ხშირად აიყვანეთ ხელში პატარა... - მასარუ იბუკას ყველაზე საჭირო გამონათქვამები მშობლებისთვის
ხშირად აიყვანეთ ხელში პატარა... - მასარუ იბუკას ყველაზე საჭირო გამონათქვამები მშობლებისთვის
მასარუ იბუკა კორპორაცია "სონის" ერთ-ერთი დამაარსებელია, ასევე ადრეულ ასაკში ბავშვების აღზრდისა და სწავლის ნოვატორული კონცეფციის შემქმნელი. მისი წიგნი "სამის მერე უკვე გვიანია" მთელ მსოფლიოში პოპულარულია და ბევრი მშობელი ითვალისწინებს აღზრდის მისეულ მეთოდებს. ჩვენ ამ წიგნიდან რამდენიმე ციტატას გთავაზობთ.

  • არასდროს არ სცადოთ ბავშვის იგნორირება. ეს უარესია, ვიდრე მისი განებივრება.
  • ხშირად აიყვანეთ ხელში პატარა.
  • ახალშობილებიც კი გრძნობენ მშობლების ჩხუბს.
  • მშობლების ნევროზულობა გადამდებია.
  • ბავშვი მხოლოდ იმას იმახსოვრებს, რაც მისთვის საინტერესოა.
  • არც ერთი ბავშვი არ იბადება გენიოსად, და არც
    ერთი – სულელად. ყველაფერი დამოკიდებულია ტვინის სტიმულაციაზე ბავშვის ცხოვრების პირველ სამ წელიწადს.
  • ბავშვმა შეიძლება წიგნში ნახატის მიხედვით სულ სხვა ამბავი ამოიკითხოს, ვიდრე ის არის, რომელსაც უფროსები კითხულობენ.
  • ადრეული ბავშვობის შთაბეჭდილებები განსაზღვრავენ შემდგომში მისი მოქმედებებისა და აზროვნების მიმართულებას.
  • ბავშვში სიბრაზე და შური მისი უძლურების გამოხატულებაა.
  • არ დასცინოთ ბავშვს სხვების თანდასწრებით.
  • ინტერესი საუკეთესო წახალისებაა.
  • ბავშვებს საინტერესო მიაჩნიათ მართებულად, არასაინტერესო – არასწორად.
  • ყველა ბავშვს შეუძლია კარგად სწავლა – ყველაფერი მხოლოდ სწავლების მეთოდზეა დამოკიდებული.
  • არასწორი კვება მთელი ცხოვრების განმავლობაში განსაზღვრავს ცუდ ჩვევებს.
  • დღის განრიგი დროის განცდას ავითარებს.
  • მუსიკალურ ჰარმონიას ყველაზე უკეთ ადრეულ ბავშვობაში ითვისებენ.
  • ლექსების სწავლა გონებას ავარჯიშებს.
  • პატარა ბავშვები უნდა იყონ გარემოცულნი ყოველივე საუკეთესოთი, რაც კი გაქვთ.
  • ბევრი სათამაშო ბავშვის ყურადღებას ფანტავს.
  • ფიზიკური ვარჯიშები ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს.
  • მარცხენა ხელი ისევე
    უნდა ავარჯიშოთ, როგორც მარჯვენა.
  • ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლოა სიარული.
  • ბავშვისთვის მუშაობა და თამაში ერთი და იგივეა.
  • სანამ ბავშვს აღზრდით, ჯერ მშობლები უნდა აღზარდოთ.
  • ისწავლეთ თქვენი შვილისგან.
  • ნუ ძალადობთ ბავშვის ნებაზე.
  • ბავშვები არ არიან მშობლების საკუთრებები.
  • მთავარია, ბავშვს განუვითაროთ უსაზღვრო პოტენციური შესაძლებლობები, რომ მეტად მოახდინოს თვითრეალიზება და ბედნიერი იყოს ცხოვრებაში.
  • დაე თქვენი შვილი თქვენზე უკეთესი იყოს.
32874
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```