ტემპერატურა
შეიძლება რამდენჯერმე წყალი ცოტა ცივი ან ცხელი მოგივიდათ. ეს უსიამოვნო შეგრძნება ბავშვს არ ავიწყდება და შიში უჩნდება. ამიტომ ყოველთვის აკონტროლეთ წყლის ტემპერატურა და ზუსტად დაიცავით ბანაობის წესები.
კაშკაშა სინათლე
რაც უფრო იზრდება, ბავშვი უკეთ ხედავს. თუ ერთი თვისას სააბაზანოს განათება არ აღიზიანებდა, 2-3 თვისთვის შეიძლება შეაწუხოს. ჩვენ ხომ
ბავშვი ყველაფერს იმახსოვრებს
შეიძლება თავადაც ვერ შენიშნეთ, როგორ შეაშინეთ ბავშვი. ხომ წამოგცდათ ასეთი რამ: "აბაზანა საშიშია, შეიძლება ჩავარდე" ან "ფეხი რომ გაგიცურდეს, დაეცემი და გეტკინება"... შეიძლება უბრალოდ, საპონი მოხვდა თვალში, ზოგიერთ ბავშვს კი აბაზანის ხვრელიც კი აშინებს.
მოდი, ერთად
ბავშვის შიშს ანგარიში გაუწიეთ. ჯობია ერთად სცადოთ ბანაობა, ეს ამ პროცესს უფრო სახალისოს გახდის და ბავშვს შიშიც დაავიწყდება.
ჩახუტებები
ყველაზე პატარა ბავშვიც კი გრძნობს დედის ჩახუტების ძალას. როცა პატარა ჭირვეულობს, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. თუ თქვენც დაიძაბებით, ბავშვი ა
მოთმინება გამოიჩინეთ და გახსოვდეთ: ბავშვი თქვენს გასაბრაზებლად არ ტირის, მას რაღაც მიზეზი აქვს. დედის ნაზი სიტყვები და მოფერება - ამაზე უკეთ მას ვერაფერი დაამშვიდებს.
ეს ყოველდღე გააკეთეთ
ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ დედის ხვევნა ბავშვს საკუთარი ძალის რწმენას აძლევს, ამიტომ გირჩევენ, რომ დღეში 8-ჯერ მაინც ჩაეხუტოთ მას.
გრძნობების გამოხატვას არც მამა უნდა მოერიდოს. ბავშვს ორივე მშობლის მხარდაჭერა სჭირდება.