ჯადოსნური ფრაზები პატარა ჯიუტების მოსარჯულებლად
ჯადოსნური ფრაზები პატარა ჯიუტების მოსარჯულებლად
ყველა მშობლისთვის ნაცნობია პრობლემა, როცა 2-3 წლის ბავშვი გაანჩხლებული აცხადებს უარს თქვენი მითითების შესრულებაზე. როგორც კი იძულების წესს მიმართავთ, ისტერიკული სცენების მოწყობას იწყებს. როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა?
ფსიქოთერაპევტ ანდრეა ნეირის თვალსაზრისით, ამ დროს მშობელს რადიკალური ზომები არაფერში გამოადგება. მხოლოდ იოუმორი, გამომგონებლური ნიჭი და მეგობრული განწყობა - ეს ყველაფერი საკმარისია, რომ პატარამ ფეხების ფშეკისა და ღრიალის ნაცვლად, ხალისიანად დაგრთოთ მისი დასაძინებლად გამზადების ნება.
აი, რამდენიმე "ჯადოსნური" ფრაზა და "ილეთი" ,
რომელიც ოჯახში საომარ მოქმედებებს გაანეიტრალებს. არ დაგავიწყდეთ ღიმილი ყველა სიტუაციაში და ხალისიანი ტონი.
ძილის წინ
"ძილის დროა. აბა, როგორ წავიდეთ ლოგინისკენ, ფორთხვით თუ უკუღმა ნაბიჯებით? აირჩიე."
"თვალების გამოხეხვის დროა (თან ხელით ისეთი მოძრაობა გააკეთეთ, თითქოს კბილებს იხეხავთ. ელოდებით, როდის "შეგახსენებთ" ბავშვი ფრაზით "დედიკო, თვალები არა"). "უი, მართალი ხარ. აბა, რა გავიხეხოთ?" "კბილები" - ბავშვი თავისი მიხვედრილობით აღტაცებულია და სიხარულით მიდის აბაზანისკენ ტირილისა და სკანდალების გარეშე.
"დროზე, პიჟამები ჩავიცვათ. მე დაგასწარით" - ამ სიტყვებით ბავშვის პიჟამას თავზე ან ხელზე ჩამოიცვამთ. ბავშვი საქციელს შეგისწორებთ და მეტი ხალისით გამოეწყობა საღამურში.
"წავედით ლოგინისკენ. შენ რაკეტით გამოქანდები (ხელში აიტაცებთ და შესაბამისი ხმით გააქროლებთ) თუ წყალქვეშა ნავით? " ამ
შემთხვევაში ბავშვი ნელი რწევით ატარეთ წინ და უკან.
სათამაშოების მილაგება
"სათამაშოები უნდა მივალაგოთ. რომელი სიმღერა ვიმღეროთ დალაგებისას?"
"სათამაშოების მილაგების დროა. აბა, ვინ უფრო სწრაფად ჩაალაგებს ამ პაზლს ან ამ კონსტრუქტორს?"
"თუ გინდა, მილაგების მაგივრად ისროლე სათამაშოები" - სათამაშოების სროლა იმ ყუთში უნდა მოხდეს, სადაც სათამაშოებს ინახავთ. ოღონდ მანამდე გადამალეთ ის სათამაშოები, რომლებიც ასეთ "უხეშ მეთოდს" ვერ გაუძლებენ.
საკვები
"პირველი ის მიიღებს საჭმელს, ვისაც სუფთა ხელები აქვს"
ბოსტნეულით სავსე თეფში მაგიდასთან დადეთ და თქვით: "მე მგონი, სახლში ბოსტნეულის ქურდები არ გვყავს" - და თითქოს სხვა საქმით კავდებით. ამ დროს კი ბავშვი ხითხითით იპარავს ბოსტნეულს.
"რა დავამატოთ ამ საჭმელს, რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს?" - თუ ბავშვს საჭმელი არ მოსწონს, ეცადეთ ერთად გააგემრიელოთ ის.

mshoblebi

მორჯულების ეშმაკური ხერხები - დედებო, ჭკუით აჯობეთ პატარა ჯიუტებს
26839
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
დიკა
0
ქურდებს არ გაუსვათ ხაზი...)))
23:48 / 28-08-2019
ruska
0
ზალიან მომეწონა აუცილებლად გავიტვალისწინებ
14:21 / 03-04-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```