როგორ ავიცილოთ თავიდან ისტერიკები მაღაზიაში
როგორ ავიცილოთ თავიდან ისტერიკები მაღაზიაში
ბავშვი უდიდესი სიხარულია, მაგრამ მისი ჭირვეულობა ზოგჯერ ყველაზე მშვიდ მშობელსაც აკარგინებს მოთმინებას. ძალიან ბევრი ვითარება შეიძლება გახდეს ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი. მაღაზიებში გასეირნება კი ამ მხრივ ყველაზე მაღალი "რისკის ზონას" მიეკუთვნება. თუ "მიყიდე-მიყიდეს" ძახილით იტერიკაში ჩავარდნილი ბავშვი აქამდე არ გინახავთ, ძალიან გაგიმართლათ. მაგრამ რა გამოსავალი არსებობს მშობლებისთვის, ვისი შვილებისთვისაც საყიდლები სუსტი წერტილია? როგორ უნდა აქციონ მათ "შოპინგი" ბავშვთან კონტაქტისა და დროის სასიამოვნოდ გატარების მიმეზად.

თუ ბავშვმა მორიგი სათამაშოს გამო ისტერიკა პირველად მოაწყო, ნურაფერს მოიმოქმედებთ. ამ დგომარეობაში მისთვის რაიმეს ახსნას აზრი არა
აქვს, ამიტომ მის ფსიქიკას ტყუილად ნუ გააღიზიანებთ, უბრალოდ მოკიდეთ ხელი და დატოვეთ იქაურობა, შინ დაბრუნდით.

რა მოვიმოქმედოთ, რომ ეს აღარ განმეორდეს? სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ამისათვის საჭიროა, რომ წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი. ძალიან მარტივია. მაღაზიაში წასვლის წინ ბავშვთან ერთად მოილაპარაკეთ, რის საყიდლად მიდიხართ. თუ პროდუქტების ყიდვას აპირებთ და გასართობი წვრილმანებისთვის ფული არ გყოფნით, ეს ბავშვს წინასწარ გაუმხილეთ.
მაგალითად ასე: "საყვარელო, ახლა წავალთ მაღაზიაში და საჭმელს ვიყიდით. ავიღებთ პურს, მაკარონს, კარაქს და სახლში წამოვალთ. დღეს სათამაშოს ვერ ვიყიდით. თუ კარგად მოიქცევი, მაღაზიაში შენც წაგიყვან".

ადრეულ ასაკში ბავშვები აღმერთებენ დედას და ყველაფერზე წავლენ, ოღიონდ
რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ დედიკოსთან. ამიტომ კატეგორიული ტონით მიცემული გაფრთხილება აუცილებლად გაამართლებს.

თუმცა სავსებით შესაძლებელია საუბარმა არ გაჭრას და დაპირების მიუხედავად პატარამ ისევ სცენა მოაწყოს. ამ შემთხვევაში თქვენც უფრო მკაცრი ზომების მიღება მოგიწევთ, ანუ უნდა დასაჯოთ პატარა ჯიუტი. გამოუცხადეთ, რომ ამ საქციელისთვის მთელი თვე არც ერთ სათამაშოს აღარ უყიდიან. ამის თქმა სახლში სჯობს და არა მაღაზიაში, სადაც ბავშვი უფრო გამბედავია. ყველაზე რთული ამ ვითარებაში სასჯელის აღსრულებაა. დედისთვის ძალიან რთულია, შეასრულოს სიტყვა, თუმცა ამის გარეშე არაფერი გამოვა.

საერთოდ, ბავშვთან მოლაპარაკება აღზრდის საკმაოდ ეფექტური ხერხია. ამით ბავშვი ფიქრსა და გაგებას ეჩვევა. ძალიან მოსახერხებელია მოლაპარაკება სათამაშოს ყიდვის დროსაც. მაგალითად ეტყვით, რომ დღეს ძვირიან და დიდ სათამაშოს ვერ იყიდით. როცა მაღაზიაში შეხვალთ, ბავშვი უკვე უსმენს, რას იტყვის გამყიდველი და აკვირდება, რომელი სათამაშოს ყიდვის იმედი უნდა ჰქონდეს.
რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი გამოსავალია საყიდლებზე წასვლის წინ ბავშვი მამას, ბებიას ან სულაც ძიძას დაუტოვოთ, მაგრამ პრობლემას ჯობია არ გაექცეთ. თანაც ძალიან სასიამოვნოა საყვარელ შვილთან ერთად საყიდლებზე გავლა, მასთან საუბარი იმაზე, რა მოსწონს და რა - არა. ურთიერთობა ყველა პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზაა. საკუთარ შვილებთან ურთიერთობაზე უფრო სასიამოვნო კი არაფერია.
5251
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
თამო
0
ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა და თავისით გადაეჩვია, მანამდე, არაერთი ახსნა-განმარტების, თხოვნის, ხვეწნის, სიმკაცრის მიუხედავად მაღაზიის წინ საქვეყნოდ მარცხვენდა სანამ არ შევუსრულებდი სურვილს... და ეხლა, ერთელმ დაინახა სხვა ბავშვის საქციელი მაღაზიის წინ, თავად შერცხვა, მის მაგივრად...
23:54 / 12-12-2014
0
ვაიმე რა დიდი სისულელეა, მოკლედ ლაპარაკი ადვილია, უკვე იმდენჯერ ვუხსნი თუ რის საყიდლად მივდივარ და რისი ფული მაქვს, რომ თავი მტკივა ერთ საათიანი შეგონებებით, კარებამდე თანახმაა, მაგრამ რომ შევალთ ყველაფერი თავიდან იწყება
21:37 / 12-12-2014
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი