30 რამ, რაც 3 წლის ბავშვს აუცილებლად გამოცდილი უნდა ჰქონდეს
30 რამ, რაც 3 წლის ბავშვს აუცილებლად გამოცდილი უნდა ჰქონდეს
ბავშვის ბრწყინვალე მომავალზე ფიქრს მშობლები ლამის დაბადებიდანვე იწყებენ. იქამდე კი ძალიან ბევრი დროა, რომელიც თავიდანვე კარგად უნდა გამოიყენოთ. სანამ სწავლა-განათლებაზე ფიქრს დაიწყებთ, ჯერ ამ წვრილმანებით დაკავდით - ყველაფერი სწორედ აქედან იწყება. წარმოგიდგენთ 30 სახის საქმიანობას, რაც 3 წლის ბავშვს აუცილებლად მოსინჯული და გამოცდილი უნდა ჰქონდეს.

alt3-6 წლის ბავშვებისთვის ეს საჭირო და სასარგებლოა - ახალი ქართული საბავშვო ჟურნალი


1. ქვიშითა და ტალახით "ძერწვა" - წვრილი მოტორული განვითარებისთვის ეს საუკეთესო ვარჯიშია

mshoblebi

2. კონსტრუქტორით თამაში - წარმოსახვითი მეხსიერების გასავითარებლად

mshoblebi

3. თანატოლებთან ურთიერთობა სოციალურ
უნარებს აყალიბებს და ბავშვს ბაღსა თუ სკოლაში ადაპტაციას გაუადვილებს

mshoblebi

4. სურათების აღწერა - რას ხედავს და რა შეუძლია ამის შესახებ თქვას

mshoblebi

5. დედისთვის დახმარება

mshoblebi

6. გუბეში თამაში - უნდა მიხვდეს, დაგუბებულ წყალში რა ხდება და გაიგოს, რომ ყველა გუბეში ფეხის ჩადგმა არ შეიძლება

mshoblebi

7. ხელების დაბანა - დამოუკიდებლად უნდა შეძლოს აბაზანაში

mshoblebi

8. თოვლთან ურთიერთობა

mshoblebi

9. თითებზე თვლა და ამის სხვებისთვის ჩვენება

mshoblebi

10. ქაღალდის ნავების გაშვება - მიხვდება, რომ ზოგიერთი ნივთი ძალიან ფაქიზია და წყალთან ურთიერთობასაც ისწავლის

mshoblebi

11. ნაძვის ხის მორთვა - ავითარებს აკურატულობას, წარმოდგენას უქმნის სილამაზესა და ესთეტურ ფასეულებებზე

mshoblebi

12. ციფრების ცნობა

mshoblebi

13.
თავისი ხელით ჭამა

mshoblebi

14. ველოსიპედის მართვა - სამთვლიანი ველოსიპედი მას სივრცეში ორიენტაციასა და თვითკონტროლს ასწავლის

mshoblebi

15. ფოთლების ან ყვავილების თაიგულის შეკვრა - ამით ბევრი მცენარის სახელს ისწავლის

mshoblebi

16. თითებით ხატვა - ავითარებს ფანტაზიას

mshoblebi

17. კბილების დამოუკიდებლად ხეხვა ყოველდღე

mshoblebi

18. ციგით დაშვება

mshoblebi

19. ჩიტებისთვის საკენკის დაყრა - უნდა მოახერხოს პურის დაფხვნა, მარცვლეულის მოფრქვევა...

mshoblebi

20. რეალისტური თამაშები, სადაც ყველას თავისი როლი აქვს (დედა, მამა, შვილი, გამყიდველი, მასწავლებელი...) - შესანიშნავია სოციალური ჩვევებისთვის

mshoblebi

21. ცხოველებთან ურთიერთობა - ფრთხილად ხელის გადასმა და ცოდნა, რა არ შეიძლება (კუდზე მოქაჩვა, ხელის მოჭერა...)

mshoblebi

22. ფანქრით ხატვა - ეს საქმიანობა რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა დააწყებინოთ, საუკეთესო ხერხია მრავალმხრივი განვითარებისთვის

mshoblebi

23. ყურადღების კონცენტრაცია - უნდა შეეძლოს ისეთი დავალების შესრულება, რისთვის ყურადღების კონცენტრირება 5 წუთით მაინც დასჭირდება.

mshoblebi

24. აპლიკაციები - ნახატის აწყობა და დაწებება მისი ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარისთვის კარგი ვარჯიშია

mshoblebi

25. ხეების სახელები - ბავშვი რამდენიმე ხეს მაინც უნდა ცნობდეს და ინტერესდებოდეს მათით

mshoblebi

26. ცხოველების ცნობა - ცხოველებს უნდა ასახელებდეს და ერთმანეთისგანაც არჩევდეს

mshoblebi

27. გუნდური თამაშები

mshoblebi

28. სიყვარული - ეს გრძნობა აუცილებლად უნდა ჰქონდეს განვითარებული. ოჯახის წევრები, მეგობარი, რომელიმე სათამაშო მისთვის ძვირფასი უნდა იყოს

mshoblebi

29. თითის წვერებზე დგომა - 3 წლის ბავშვი თითის წვერებზე დადგომა უნდა შეეძლოს თუნდაც სიმაღლიდან რაიმე ნივთის ჩამოსაღებად

mshoblebi

30. ყვავილების მორწყვა - მცენარის მოვლა მისთვის უცხო არ უნდა იყოს, ეს მზრუნველობა მომავალში აუცილებლად კარგი თვისებების გამომუშავებაში დაეხმარება.

mshoblebi
23284
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
mari
0
30დან 25 შესრულებული გვაქვს:) ამ ყველაფერთან ერთად ციფრების წერაც იცის.
00:03 / 27-07-2015
nana
0
4,7, 17, 18,20, 24,25...ნაადრევად მეჩვენება...რაც შეეხება მე-4.აღწერა შეიძლება,მაგრამ გავრცობა უკვე 4-5წლიანისაა.
10:55 / 20-07-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```