • სხვა ბავშვებს იგნორირებას უკეთებს;
  • არ პასუხობს ადამიანებს ოჯახის წევრების გარდა;
  • არ ერთვება წარმოსახვით თამაშებში;
  • არ იყენებს ადეკვატურად სიტყვებს "მე" და "შენ"