ყველაზე კითხვადი
3 წლის ასაკის კრიზისი - რატომ იცვლება პატარა და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
 3 წლის ასაკის კრიზისი - რატომ იცვლება პატარა და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
პირველი სერიოზული სირთულე, რომელსაც მშობელი აწყდება ბავშვთან ურთიერთობისას, ეს არის 3 წლის ასაკის კრიზისი. რას გულისხმობს ის და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მსგავს სიტუაციასთან გვექნება საქმე?
დავიწყოთ თავად სიტყვა „კრიზისის“ განმარტებით. კრიზისი - ეს არის გადატრიალება, გარდამავალი მდგომარეობა. ადამიანი ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე გადის გარდატეხას და ამ მომენტებს, როგორც წესი, ასაკობრივ კრიზისებს უწოდებენ. თავად ცხოვრებაც კრიზისული მომენტით - დაბადებით იწყება.
მიუხედავად იმისა, რომ დაბადების პირველი წელიც კრიზისულ ასაკს მიეკუთვნებ, 3 წლის ასაკში კრიზისის განცდა გართულებულია იმით, რომ ბავშვი თავს აღიქვამს ცალკე,
დამოუკიდებელ სუბიექტად. სწორედ ამ ფაქტის აღიარება და მიღება უჭირთ მშობლებს.
მშობლები ხშირად აღწერენ ბავშვებს, როგორც მთლიანად შეცვლილს, გაუგონარს, მოურჯულებელს, „თითქოს ბავშვი შეცვალეს“. კრიზისის ხანგრძლივობა საშუალოდ ნახევარი წელია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პერიოდი კრიზისია არა მშობლებისთვის, არამედ თავად ბავშვისთვის. ამ დროს ხდება მისი პიროვნული მეს ფორმირება, ავტონომიურობისა და უფროსისგან დამოუკიდებლობის სურვილი.
წარმოიდგინეთ, ბავშვი თითქოს კოორდინატთა სისტემის გარეშე დარჩა, რომელიც მას გარე სამყაროსთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა. ხდება ჩამოყალიბებული ქცევის მოდელის გადაფასება და გაქრობა, რათა მათ ადგილას წარმოიქმნას ახალი, სწორედ ამიტომ ბავშვს სჭირდება წახალისება და მშობლების მხარდაჭერის შეგრძნება. ყველასთვის ცნობილია, რომ მამაკაცებს ძნელად გადააქვთ „შუა ხნის
ასაკის კრიზისი“. ამ დროს გარშემო მყოფები ცდილობენ მის გაგებას და მხარდაჭერას, კრიტიკის გარეშე. სამი წლის ასაკშიც, ასეთივე მიღება და უპირობო გაგება სჭირდება ბავშვს.
კრიზისის დაწყების ამოსაცნობად საჭიროა მისი სიმპტომების ცოდნა. ფსიქოლოგიაში მიღებულია შემდგომი პუნქტების გამოყოფა:
ნეგატიურობა;
სიჯიუტე;
თავხედობა;
მოურჯულებლობა;
პროტესტი-ბუნტი;
გაუფასურება;
დესპოტიზმი.
მაგალითად, თქვენ შესთავაზეთ ბავშვს სასეირნოდ წასვლა, მაგრამ ის უარზეა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უფროსის ინიციატივაა (ნეგატივიზმი). ან ხაზგასმით მოითხოვს საკუთარი სურვილის შესრულებას და უარს აცხადებს ყველანაირი ალტერნატიული ვარიანტის მოსმენაზეც კი (სიჯიუტე). ფრაზა "მე თვითონ" - თავნებობის ნათელი მაგალითია. გაუფასურება ვლინდება საყვარელი ქმედებებისადმი ინტერესის დაკარგვით - აღარ თამაშობს ძველი სათამაშობით, აღარ უყურებს საყვარელ გადაცემებს და ა.შ.
მთავარი კითხვა: „როგორ უნდა მოვიქცე ბავშვთან ამ სიტუაციაში?“ შესაძლოა ბევრ მშობელს პასუხი ძალიან ადვილი და ბანალური მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში არ არსებობს არც უნიკალური, ჯადოსნური აბი, და არც რაიმე მეთოდი, რომელიც დაუყოვნებელ, თქვენთვის სასურველ შედეგს მოგცემდათ. მთავარი, რაც მშობელმა უნდა იცოდეს, არ შეიძლება კრიზისის დათრგუნვა საკუთარი ავტორიტული ქმედებით ან დასჯის შიშით. ასეთ შემთხვევაში თქვენ დათრგუნავთ ბავშვის ნებას და პიროვნულობას, ის ვერ ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ პიროვნებად, რომელსაც ექნება უნარი, საკუთარ ქმედებაზე და გადაწყვეტილებაზე აგოს პასუხი. აუცილებელია შეაქოთ, დაანახოთ, რომ მისი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია. ქცევის კორექტირება ადვილი ხდება, თუ მის ყურადღებას გადავიტანთ სხვა ობიექტზე. ბავშვთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად საუკეთესო ვარიანტი კი დროის ერთად გატარებაა - თამაშში.
კრიზისულ პერიოდში, ორმაგ მნიშვნელობას იძენს მშობლების მხრიდან, აღზრდის საკითხებში, ერთი პოზიციის დაჭერა (დაუშვებელია, რომ ერთი მშობელი აქებდეს და ამ დროს მეორე სჯიდეს, ერთი და იგივე ქმედებისთვის).
ამასთან, ბავშვს ყოველთვის უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება, მშობლის ამოცანაა დაეხმაროს მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და არა აიძულოს, დაეთანხმოს მის გადაწყვეტილებას.
დასასრულისთვის, მინდა შემოგთავაზოთ იანუშ კორჩეკის ფრაზა: „გიყვარდეთ საკუთარი შვილი ნებისმიერი - ნაკლებად ნიჭიერი, წარუმატებელი, დიდი. გაიხარეთ მასთან ურთიერთობით, რადგან ბავშვი -ეს არის დღესასწაული, რომელიც დროებით არის თქვენთან“.
კლინიკური ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე
80515
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (7)
23:07 / 19-11-2016
Me
Me im doneze mivyavar chemi 3 wlis gogonas rom nervebsgan cxare cremlebit vtiri.misi sijiute usazgvroa imedia male gaivlis gardatexia periodoi tore me nervozi avikide
22:53 / 16-03-2015
tamo
Ara marato dedebma aramed mamebmac unda caikitxon da gaitvaliscinon
11:31 / 15-03-2015
mashos
მთავარი, რაც მშობელმა უნდა იცოდეს, არ შეიძლება კრიზისის დათრგუნვა საკუთარი ავტორიტული ქმედებით ან დასჯის შიშით. ასეთ შემთხვევაში თქვენ დათრგუნავთ ბავშვის ნებას და პიროვნულობას, ის ვერ ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ პიროვნებად, რომელსაც ექნება უნარი, საკუთარ ქმედებაზე და გადაწყვეტილებაზე აგოს პასუხი. აუცილებელია შეაქოთ, დაანახოთ, რომ მისი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია. ქცევის კორექტირება ადვილი ხდება, თუ მის ყურადღებას გადავიტანთ სხვა ობიექტზე. ბავშვთან პოზიტიური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად საუკეთესო ვარიანტი კი დროის ერთად გატარებაა - თამაშში. კრიზისულ პერიოდში, ორმაგ მნიშვნელობას იძენს მშობლების მხრიდან, აღზრდის საკითხებში, ერთი პოზიციის დაჭერა (დაუშვებელია, რომ ერთი მშობელი აქებდეს და ამ დროს მეორე სჯიდეს, ერთი და იგივე ქმედებისთვის). ამასთან, ბავშვს ყოველთვის უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება
03:03 / 15-03-2015
masho
konkretulad rcheva mainc ver miviget, es kvelaferi dzaan ganzogadebuladaa,kargs izavt konkretul darigebas tu mogvcemt aci thanks
00:19 / 15-03-2015
so21
fsikologi gvchirdeba, vis mivmartot?
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
04.10.2017
ადრეული ინტერვენციის უფასო პროგრამა 7 წლამდე ბავშვებისთვის, ფსიქოლოგებისა და ნევროლოგების ჩართულობით, რომელზეც უნდა იცოდეთ
06.09.2017
გაჯეტებთან ხშირი ურთიერთობების გამო მოზარდების უმრავლესობას გონებაც გაზარმაცებული აქვს და სწავლისთვის ყურადღების დათმობაც უჭირს
24.07.2017
თუ გსურთ, ბავშვმა კედლები არ მოგიხატოთ, ჭურჭელი და ავეჯი არ დაგიზიანოთ, გასავითარებელი თამაშები უნდა ასწავლოთ
17.01.2017
მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ თამაში ბავშვისთვის არა მხოლოდ გასართობი, არამედ სწავლის საუკეთესო ფორმაა
16.11.2016
ქართველი ფსიქოთერაპევტი გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ძიძასთან ვტოვებთ
02.11.2016
"ხშირად ვიღებთ მეტყველების პრობლემებს, ტიკებს, სტრესებს..." - როგორ უნდა მოვიქცეთ
14.09.2016

”ბავშვებს უფრო ხშირად ესმით ტელევიზორისა და კომპიუტერის ხმა, ვიდრე დედ-მამის...”





გამოკითხვა
რომელ ასაკში შექმენით ოჯახი?
არქივი