როგორ ვასწავლოთ ბავშვს მარჯვენა და მარცხენა?
როგორ ვასწავლოთ ბავშვს მარჯვენა და მარცხენა?
თუ ბავშვს უნდა, რომ უფროსებთან ერთად თავი იგრძნოს კომფორტულად, მას მოუწევს არა ერთი წესისა და კანონის შესწავლა. ერთ-ერთი ასეთი აუცილებელი უნარია - „მარჯვენა“ და  "მარცხენას“ გარჩევა, ანუ სივრცეში ორიენტირება. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სკოლამდელი ასაკის ბავშვები ადვილად სწავლობენ ცნებებს „ზემოთ“ და „ქვემოთ“, მაგრამ მარჯვენა-მარცხენას გარჩევას არაერთი დღე სჭირდება. რითი დავიწყოთ?
პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ არის მარჯვენა და მარცხენა ხელის გარჩევა. იმდენად, რამდენადაც პატარებს აქვთ კონკრეტული აზროვნება, რეკომენდებულია შედარება სხვადასხვა საგანთან. მაგალითად აუხსენით, რომ მარჯვენა ხელი არის ის, რომლითაც ვიჭერთ ფანქარს ან კოვზს
(თუ ცაციაა, პირიქით).
გაანდეთ კიდევ ერთი „საიდუმლო“: ყველაფერი,რაც მდებარეობს მარჯვენა ხელის მხარეს - არის მარჯვნივ. მაგ: ფეხი, თვალი, ყური და ა.შ.
სთხოვეთ დადოს სათამაშო მარჯვენა ხელის მხარეს. იგივე - მარცხენა მხარეს.
იგივე გაიმეორეთ ქუჩაში სეირნობისას. ყურადღება გაუმახვილეთ საგნებსა და ობიექტებზე. მაგ: “ნახე რა ლამაზი ძაღლია შენგან მარჯვნივ. ხედავ?“ ან „რა ლამაზი ვარდებია მარცხნივ, გაიხედე“.
ასევე სეირობისას აქცენტი გაუმახვილეთ მარშრუტზე: „ეხლა შევუხვევთ მარცხნივ, მერე მარჯვნივ“.
ბავშვის მაისურის ძებნისას კარადის გაღების დროს ჰკითხეთ პატარას: „ხომ არ იცი, სად არის შენი ლურჯი მაისური? უი ნახე - მარჯვენა უჯრაშია, მომაწოდე, რა“.
საჭიროა, რომ ბავშვი არჩევდეს არა მხოლოდ თავისი მხრიდან “მარჯვენას“ და „მარცხენას“, არამედ მის წინ მდგომი ადამიანის მარჯვენას და
მარცხენას. ამისათვის მოხერხებულია ვარჯიში თოჯინაზე. 4-5 წლის ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს „მარჯვენა“ და „მარცხენას“ გარჩევა.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
4779
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
natia
0
Chemi gogoo wlinaxevrisaa da ukve karga xania icis marjvena marcxenas garcheva,fexsacmelebsbrom vacmevdi an xeltatmans vamaxvilebdi yuradgebas axla marjvena fexze chavicvattqo, marcxena xelze gaviketottqo da agmovachine ro ukve tviton mawvdida sworad fexs tu xels
14:37 / 24-02-2015
მსგავსი სიახლეები